ქართველმა კანოისტმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 200 მეტრზე ერთადგილიანი ნავით დისტანციაში ვერცხლის მედალი მოიპოვა
ქართველმა კანოისტმა ზაზა ნადირაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე 200 მეტრზე ერთადგილიანი ნავით დისტანციაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

- ზაზა ნადირაძე - კაცი, რომელმაც წყლისგან ვერცხლი გამოადნო [VIDEO]

იგი დღეს დაბრუნდება სამშობლოში, გუშინ კი მას ჩეხეთში შევეხმიანეთ:

- ზაზა, ვერცხლის მედლით ჩვენ კი გაგვახარე, მაგრამ თავად თუ ხართ შედეგით კმაყოფილი?

- როცა ოქროს უმიზნებ, ცხადია, მეორე ადგილი მთლად სასიხარულო არაა, მაგრამ მომზადებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ცუდი შედეგი არ უნდა იყოს. შეიძლება ითქვას, კმაყოფილიც ვარ, რადგან ეს ჩემი სპორტული ფორმის პიკი არ იყო და უკეთაც შემიძლია ასპარეზობა.

- დისტანციის ნახევარზე მეტი კოზირს უსწრებდით. მერე რა მოხდა?

- მოგეხსენებათ, 200 მეტრი სპრინტერული დისტანციაა და მისი იდეალურად გავლა, ფაქტობრივად, ძალიან რთულია. სამწუხაროდ, ცოტა შეცდომებიც მქონდა, თუმცა ალალად ისიც უნდა ვაღიარო, რომ ბელორუსი კოზირი ძლიერი და ტიტულოვანი სპორტსმენია, თანაც, შესანიშნავ ფორმაშია. გახსოვთ, ჩემპიონატამდე ბრესტიდან მოგწერეთ კიდეც, ოქროსთვის ბრძოლაში ჩემი უპირველესი კონკურენტი ეგ იქნებოდა და ასეც მოხდა. მე, უბრალოდ, ფინიშამდე 2-3 წამით ადრე დაღლა ვიგრძენი, ეს დრო კი საკმარისი აღმოჩნდა, რომ არტსიომს ჩემთვის გაესწრო.

- კინაღამ მედალი დაკარგეთ - ნავი რამ ამოაყირავა?

- ფინიშზე რომ შევედით, ასეთი გათვლა მქონდა - გრძელი ჩაჯდომით ნავი წინ გამეგდო, რომ ფინიშის ზოლზე დიდი სიჩქარე ჰქონოდა. ეგრეც გამომივიდა, მაგრამ, ხაზი როგორც კი გადავკვეთე, თავი ვეღარ შევიკავე, ნავი ამოყირავდა და წყალში აღმოვჩნდი. ძალიან დაძაბული და დაღლილი ვიყავი...

- ახლა რას აპირებთ - წლის ბოლომდე კიდევ გამოხვალთ შეჯიბრებებში?

- არა მგონია. ვფიქრობ, წლეულს მეტი შეჯიბრება აღარაა საჭირო. ბოლო ორი თვე მთელი ყურადღება მსოფლიოს ჩემპიონატზე მქონდა გადატანილი, რადგან ამ დისტანციიდან უმედლოდ წასვლა არ მინდოდა. აწი, ალბათ, ცოტას დავისვენებ და ახალი სეზონისთვის მოვემზადები.

- რიოს თამაშების შემდეგ ერთადგილიანი კანოეთი 200 მეტრი ოლიმპიური დისტანცია აღარ არის. საერთაშორისო ფედერაციის ეს გადაწყვეტილება მოგწონთ?

- ვფიქრობ, სრულიად უმართებულო ნაბიჯია, მაგრამ ჩვენ ვინ რას გვეკითხება - ფედერაციის მამებს როგორც ხელს აძლევდათ, ისე გადაწყვიტეს. 200 მეტრი ვაჟებისთვის გამორჩეული დისტანცია იყო ყოველთვის. სანახაობრივადაც ბევრად საინტერესო, დაძაბულობით გამორჩეული. მედალოსნების გამოსავლენად არცთუ იშვიათად ფოტოფინიში სჭირდებოდა. ცხადია, 1000 მეტრზე ამას ვერ იტყვი.

- ამ დისტანციაზე მომავალშიც თუ იასპარეზებთ მნიშვნელოვან შეჯიბრებებში?

- რა თქმა უნდა - შანსს ხელიდან არ გავუშვებ, რომ 200 მეტრზე მნიშვნელოვანი ტურნირების კვარცხლბეკზე კვლავაც ავიდე.

- 1000 მეტრზე პაექრობებისთვის მზადებას როდის დაიწყებთ?

- როგორც გითხარით, ცოტას დავისვენებ და მერე 1000 მეტრზე მომზადებას შევუდგები. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გაისადვე შედეგი დავდო.

- სპრინტისგან განსხვავებით, სტაიერულ დისტანციას, ალბათ, განსხვავებული ვარჯიში დასჭირდება...

- ჩემს შემთხვევაში, 1000 მეტრზე წარმატების მისაღწევად მხოლოდ გამძლეობა მექნება გასაძლიერებელი.

- დაჯილდოების წინ კოზირს ესაუბრეთ. რა უთხარით ერთმანეთს?

- მე და არტსიომს, მეტოქეობის მიუხედავად, რამდენიმე წელიწადია, მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს. ახლაც ამ ჩემპიონატისთვის ერთად ვემზადებოდით ბრესტში. ფინიშის შემდეგ ერთმანეთს წარმატება მივულოცეთ. მოვუყევით, თუ როგორ ვაკონტროლებდით ერთურთს დისტანციაზე ასპარეზობისას.

დაჯილდოებამ რომ ჩაიარა, კოზირს ვკითხე, ჩეხური ლუდი ხომ არ დავაგემოვნოთ-მეთქი. მაშინვე დამეთანხმა, ოღონდ, მე გპატიჟებო, მითხრა. სხვა დროს იშვიათად, მაგრამ საქართველოშიც დამილევია ჩეხური ლუდი, მაგრამ იქაური მაინც სხვაა - შედარება არ შეიძლება.

- ბელორუსს ისეთი აღნაგობა აქვს, ლუდის სმაში გაჯობებდათ...

- არა, არ შევჯიბრებივართ. მხოლოდ თითო კათხას გავუსინჯეთ გემო.

- შინ რომ დაბრუნდებით, პირველი რას იზამთ?

- ცხადია, მცხეთაში ახლობლებთან ერთად აღვნიშნავ წარმატებას, ჩემს დაყენებულ ღვინოში ვერცხლის მედალს "ვაბანავებ" და ვიცე-ჩემპიონობას ისე დავლოცავ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kix
ვულოცავ ნაღდ ქართველს და წარმატებულ სპორტსმენს! კიდევ ბევრჯერ გაიმარჯვე და გაგვახარე!
ვანო
გილოცავ ზაზა! წარმატებები.
გაიოზი
გაიხარე ზაზა, კიდევ ბევრ წარმატებებს გისურვებ, უფალი გფარავდეს.
გიორგი
ვულოცავ ზაზას!ბევრს მიაღწევს. სტატიის ავტორს თუ წერთ სახელს სწორედ დაწერეთ არტიომი.
სერჰი იემელიანოვი პარაკაიაკით ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონია
გია გაბედავა 23 წლამდე კანოეისტთა ევროპის ჩემპიონატიდან ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა
ზაზა ნადირაძემ მესამე ევროპულ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
თსუ-მ ბლექ ფორტრესიც დაამარცხა და სუპერლიგაში ლიდერობს
ფევაძის საუკეთესო მატჩი და კორსანტიას ზედიზედ მე-4 გამარჯვება ესპანეთის Primera Feb-ში
მამუკელაშვილის საუკეთესო მატჩი "ლეიკერსში": სანდრომ წინასასეზონო ეტაპი ბრწყინვალედ დაასრულა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?
"ნიჭი არ მაქვს, უბრალოდ ამით შეპყრობილი ვარ" - კონორ მაკგრეგორი
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-3 დინამო (ბთ). კიდევ ერთი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
[VIDEO] კვარაცხელიას 63 წუთი - პსჟ-მ "სტრასბურგს" თამაში შემოუტრიალა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" "ელჩეს" ვერ მოუგო
[VIDEO] ბარკოლას კურიოზული აცილება და მუნიოსის ეფექტური გოლი - "ლივერპულმა" კაცნაკლულ "ბრენტფორდს" თამაში შემოუტრიალა
"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-0 მეშახტე. რამდენიც საჭირო იყო...
[VIDEO] აბუაშვილმა გაიტანა - "მეცმა" "სოშოს" მოუგო
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ვოლფსბურგთან" წააგო
"ბრენტფორდთან" მატჩში ირაოლამ სასტარტოში მაინც ალისონი დააყენა
"გული ძალიან მატკინეს" - ერერამ "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
ბასილაშვილმა იაპონელი მეტოქის ბარიერი ადვილად დაძლია და ალმათის ტურნირის კვალიფიკაციის ფინალშია
"ახლა ჩემი პრიორიტეტი მეუღლე და შვილებია" - კარვახალმა "ხეტაფეში" გადასვლის მიზეზი განმარტა
"ვაპირებ, თავი მოვაგლიჯო და სხეული დავულეწო, სახეს გავუნაყავ!" - დვალიშვილი იანთან მომავალ დაპირისპირებაზე
ზაზა ნადირაძემ მსოფლიო თასის სპრინტზე მე-3 ადგილი დაიკავა
საბოლოო უარი "ბარსას", პსჟ-ს ნეიმარის "რეალისთვის" მიყიდვა სურს - 22 აგვისტოს დაიჯესტი
მინსკი 2019: ქართველი ნიჩბოსნები უმედლოდ დარჩნენ
კაიაკი და კანოე: ნადირაძე და ყაველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან
"ბარსელონას" ბოლო მცდელობა ნეიმარის შესაძენად - 25 აგვისტოს დაიჯესტი
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 27 ივნისის განრიგი