"ჩელსის" ახალი შენაძენი: კილიან... აზარი
13:21. "მილანი" ახლოს არის სუსოსთან კონტრაქტის გასაგრძელებლად. ესპანელმა სერია A-ს პირველ ორ ტურში ორი გოლი და ორი საგოლე პასი მიითვალა.

13:28. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჰოლანდიელი მცველი გრეგორი ვან დერ ვილი "ფენერბაჰჩედან" "კალიარიში" გადავიდა. ტრანსფერის თანხა და სხვა დეტალები უცნობია.

13:41. "მალაგას" ოფიციალური ვებგვერდი წერს, რომ "ბორდომ" ესპანურ კლუბში გაუშვა ურუგვაელი დიეგო როლანი.

13:48. კვლავ გაჩნდა ინფორმაცია "იუვენტუსის" მხრიდან "რომას" ნახევარმცველ კევინ სტროტმანით დაინტერესებაზე.

13:57. ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენს "ჩელსიზე" მეტად "ლივერპულში" გადასვლა ურჩევნია. Sky Sports-ს ეჭვი არ ეპარება, რომ ნახევარმცველი სულ მალე დატოვებს "არსენალს".

14:11. "მონაკომ", შესაძლოა, ტომ ლემარიც დაკარგოს. "ლივერპული" მზად არის ამ ფეხბურთელში 70 მილიონი ევრო გადაიხადოს. მონაკოელებმა წინა ორი წინადადება უარყვეს. ვნახოთ, რა იქნება მესამის შემთხვევაში.

14:19. გაზეთი The Sun-ი წერს, რომ "ბარსელონა" კიდევ ორ ფეხბურთელს გაიფორმებს სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე - ფილიპე კოუტინიოსა და ანხელ დი მარიას. ინგლისელებმა ეს ინფორმაცია "ბარსას" დირექტორ რობერტ ფერნანდესზე დაყრდნობით გაავრცელეს.

14:34. Sky Italia ირწმუნება, რომ "იუვენტუსი" "შალკედან" შეიძენს ბენედიქტ ჰიოვედესს. ჯერ იქნება იჯარა 3.5 მილიონად და შემდეგ გამოსყიდვა - 11.5 მილიონად. კონტრაქტის გაფორმება ოთხშაბათისთვის არის დაგეგმილი. ამ ტრანსფერის შემდეგ კვადვო ასამოა ტურინიდან "გალათასარაიში" გაემგზავრება.

14:39. ალესანდრო მატრი მზად არის სერია B-ში დაეშვას. 33 წლის იტალიელი მოლაპარაკებებს აწარმოებს "პარმასთან", რომელიც ორი სეზონის წინ გაკოტრდა და ახლა სიძლიერით მეორე დივიზიონში დაბრუნდა. მატრიმ შარშან "სასუოლოს" შემადგენლობაში 8 გოლი გაიტანა.

14:46. "არსენალში" გამოაცხადეს, რომ ალექსის სანჩესის ტრანსფერზე წინადადება არ ყოფილა და ჩილელი 100 პროცენტით დარჩება თავის ამჟამინდელ კლუბში.

14:52. მოულოდნელი ინფორმაცია 90min.com-სგან: ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედში" არიენ რობენის ხილვა სურს.

15:00. "ლესტერის" ფორვარდი ჯეიმი ვარდი "ევერტონის" პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნე გახდა. ლივერპულელებს რომელუ ლუკაკუს წასვლის შემდეგ აღარ ჰყავთ კლასიკური ცენტრალური ფორვარდი. ვარდი ასევე აინტერესებს "ჩელსის", რომელიც დიეგო კოშტას შემცვლელს ეძებს.

15:07. "ლიონმა" შეიძინა პაპე შეიხ დიოპი "მალაგადან". კონტრაქტი ხუთწლიანია, სატრანსფერო თანხა 10 მილიონს შეადგენს.

15:28. "ბაიერნმა" მოუგო ბრძოლა "არსენალს", "მანჩესეტერ იუნაიტედს", "ჩელსისა" და "ევერტონს" "ფეიენოორდის" 17 წლის ფეხბურთელ ჯოშუა ზირკზისთვის, - წერს გაზეთი The Sun-ი.

15:36. "ლაციოს" შემტევი ბალდე კეიტა ახლოს არის "მონაკოში" გადასვლასთან, - იტყობინება იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო. ტრანსფერის თანხა ყოველგვარი ბონუსის გარეშე 30 მილიონი ევროა.

16:00. "მანჩესტერ სიტის" ალექსის სანჩესის გადაბირება სურს და მზად არის გარიგებაში ჩართოს რაჰიმ სტერლინგი. ეს ინფორმაცია ESPN-ს ეკუთვნის.

16:17. ემრე მორი ვიგოში ჩავიდა, რათა ხელი მოაწეროს "სელტასთან" კონტრაქტს, - იტყობინება Marca. ახალგაზრდა თურქი ესპანელებს 13 მილიონი ევრო უჯდებათ. ამ თანხას ემრეს ყოფილი გუნდი "დორტმუნდი" მიიღებს.

16:29. Daily Mirror-ი "ჩელსიში" უშვებს "დორტმუნდის" მცველ ნევენ სუბოტიჩს.

16:44. "ჩელსი" ახლოსაა ორ ტრანსფერთან, რომელთა საერთო თანხაა 80.6 მილიონი ევრო. ლაპარაკია დანიელ დრინკუოტერსა და ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენზე. თუმცა, გავიმეორებთ, რომ ამ ფეხბურთელებს დიდად "ჩელსში" გადასვლა არ უნდათ.

16:51. "ლივერპულის" მესამე წინადადება. მერსისაიდელები ლემარისთვის 80 მილიონ ევროს იხდიან და დივოკ ორიჯისაც ამატებენ.

17:12. "მონაკოს" ჯერ არ გაუშვია კილიან მბაპე და უკვე უპოვა მას შემცვლელი. საფრანგეთის ჩემპიონმა 11 მილიონად შეიძინა "ინტერიდან" სტევან იოვეტიჩი და მასთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. იოვეტიჩს მე-10 ნომერი მისცეს.

17:28. "მილანის" მცველმა გაბრიელ პალეტამ პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა "ლაციოსთან". ახლა კლუბებმა ტრანსფერზე უნდა მოილაპარაკონ.

18:14. "სამპდორიამ" "რომაში" გაყიდა პატრიკ შიკი და ახლა მის შემცვლელს ეძებს. კანდიდატი ორია: მუნირ ელ-ჰადადი "ბარსელონადან" და დუვან საპატა "ნაპოლიდან".

18:20. "ლესტერი" დაინტერესებულია "პარი სენ-ჟერმენის" ნახევარმცველ გჟეგოჟ კრიხოვიაკით, რომელსაც არ აეწყო კარიერა პარიზულ კლუბში.

18:34. "ვალენსიამ" დაბლოკა ესეკილ გარაის ტრანსფერი ნებისმიერ კლუბში. ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ არგენტინელი მთავარი ფიგურაა დაცვის ცენტრში.

18:42. მადრიდის "ატლეტიკომ" მაინც შეიძინა დიეგო კოშტა "ჩელსიდან". AS-ის ინფორმაციით, მადრიდელებმა 34 მილიონი ევრო გადაიხადეს და მალე წარადგენენ ფორვარდს. თუმცა, დიეგო იანვრამდე ვერ ითამაშებს "ატლეტიკოს" რიგებში სატრანსფერო დისკვალიფიკაციის გამო.

18:51. "არსენალმა" "ბრაიტონს" შესთავაზა მატიო დებუში. ლონდონელებს იმედი აქვთ, რომ 32 წლის ფრანგს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მოიშორებენ.

18:58. "ლივერპული" აკვირდება მადრიდის "რეალის" ხორვატი ნახევარმცველის, მატეო კოვაჩიჩის სიტუაციას. თუმცა კონკრეტულ წინადადებამდე საქმე ჯერ არ მისულა.

19:10. "ნიუკასლი" მალე ახალი ტრანსფერის შესახებ გამოაცხადებს. ლაპარაკია ისლანდიელ ვიდარ ორნ კიარტანსონზე, რომელიც თელ-ავივის "მაკაბიში" თამაშობს. ტრანსფერის პოტენციური ოდენობაა 8.6 მილიონი ევრო.

19:46. "მონაკომ" შეიძინა სტევან იოვეტიჩი, თითქმის მიაღწია შეთანხმებას "ლაციოსთან" ბალდე კეიტასთან დაკავშირებით, ახლა კი La Stampa-ს ინფორმაციით, ბელოტის ჯერი დადგა. "ტორინოს" ფორვარდის შეძენა "ჩელსისა" და "მილანს" სურდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. "მონაკო" გამოასწორებს ამ სიტუაციას 80 მილიონი ევროთი.

19:55. ოფიციალურად! ემრე მორი "სელტას" ფეხბურთელი გახდა.

20:11. "იუვენტუსმა" შეთანხმებას მიაღწია "ლივერპულთან" ემრე ჩანის ტრანსფერის თაობაზე, - წერს Gazzetta dello Sport-ი. გერმანელი "ბებერ ქალბატონს" მომავალი წლის ზაფხულში შეუერთდება, როცა ამოიწურება კონტრაქტი ინგლისურ კლუბთან.

20:19. "ჩელსიმ" უნგრეთის "უიპეშტიდან" იყიდა აზარი. ეს არის ედენის ძმა, ოღონდ არა ტორგანი, არამედ კილიანი. მისი ამპლუა შემტევი ნახევარმცველია.

20:26. პატრიკ შიკი "რომაში" მე-14 ნომრით ითამაშებს.

20:34. გაბრიელ ბარბოზა "ინტერიდან" "ბენფიკაში" გადავა, ოღონდ ეს ტრანსფერი იმ შემთხვევაში შედგება, თუ "ბენფიკადან" "ვესტ ჰემში" წავა მექსიკელი რაულ ხიმენესი. ამგვარი სქემის შესახებ talkSPORT-ი წერს.

20:46. "არსენალმა" "მანჩესტერ სიტის" ალექსის სანჩესის სანაცვლოდ არა რაჰიმ სტერლინგი, არამედ სერხიო აგუერო მოთხოვა.

20:56. "ვესტ ბრომვიჩმა" ბოლო მომენტში დაასწრო "უოტფორდს" კირან გიბზის შეძენა. "არსენალის" მცველის სამედიცინო შემოწმება დღეს არის დაგეგმილი. 27 წლის ფეხბურთელი "ვესტ ბრომვიჩს" 7.5 მილიონი ევრო დაუჯდება.

21:03. გაზეთ L'Equipe-ის ინფორმაციით, "სელტიკის" ფორვარდი მუსა დემბელე "მარსელს" სჭირდება. სხვა დეტალი ცნობილი არ არის.

21:10. შკოდრან მუსტაფის "ინტერში" წასვლა სურს, მაგრამ ლივერპულური სირცხვილის შემდეგ "არსენალი" არ აპირებს გერმანელის გაშვებას.

21:17. "ნიუკასლმა" შეათანხმა "ნორვიჩთან" გრანტ ჰენლის ტრანსფერი. მცველი მალე გაივლის სამედიცინო შემოწმებას.

21:44. "ბარსელონა" გაყიდის მცველ მარლონს "ნიცაში". ჯერ იქნება ორწლიანი იჯარა, შემდეგ გამოსყიდვა 20 მილიონ ევროდ.

21:48. ლეონარდო პავოლეტი "ნაპოლიდან" კალიარიში" მიდის, - წერს Football Italia. ფორვარდი 12 მილიონ ევროდ იცვლის კლუბს. ერთი წლით ადრე ლეონარდო "ჯენოადან" შეიძინეს, სადაც თავდამსხმელმა 34 მატჩში 17 გოლი გაიტანა, მაგრამ ნეაპოლში წააგო კონკურენცია მერტენსთან და მილიკთან.

21:53. დაბოლოს, საფრანგეთის ნაკრების შეკრებაზე მყოფი მბაპე სამედიცინო შემოწმებას გადის "პარი სენ-ჟერმენისთვის", - წერს BBC Sport-ი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ალვარესი "ბარსელონაში"? არგენტინელს ლევანდოვსკის შემცვლელად განიხილავენ
AS: 2024 წლის ზაფხულში "რეალი" ალფონსო დევისის შესაძენად ყველაფერს გააკეთებს
"ბარსელონა" და "რეალი" სანეს დამატებით დაინტერესდნენ - ფეხბურთელი გადაწყვეტილებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარამდე მიიღებს
[VIDEO] ხვიჩას დიდებული გოლი - პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ ატალანტას 2:0 ამარცხებს
"ატალანტასთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
WU17 | საქართველო 2:4 საბერძნეთი
კარგი ამბავი - ხვიჩა კვარაცხელია "ატალანტასთან" მატჩის განაცხადშია
ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
[VIDEO] "ჩვენს მოქალაქეებს ბოდიშს ვუხდი" - თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა აეროპორტში ცრემლები ვერ შეიკავა
[VIDEOS] ჩემპიონთა ლიგამ სტარტი აიღო - "არსენალმა" და "იუნიონმა" გაიმარჯვეს
"ტოტენჰემთან" მატჩში "ვილიარეალის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ ისაუბრა - მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებაა
ზივზივაძე მკაცრად დასაჯეს - ერთი თვე უქმობა მოუწევს
7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით
ყველაფერს ითვლიან - მესი და რონალდო ერთმანეთს გაფუჭებულ პენალტებშიც მიუახლოვდნენ
"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი
"ერთადერთია, ვინც "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა მისი გუნდიდან Golden Ball-ის ფავორიტი დაასახელა
ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს
გვარდიოლამ მისთვის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი დაასახელა
ამორიმი პრემიერ ლიგაში დათხოვნის პირველი კანდიდატია და პორტუგალიაში დაბრუნების ვარიანტიც გამოუჩნდა
უჩივლა თუ არა "ორბიმ" "პარი ნიჟნი ნოვგოროდს" - ბედოშვილის ტრანსფერიდან 1 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ რუსული კლუბის წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა
"ბურთები ძალიან მიყვარს" - პორნომსახიობი, რომელიც ამბობს, რომ ღამეში 1000-ზე მეტ მამაკაცთან ეძინა, "რეინჯერსის" თამაშს დაესწრო და მიზეზიც ახსნა
"ეს ამიტომ გავაკეთე და ამას მომავალშიც ვიზამ" - ენრიკემ ახსნა, რატომ იყო პსჟ-ის ბოლო მატჩის პირველ ტაიმში პრეს-ლოჟაში
კილიან აზარი "ჩელსიში" თავის ძმასთან, ედენთან ერთად ითამაშებს
ტრანსფერ-ONLINE: 3 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები
ყველაზე, ყველაზე: ევრო 2016-ის რეკორდსმენები
ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: მესის 500, 16 და 4 376
"იუვენტუსმა" "აიაქსთან" მატჩის განაცხადი გამოაქვეყნა - რონალდო ითამაშებს, კიელინი - არა
"გაპარსავს" შიკი ინგლისს? - ფეხბურთელი ოპტიმისტობს
ემრე ჩანი შესაძლოა "ლივერპულის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდეს
ცნობილი ფეხბურთელები, რომლებიც ზაფხულში თავისუფალი აგენტები გახდებიან
ტალანტები, რომლებიც "დორტმუნდმა" დაიმატა
მამარდაშვილის მორიგი ბრწყინვალე მოგერიება და დამწუხრებული პატრიკ შიკი [VIDEO]
ტურინის "იუვენტუსის" სიახლეები: გატეხილი გული და "ბებერი ქალბატონი"
ემრე ჩანი ტურინში ჩაფრინდა და დღეს "იუვენტუსის" ფეხბურთელი გახდება
შიკი: მეტოქეს ვაჯობეთ, საქართველოს ნაკრები მამარდაშვილმა გადაარჩინა
დღის სუპერგოგონა: პსჟ-ის მცველის მადისაღმძვრელი შეყვარებული [VIDEO+PHOTO]
ემრე ჩანი "იუვენტუსის" ფეხბურთელი გახდა
"პარი სენ-ჟერმენს" თავი ქუდში აქვს
რიად მაჰრეზისთვის ბრძოლაში "რომა" "ინტერმა" შეცვალა
"პარი სენ-ჟერმენი": ზლატანს პოკერის თამაშიც სცოდნია
ჰოლანდიის ნაკრებს გრეგორი ვან დერ ვილი გამოაკლდა
ტრანსფერის მოლოდინი: რევოლუციური შენაძენი "ფიორენტინასთვის"!
ემრე ჩანმა შესაძლოა "ლივერპულის" მაისურით საერთოდ აღარ ითამაშოს