ლიპი "იუვენტუსს" კვლავ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ხედავს
უკვე კარგა ხანია, მარჩელო ლიპი ჩინეთში მუშაობს და იქაურ მილიონებს ირგებს. ლიპი ის კაცია, ვინც იტალიის ეროვნულ ნაკრებს 2006 წლის მუნდიალი, "იუვენტუსს" ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. აქედან გამომდინარე, მისი ნააზრევის გაცნობა ყოველთვის ძალიან საინტერესოა.

იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის უმნიშვნელოვანესი შეხვედრისთვის ემზადება, რომელშიც მისი მეტოქე ესპანეთის ეროვნული გუნდი იქნება. ლიპიმ ამ მატჩის შესახებ ილაპარაკა და არც სხვა საინტერესო საკითხები დაუტოვებია ყურადღების მიღმა...

- შეუძლია თუ არა იტალიის ნაკრებს ესპანეთის უპირველესი გუნდის დამარცხება?

- რა თქმა უნდა, ეს არ არის შეუძლებელი, მაგრამ ძალიან რთული ამოცანაა. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იტალიაში ახლა ფეხბურთი წინ მიდის. გამოჩნდნენ ნიჭიერი, ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებმაც ეროვნულ გუნდში ახალი სტიმული შეიტანეს. გარდა ამისა, ესპანეთის ნაკრებზე მსჯელობისას გვერდს ვერ ავუვლით იმ მცირე კრიზისს, რომელშიც იმყოფება ამ დროისთვის "ბარსელონა". წლების განმავლობაში ესპანეთის ნაკრები დიდ შევსებას იღებდა კატალონიური კლუბისგან. არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ შარშან, ევროპის ჩემპიონატზე, იტალიამ უკვე მოახერხა პრინციპული მოწინააღმდეგის ძლევა.

- როგორ შეაფასებდით იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ჯამპიერო ვენტურას მუშაობას?

- პირველ რიგში, მე ვაფასებ მის გამბედაობას და სიმამაცეს. ის ყველანაირად ცდილობს, გზა გაუხსნას ახალგაზრდა, ნიჭიერ ფეხბურთელებს. როცა მწვრთნელი ამას აკეთებს, ეს ნებისმიერ შემთხვევაში დასაფასებელია. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ დასრულდება ესპანეთთან შეხვედრა. მე მჯერა, რომ იტალიის ნაკრები უთუოდ მოიპოვებს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს და მომავალ მუნდიალზე "სკუადრა აძურას" ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის რანგში ვიხილავთ.

- ახალგაზრდა იტალიელი ფეხბურთელებიდან ვის გამოარჩევდით?

- ახალგაზრდულ ნაკრებში ბევრი საინტერესო ფეხბურთელია - ბერნარდესკი, დონარუმა, პელეგრინი... მინდა, აღვნიშნო "ატალანტას" ფეხბურთელები. მართალია, მათ გუნდები შეიცვალეს, მაგრამ სხვადასხვა კლუბის ძირითად შემადგენლობაში მაინც თამაშობენ. მინდა, ახალგაზრდა მოთამაშეებს წარმატება ვუსურვო. ისინი ჩვენი ფეხბურთის ხვალინდელი დღეა.

- ვილაპარაკოთ ჩემპიონთა ლიგაზეც. გჯერათ, რომ იტალიური კლუბები წარმატებით ითამაშებენ?

- "იუვენტუსი" "ბარსელონასთან" ერთად მოახერხებს ჯგუფური ბარიერის დაძლევას. მიმაჩნია, რომ ჯგუფის მოგების მშვენიერი შანსი აქვს "ნაპოლისაც". რაც შეეხება "რომას", მას ძალიან გაუჭირდება. ისინი ჯგუფში "ჩელსისა" და "ატლეტიკოსთან" ერთად არიან. დამეთანხმებით, ამ გუნდებთან ჭიდილი ძალიან ძნელია.

- თქვენი აზრით, რატომ გადავიდა ბონუჩი "მილანში"?

- ვფიქრობ, რაღაც ისეთი მოხდა ფეხბურთელსა და კლუბს შორის, რაც ჩვენთვის უცნობია.

- შესაძლებლად მიიჩნევთ "იუვენტუსის" შედარებით სუსტ ასპარეზობას მიმდინარე სეზონში?

- "იუვენტუსი" მაინც სრულყოფილ გუნდად წარმომიდგენია. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აქვეა "ნაპოლი". ეს გუნდი ძალიან ტექნიკურ, შემტევ და სწრაფ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას. ჩემი აზრით, "ნაპოლი" ბოლომდე გაუწევს კონკურენციას "იუვეს".

- უკანასკნელად, "ბებერმა ქალბატონმა" 1996 წელს მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ბოლო სამ სეზონში კი ორ ფინალში იწვნია მარცხი. ეს რითი უნდა ავხსნათ?

- მოდით, ნუ მივაწერთ ამას ზებუნებრივ ძალებს. უბრალოდ, ჩემპიონთა ლიგაზე კონკურენცია ძალიან გაიზარდა. მადრიდის "რეალი" შესანიშნავი გუნდია. მან კარდიფულ მატჩში ისე ითამაშა, რომ დაიმსახურა ლიგის მოგება. ამის მიუხედავად, "იუვეს" შეუძლია, ახალი ძალით იაროს სანუკვარი მიზნისკენ. თითქმის უკვე შეგვიძლია დიბალა ჩავთვალოთ მსოფლიო დონის შემსრულებლად. გუნდში მივიდნენ ფეხბურთელები, რომელთაც შეუძლიათ, კიდევ უფრო უკეთესი გახადონ თამაშის ხარისხი. გადაჭარბების გარეშე ვიტყვი - ვვარაუდობ, რომ "იუვენტუსი" ამ სეზონშიც შეძლებს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლას.

- რას იტყვით მილანური კლუბების თაობაზე?

- "ინტერი" ლუჩანო სპალეტიმ ჩაიბარა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მწვრთნელის გუნდში მიყვანა ნიშნავს უცილობელ წარმატებას. რაც შეეხება "მილანს", ამ გუნდს შესანიშნავი სატრანსფერო პოლიტიკა აქვს და ეს უკვე ჩანს.

- როგორია თქვენი აზრი რომაულ კლუბებზე?

- მე ძალიან მომწონს სიმონე ინძაგის მუშაობის სტილი. ის იდეების ნამდვილი გენერატორია. რაც შეეხება "რომას", მას ჰყავს ახალი მწვრთნელი და ეს ყოველთვის მოითხოვს გარკვეულ დროს. თან არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ რომაელებს ფრანჩესკო ტოტის გარეშე მოუწევთ თამაში, ის კი წლების განმავლობაში იყო გუნდის ლიდერი. "რომას" მოუწევს შეგუება იმასთან, თუ როგორ ითამაშოს ტოტის გარეშე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
მარჩელო ლიპი: კრიშტიანო რონალდო ჰალუცინაციების მსხვერპლი გახდა
მარჩელო ლიპი: რატომ არ განახლდა იტალიის ჩემპიონატი? ეს გულისამრევია, მაცოფებს
მარჩელო ლიპი ჩინეთის ნაკრებში დაბრუნდა
გვარდიოლამ იტალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი განაცხადა
გადაწყდა - იტალიის ნაკრებს პირლო ჩაუდგება სათავეში
"ვინ იყო საუკეთესო ფეხბურთელი, ვისაც ვწვრთნიდი? იმედია, არავის ეწყინება, თუ ვიტყვი..."
გადაწყდა - იტალიის ნაკრებს სათავეში მანჩინი ჩაუდგება
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
მარჩელო ლიპიმ ჩინეთის ნაკრები წელს მეორედ დატოვა
"თამაშის ნებისმიერ მომენტში მისი ყურება საინტერესოა" - ლიპიმ კვარაცხელიას სეზონის მთავარი აღმოჩენა უწოდა
გვარდიოლას პასუხი იტალიელებს - შეთავაზებულზე ორჯერ მეტი გასამრჯელო
რუსული ტოტალიზატორის ელჩობა ძვირად დაუჯდა - იტალიის ნაკრებს პირლოს არ ჩააბარებენ