„აიაქსის“ ვუნდერკინდ კრისტიან ერიკსენის მამა ტომასი შვილს კატეგორიულად აფრთხილებს, „ჩელსიში“ არავითარ შემთხვევაში არ გადავიდეს
„აიაქსის“ ვუნდერკინდ კრისტიან ერიკსენის მამა ტომასი შვილს კატეგორიულად აფრთხილებს, არ შეცდეს და „ჩელსიში“ არავითარ შემთხვევაში არ გადავიდეს. მოგეხსენებათ, 19 წლის დანიელი დღეს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა ამომავალ ვარსკვლავად ითვლება. ბრიტანული გაზეთები წერენ, რომ მან დანიისა და ინგლისის ნაკრებთა ამხანაგურ შეხვედრაში ინგლისელი თანატოლი ჯეკ უილშირი სრულიად დაჩრდილა. ერიკსენის შეძენა პრემიერლიგის ბევრ გუნდს სურს, თუმცა „არსენალის“, „ლივერპულის“ თუ „ჩელსის“ გარდა მის მიმართ ინტერესს ესპანური „ბარსელონაც“ იჩენს. ახალგაზრდა ფეხბურთელის ფასი დღეისათვის 10-13 მილიონ ფუნტს შორის მერყეობს (ევროებში 11,5-15).

„ჩელსიში“ კრისტიან ერიკსენი მისმა თანამემამულემ, ლონდონელთა კლუბის დირექტორმა, წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა ფრენკ არნესენმა მიიწვია. ბარემ შეგახსენებთ, რომ არნესენს „ლურჯებთან“ კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს უმთავრდება და ის კლუბიდან მიდის. დანიელ დირექტორს ბიჭისთვის თვალი ჯერ კიდევ იმ დროიდან აქვს დადგმული, როდესაც ის 15 წლის იყო და „ოდენსეს“ აკადემიაში ვარჯიშობდა. მან ორჯერ ჩაიყვანა კიდეც ბავშვი ლონდონში და „ჩელსის“ ბაზაზე ავარჯიშა, თუმცა 2008 წელს ყველაფერი „აიაქსის“ სასარგებლოდ გადაწყდა.

მოგეხსენებათ, „ჩელსის“ ნიჭიერი ყმაწვილების მთელი მსოფლიოდან მიზიდვის და პირველი გუნდისთვის თავის აკადემიაში მომზადების პროექტი ჰქონდა და დღემდე მისი ერთგულია. მაგალითისთვის შორს წასვლა არ არის საჭირო: დასავლეთ ლონდონელებმა გასულ კვირაში 17 წლის ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი ლუკაშ პიაზონი იყიდეს, მაგრამ ერიკსონის შემთხვევა სხვაა. როგორც თავშივე მოგახსენეთ, ფეხბურთელის მამა „ლურჯებთან“ ყოველგვარი კავშირის წინააღმდეგია. ის ძალიან კმაყოფილია, რომ მისი ვაჟი რომან აბრამოვიჩის კლუბს წინა ორ ცდაზე ხელიდან დაუსხლტა და მსოფლიოს ყველა ამომავალ ვარსკვლავს ურჩევს „სტემფორდ ბრიჯიდან“ თავი შორს დაიჭირონ.

„ლონდონელებს ეგონათ, რომ ჩემი ბიჭი სუსტია და ძალიან ნიჭიერი არ იყო, - თქვა ტომას ერიკსენმა. - მათ მესამედაც სურდათ მისი შესამოწმებლად ჩაყვანა, მაგრამ მე კატეგორიული უარი განვაცხადე. თუ კრისტიანის დატოვება უნდოდათ, ამისი შანსი საკმაოდ ჰქონდათ. მე აშკარად დავინახე, რომ ინგლისი ჩემი შვილისთვის შესაფერისი არ იყო. ამ ქვეყანაში ფეხბურთელებს ცივად ეპყრობიან. თუ დაინახავენ, რომ რომელიმე ახალგაზრდა სხვათაგან გამოირჩევა, ის დიდ გუნდში გადაჰყავთ, დანარჩენების ბედი კი საერთოდ არ ადარდებთ. ინფრასტრუქტურა ძალიან კარგი აქვთ, მაგრამ კრისტიანი იქ არ ჩავა“.

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა