"ტრანსფერის ამბავი 99 პროცენტით გადაწყვეტილია და პუჩინელი მოსკოვში ჩემი პირადი კონტრაქტის საკითხს აგვარებს"
31 აგვისტოს ევროპასა და რუსეთში სატრანსფერო "ფანჯარა" დაიხურება. თუმცა მანამდე კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი გარიგება მოხდება. როგორც შევიტყვეთ, მანამდე, დიდი ალბათობით, რომან ჭანტურია ყაზანის "რუბინის" ფეხბურთელი გახდება.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი ახლახან იტალიის სერია C-ს ბინადარ "პრატოში" იჯარით გადავიდა. ფეხბურთელის მენეჯერის, ლუკა პუჩინელის თქმით, მისი ამჟამინდელი კლუბი, სერია B-ში მოასპარეზე "ემპოლი", რუსეთის პრემიერლიგელ "რუბინს" ფეხბურთელის ტრანსფერის 50 პროცენტის გაყიდვაზე შეუთანხმდა.

ჭანტურიას სათამაშო დრო და პრაქტიკა რომ ჰქონოდა, სწორედ ამიტომ 2 იანვრამდე სერია C-ს მიაშურა.

იანვარში უნდა გადაწყვეტილიყო, "რუბინი" მისი ტრანსფერის დარჩენილ 50 პროცენტს რა თანხად გამოისყიდიდა. ამასობაში, ჭანტურიას გუნდმა სერია C-ს "პისტოიეზესთან" ამხანაგურად 2:1 მოიგო და ორივე გოლი ქართველმა თავდამსხმელმა გაიტანა.

მაგრამ რუსებმა მოლაპარაკებები დააჩქარეს და შევიტყვეთ, რომ ტრანსფერის საკითხი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია.

"ტუტომერკატოს" ჟურნალისტი მარკო ფრატინო წერს:

"ქართველი თავდამსხმელი "რუბინში" გადადის. მის თაობაზე რუსული პრემიერლიგის კლუბსა და "ემპოლის" შორის მოლაპარაკება დასასრულს უახლოვდება. "რუბინმა" იტალიელებს იანვრიდან ჭანტურიას იჯარა შესთავაზა, აუცილებელი საბოლოო გამოსყიდვის პირობით. ტრანსფერის ფასი 2 მილიონ ევროს შეადგენს და ქართველის შემდგომი გაყიდვიდან "ემპოლი" კიდევ 15 პროცენტს მიიღებს.

რაც შეეხება ხელფასს, პირობები ფეხბურთელთან მაქსიმალურად შეათანხმეს - მისი მენეჯერის, ლუკა პუჩინელის მოთხოვნით, ხელფასი უნდა იყოს წელიწადში მინიმუმ 700 ათასი ევრო. ამ თანხაში პრემიებიც გათვალისწინებულია.

ამ დროისთვის პუჩინელი რუსეთში კონტრაქტის შესათანხმებლად იმყოფება და როცა ხელშეკრულებას ოფიციალურად მოეწერება ხელი, ჭანტურია "რუბინის" ფეხბურთელი გახდება".

იგივე ინფორმაცია გაავრცელა იტალიაში პოპულარული სამენეჯერო გვერდის ადმინისტრატორმა ჯანლუკა დი მარციომ.

"დასამალი არაა, რომ კლუბებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს და როცა ის დასრულდება, ყველაფერს გეტყვით, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ტრანსფერის ამბავი 99 პროცენტით გადაწყვეტილია და პუჩინელი მოსკოვში ჩემი პირადი კონტრაქტის საკითხს აგვარებს.

რაც ვიცი, მოლაპარაკება დღეს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ცოტა გაიწელა და ხვალ გაგრძელდება.

სხვათა შორის, დიდი დაინტერესება რომ არის, ეს ამბავიც ადასტურებს - პერსონალური მწვრთნელი დამინიშნეს, რომელიც უკვე მეორე კვირაა მავარჯიშებს, ფორმაში დროულად რომ შევიდე", - ამბობს ჭანტურია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gizog
წარმატებებს ვუსურვებ რომანს.
andro
საიდან მოაქვთ ეს ზღაპრეპი? რუბინს აკრძალული აქვს ტრანსფერები!!! იქით ყიდის ნახევარ გუნდს!
მამარდაშვილი "რეალში" კურტუას შესაძლო შემცვლელად - ესპანური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
რომან ჭანტურია "ემპოლიში" დაბრუნდა
"ისინი მხოლოდ ერთ შემთხვევაში წავლენ..." - დიუპინმა ლეგიონერების შესაძლო წასვლაზე ისაუბრა
ჭანტურია კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
დი მარციო: კონტეს "მილანის" გაწვრთნა სურს
სლუცკის ძალიან ღირსეული საქციელი - თუმცა, "რუბინი" მწვრთნელს არ დაეთანხმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
კლაუდიო რანიერი "რომას" მწვრთნელი უკვე მესამედ გახდება
ნდობა ალეგრის - "იუვენტუსს" მისი გაშვებისთვის დიდი კომპენსაციის გადახდა მოუწევდა
ხვიჩას გარეშე დარჩენილი "რუბინი" და ჯიქიას "სპარტაკი" დაქვეითებასთან ახლოს არიან
"პაატა უწესიერესი ბიჭია... სანამ მას განსჯით..." - რომან ჭანტურია ღუდუშაურის შესახებ "პირატების" განცხადებას ეხმაურება
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"ემპოლიმ" რომან ჭანტურია იჯარით ბათუმის "დინამოში" გაუშვა
"რუბინის" ექს მწვრთნელმა ხვიჩასა და ზურიკოზე ისაუბრა და შეაქო
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
უარი უკრაინაში შეჭრის სიმბოლოს - კვარაცხელიას "რუბინის" გულშემატკივრების ღირსეული საქციელი [PHOTO]
"ქუთაისის "ტორპედოს" დონისაა, "ვესტ ჰემს" კიდევ ერთი კლოუნი სჭირდება..." - რუსები კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერს ირონიით შეხვდნენ
რომან ჭანტურიამ ბათუმის "დინამო" დატოვა
რომან ჭანტურია "დილას" ფეხბურთელია
"კვარაზე გადაწყვეტილება მიღებულია, რაც შეეხება ოსიმენს..." - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ხვიჩასა და ვიქტორზე ისაუბრა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ცნობილ ჟურნალისტს ხვიჩას ხილვა სერია A-ს გრანდში სურს
რომან ჭანტურიამ ცნობილი იტალიელი მენეჯერი ქართველი ფეხბურთელებით დააინტერესა
"ევროპა, მოვდივარ" - ჯანლუკა დი მარციო მამარდაშვილზე წერს