ევროპის ქართველი ჩემპიონი პირველ შეხვედრას იორდანიელ ბილალ აიალსალმანთან გამართავს

ბუდაპეშტში გუშინ დაწყებულ ძიუდოისტთა პირად-გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლები დღეს ვაჟთა შორის 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში გათამაშდება, გოგონებში კი -52 კგ-ში.

დღეს საქართველოს ნაკრებიდან ასპარეზობაში ევროპის ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი ჩაებმება, ვინც ასევე არახელსაყრელ ბადეშია. ისიც განთესილთა შორისაა და პირველ წრეში ასევე ისვენებს.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 სთ-დან დაიწყება. გულშემატკივარს ჩემპიონატის ლაივ-სთრიმით ნახვა ამ ბმულზე შეუძლია.

მისი პირველი მეტოქეც ახლავეა ცნობილი, იორდანიელი ბილალ აიალსალმანი, ვისთანაც, წესით, პრობლემები არ უნდა შეექმნას. მისი მომდევნო მეტოქე საუდის არაბეთის წარმომადგენელ სულაიმან ჰამადსა და სამხრეთაფრიკელ სიაბულელა მაბულუს შორის მოგებული იქნება, მეოთხედფინალამდე კი სერიოზული კონკურენტი არც ჰყავს.

სამაგიეროდ, იქ ბევრად ძლიერი მეტოქე უნდა დაუხვდეს. ჯგუფის იმ ნახევარში ყველაზე ტიტულოვანი კორეელი მსოფლიოს ჩემპიონი ბაულ ანი და იტალიელი ოლიმპიური ჩემპიონი ფაბიო ბაზილე არიან, თუმცა სიფრთხილე სხვებთანაც საჭიროა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ჩემპიონატის პირველ დღეს ამირან პაპინაშვილმა (60) ნაადრევად დაასრულა გამოსვლა - მერვედფინალში დამარცხდა უზბეკთა ოლიმპიურ პრიზიორ დიორბეკ უროზბოევთან.

კვარცხლბეკი

60 კგ (ვაჟები)

1. ნაოჰიშა ტაკატო (იაპონია), 2. ორხან საფაროვი (აზერბაიჯანი), 3. დიორბეკ უროზბოევი (უზბეკეთი), 3. ბოლდბაათარ განბათი (მონღოლეთი).

48 კგ (ქალები)

1. ფუნა ტონაკი (იაპონია), 2. ურანცეცეგ მუნხბათი (მონღოლეთი), 3. ოტგონცეცეგ გალბადრახი (ყაზახეთი), 3. ამი კონდო (იაპონია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

glaxuna
რა სათაურებს,რა დასკვნებს აკეთებთ,ცოტა რომ თავად გადახედოთ,არაა ?! უნდა გ ი ხ ა რ ო დ ე ს რომ სწორად ძლიერი რომ შ ე გ ხ ვ დ ე ს და რომ დაამარცხო,რომ მ ს ო ფ ლ ი ო ჩემპიონი გახდე,აბა რისთვის ვარჯოშობ,რისთვის და ვისთვის ემზადები?! ეს შეშინებული და დაფრთხალი მენტალიტეტი,თუ ფსიქოლოგია ს ა ი დ ა ნ და რატომ ?! ასეთი მენტალიტეტით :ის არ შემხვდეს,ის შემხვდეს,ეს ზუდი ჯგუფია,ის ...ვ ე რ ა სოდეს გახდები არათუ ჩემპიონი... იმის მაგივრად,რომ ,,ყ ვ ე ლ ა ს უნდა მოუგო,, იდეოლოგიით,რას...
ჯ ი ჯ ი
როცა ხარ ჩემპიონობის პრედენდენტი, ყველა ბადე უნდა გაწყობდეს, უნდა მოუგო ყველას. 60 კგ-ში ამირან ტოტიკაშვილს არასდროს უფიქრია ვისთან მოხვდებოდა, აქეთ ეშინოდათ მისი იმიტომ მართლა ლიდერი და ფავორიტი იყო. დღეს პაპინაშვილი წონის ლიდერი იყო და შედეგი-0.
judo
რა ... საქმე სულ ეს მიზეზი როგორ გაქვტ ,,ცუდ ბადესჰი,სიკვდილის ბადე ,,აბა როგორ გინდატ პოდნოსიატ მიარტვან ცჰეპიონობაააა?? არ უნდა გაგესჰვატ უზნადზეეეე...
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
[მსოფლიო ჩემპიონატი] წილისყრა დასრულდა - ქართველი ძიუდოისტების ბადე ცნობილია
მსოფლიო ჩემპიონატი სამშობლოში - ქართველ ძიუდოისტებს იაპონელებთან დიდი ბრძოლა ელით!
მინსკი 2019. ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ლაშა შავდათუაშვილი მედლის გარეშე დარჩა
პაპინაშვილი და მხეიძე მე-3 ადგილისთვის იჭიდავებენ(განახლებადი)
უძლიერესი შემადგენლობით - ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში...
მსოფლიოს ჩეპიონატისთვის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების განაცხადი ცნობილია
[VIDEO] ძიუდო. სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებს
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
უტამ მსოფლიო მეხუთედ მოიგო, ჰიფუმი ბრინჯაოს დასჯერდა - მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა
[VIDEO] პირველი დღე უმედლოდ - მარგველაშვილი ავსტრიის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა
[შეჯამება] დაცალკევებული ნაკრები, ოქროს ტურისტი და მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოს სამშობლოში