ჯოვინკოს აგენტისთვის ტორონტოს შემტევის იგნორირება დიდი უსამართლობაა
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯამპიერო ვენტურამ ესპანეთსა და ისრაელთან მოახლოებულ მატჩებზე ილაპარაკა. რა თქმა უნდა, მან მეტი ყურადღება დაუთმო "ფურია როხასთან" გასამართავ გასვლით შეხვედრას.

"ახლა სატრანსფერო ფანჯარა ღიაა, მაგრამ მალე ის დაიხურება და მთელი ყურადღება გადავა სანაკრებო ფეხბურთზე. როგორ შევაფასებ ინზინიეს კონდიციებს? მან დიდებულად ითამაშა "ნაპოლიში", ყველაფერი გააკეთა გუნდის წარმატებისათვის...

ჩვენ ღიად ვითამაშებთ ესპანეთის წინააღმდეგ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს მატჩი მოვიგოთ. თუ იტალიამ ესპანეთში ბოლოს 70 წლის წინ მოიგო, მაშინ ეს პრობლემაა, მაგრამ ჩვენ მინდორზე გამარჯვების რწმენით სავსენი გავალთ და ვეცდებით, 3 ქულა ჩავიწეროთ აქტივში. თუ ეს მოვახერხეთ, მაშინ ვიტყვი, რომ დიდი, რაღაც განსაკუთრებული გავაკეთეთ. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ისრაელთან შეხვედრა გველის ამის შემდეგ და სასწორზე იქაც 3 ქულა დევს, რომელიც ძალიან გვჭირდება...

რაც შეეხება ტაქტიკას, ჩვენ რამდენიმე ვარიანტზე ვმუშაობთ და სიტუაციის მიხედვით გამოვიყენებთ...

ვერატი ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. მას შეუძლია თამაში როგორც საყრდენის, ისე "ათიანის" პოზიციაზე და ამას ის ამტკიცებს "პარი სენ ჟერმენში". ბელოტი? ის დაბადებულია თავდამსხმელად. მან რაღაც კომპონენტები უნდა გააუმჯობესოს, მაგრამ უდიდესი ტალანტია. იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში მან დიდებული გოლი შეაგდო...

ვიდეოგამეორება? მას ჯერ კიდევ სჭირდება დრო სრულყოფისთვის", - თქვა ვენტურამ.

აგენტი: ეს აბსურდია! სად არის ჯოვინკო?

ჯამპიერო ვენტურას მიერ ესპანეთსა და ისრაელთან მატჩებისთვის დასახელებულ შემადგენლობაში არ არის "ტორონტოს" ფორვარდი სებასტიან ჯოვინკო. ვენტურას არჩევანს ფეხბურთელის აგენტის, ანდრეა დ'ამიკოს მძაფრი გამოხმაურება მოჰყვა.

"ჩემი აზრით, ნამდვილი აბსურდია ის, რომ ჯოვინკო არ არის გამოძახებული იტალიის ნაკრებში. ვინც ბოლო დროს მის თამაშს ადევნებს თვალს, უნდა იცოდეს, რომ 60-ზე მეტი გოლი გაიტანა. ჩემი აზრით, უბრალოდ, სირცხვილი და უსამართლობაა, რომ დღეს ის იტალიის ნაკრებში არ არის.

დიახ, უსამართლობაა, როცა შენ მზად ხარ, დაეხმარო შენ ქვეყანას და ამის საშუალება არ გეძლევა... პარადოქსია, მაგრამ ფაქტია - იტალიის ნაკრებში მიწვევა მიიღეს იმ ფეხბურთელებმა, რომლებიც იტალიურ კლუბებში სათადარიგოთა სკამზე სხედან და სათამაშო პრაქტიკა აკლიათ. ასეთ დროს კი ჯოვინკოს შანსი არ ეძლევა. არადა, მან ნებისმიერი სიტუაციიდან იცის გოლის გატანა", - აღშფოთებას ვერ მალავს პატივცემული დ'ამიკო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
[VIDEO] ოლისეს და დუეს შოუ. საფრანგეთმა ბელგიას საოცარი თამაში შემოუტრიალა - იტალიამ თურქეთს მოუგო
[VIDEO] იტალიის საშველი არ არის - ბელგიამ მოუგო და გოდტსმაც გაიტანა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
[VIDEOS] ოლისემ საფრანგეთს ბელგიასთან მოაგებინა - იტალიამ თურქეთი გაანადგურა