როგორია ვინჩენცო მონტელას ახალი გუნდი
"მილანი" პირველ ნაბიჯებს დგამს ძველი დიდების დაბრუნებისკენ. ამ ზაფხულს მსოფლიოში ძნელად მოიძებნება ისეთი გუნდი, რომელიც სატრანსფერო აქტიურობით "როსონერის" გაეჯიბრება. დღევანდელი ჩვენი წერილი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კლუბში განხორციელებულ ტრანსფერებს ეხება...

ანტონიო დონარუმა

დიახ, თქვენ არ შემცდარხართ. ანტონიო დონარუმა ჯანლუიჯი დონარუმას 27 წლის ძმაა. ის ბერძნული "ასტერასიდან" გადავიდა იტალიურ გრანდში. ეს ტრანსფერი ნამდვილად არ შედგებოდა, უმცროს დონარუმას დიდი ბჭობისა და დავიდარაბის შემდეგ კლუბთან კონტრაქტი რომ არ გაეგრძელებინა.

მატეო მუსაკიო

არგენტინელ მცველს "მილანში" სერიოზული კონკურენციის დაძლევა მოუწევს. ამ შემთხვევაში საუბარი არ არის ლეონარდო ბონუჩიზე. წარმოუდგენელია, ის სათადარიგოთა შორის დარჩეს. მას სასტარტო თერთმეტეულში ალესიო რომანიოლის შევიწროებაც გაუჭირდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მატეო მუსაკიოს ტრავმა შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას არ აძლევდა. პრიმერას ბოლო სეზონში მან "ვილიარეალის" შემადგენლობაში 23 შეხვედრა ჩაატარა და ეს საერთო ფონზე ძალიან კარგი მაჩვენებელი იყო. სამხრეთამერიკელი მცველი "მილანს" 18 მილიონი ევრო დაუჯდა.

ლეონარდო ბონუჩი

"მილანის" ხელმძღვანელები ამ ტრანსფერით ამაყობენ და მიიჩნევენ, რომ მათ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მცველის გადაბირება შეძლეს და არ შეიძლება, არ დაეთანხმო. იტალიის ნაკრები იქნება თუ მისი ყოფილი კლუბი "იუვენტუსი", ბონუჩის როლი ყველგან თვალსაჩინოა. დღევანდელ ფეხბურთში მხოლოდ ერთეულ მცველებს შეუძლიათ შეტევის დაწყება ისე, როგორც - მას. "მილანში" მას ახალ დონეზე შეუძლია გასვლა, რადგან ის ამ გუნდის დაცვის უდავო ლიდერი უნდა გახდეს, ამის ფუფუნება კი "იუვენტუსში" არ ჰქონდა.

რიკარდო როდრიგესი

არცთუ დიდი ხნის წინ, როცა "ვოლფსბურგი" გერმანული ტიტულებისთვის იბრძოდა, რიკარდო როდრიგესი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლებოდა. მასზე ჯერ კიდევ მაშინ ალაპარაკდნენ, როცა 18 წლის იყო, 20 წლისა კი უკვე "მგლების" ერთ-ერთ ლიდერად ითვლებოდა. ბოლო სეზონებში როდრიგესმა აშკარად მოუკლო, მაგრამ ამას მხოლოდ ფეხბურთელს ვერ დავაბრალებთ. უნდა ვიფიქროთ, რომ მასზე უარყოფითი გავლენა იქონია გუნდის თამაშის ხარისხის ვარდნამ. როდრიგესს შეუძლია, ისევ მოუმატოს "მილანში". მისი შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელის სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო ბევრი არ არის.

ანდრეა კონტი

23 წლის ფეხბურთელი "ატალანტას" შემადგენლობაში ნამდვილ აღმოჩენად იქცა. საგოლე გადაცემებს რომ თავი დავანებოთ, გასულ სეზონში მან მოწინააღმდეგეთა კარი 13-ჯერ აიღო. "მილანმა" 28 მილიონი გადაიხადა ფეხბურთელის სანაცვლოდ, რომელმაც უკვე ითამაშა იტალიის ყველა ნაკრებში. ანდრეა კონტი ულაპარაკოდ მზადაა, წარმატებით ითამაშოს "როსონერის" ძირითად შემადგენლობაში.

ფრანკ კესი

კლასიკური ნიმუში კლასიანი ნახევარმცველისა. "ატალანტას" კიდევ ერთი ლიდერი, რომელიც "მილანში" საკვანძო ფეხბურთელი უნდა გახდეს. ბერგამოულ კლუბში პასუხისმგებელი იყო როგორც შექმნაზე, ისე ჩაშლაზე და თითქმის ყველა მაჩვენებლით ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ გუნდში. კესი ძალიან ძლიერია ფიზიკურად. მისი მთავარი ღირსება სტაბილურობაა. საინტერესოა, რომ კოტდივუარელი ფეხბურთელი თანაბარი წარმატებით თამაშობს ორივე ფეხით. "მილანმა" ის 8 მილიონ ევროდ აიყვანა ორწლიანი იჯარით.

ლუკას ბილია

"ლაციოს" 31 წლის აწ უკვე ყოფილი კაპიტანი უფრო ახლოს თამაშობს დაცვასთან, ვიდრე - კესი. მას ნებისმიერი პრესინგის წინააღმდეგ წარმატებით შეუძლია თამაში. რომაულ კლუბში ყოფნისას შესანიშნავი იყო პარტნიორების დაზღვევისას. მისი მთავარი კოზირი ის უდიდესი გამოცდილებაა, რომელიც წლების განმავლობაში იტალიური ფეხბურთის ელიტაში დააგროვა. მას შეტევაშიც შეუძლია კარგად თამაში, გამოარჩევს პასის აკურატულობა და შორეული დარტყმები.

ჰაკან ჩალჰანოღლუ

ზამთარში ფიფამ დისკვალიფიკაციით დასაჯა თურქი 2011 წელს სატრანსფერო ვალდებულებების დარღვევის გამო, მაგრამ მანამდე "ლევერკუზენის" შემადგენლობაში 15 შეხვედრაში 11 გოლის გატანა და საგოლე გადაცემების გაკეთება მოასწრო. თუ მის რთულ ხასიათს არ ჩავთვლით, შესანიშნავი მასალაა - დიდებულად ურტყამს ჯარიმებს და დაჯილდოებულია პასის მაღალი კულტურით.

ანდრე სილვა

პორტუგალიური კონვეიერის კიდევ ერთი პროდუქტი. ის განსაკუთრებით სახიფათოა საჯარიმოს მისადგომებთან, საიდანაც ძალიან ხშირად გააქვს ხოლმე. "მილანი" მისთვის სერიოზული შანსია.

ფაბიო ბორინი

ძალიან რთული ასახსნელია, რატომ ინათხოვრა "მილანმა" "სანდერლენდიდან" ეს ფეხბურთელი. ახსნა მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს: ყველა სატრანსფერო კამპანიას, რაოდენ კარგადაც უნდა იყოს ის წარმართული, აქვს თავისი სუსტი მხარეც. შეიძლება ფაბიო ბორინი "მილანს" იმიტომ სჭირდება, რომ ბოლო სეზონში შეტევის ოთხივე პოზიციაზე ითამაშა.

ნიკოლა კალინიჩი

რა თქმა უნდა, ხორვატი კარგი ფორვარდია, მაგრამ ასეთ სატრანსფერო კამპანიას, ალბათ, უკეთესი გვირგვინი მოუხდებოდა. ვგულისხმობთ სუპერთავდამსხმელის ყიდვას. ნიკოლა კალინიჩი სეზონში თავის გოლების ნორმას აუცილებლად შეასრულებს.

მთავარი ისაა, იქნება თუ არა მისი კლასი საკმარისი უმაღლესი მიზნების გადასაჭრელად. ნიკოლას ხომ გრანდში აქამდე არასოდეს უთამაშია. თამაშის სტილით ეს რბილი და ტექნიკური ფორვარდი "როსონერის", წესით, აუცილებლად უნდა მოუხდეს. დანარჩენი კი მასზე და მის პარტნიორებზეა დამოკიდებული. ნებისმიერ ფორვარდს ხომ მათგან განსაკუთრებული ხელშეწყობა სჭირდება...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
კვლავ სერია A-ში - დანიელ მალდინი "კალიარის" ღირსებას დაიცავს
ნუთუ ფლიკის გემოვნებაში ჯდება? - "ბარსელონა" ნკუნკუს შეძენის შესაძლებლობას სწავლობს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
"როდესაც "მილანში" მუშაობ, ტიტულისთვის უნდა იბრძოლო" - ამორიმმა "როსონერის" ფანები დააიმედა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს