ასე ფიქრობს ზაირში დაბადებული კონგოელი მულუმბუ

„ვესტ ბრომვიჩმა“ პრემიერლიგის ბოლო ტურში „არსენალთან“ 2:2 ითამაშა. მოგეხსენებათ, „მეთოფეები“ თავიდან 2:0-ს აგებდნენ და მოგებაზე ლაპარაკი ზედმეტია, ქულა გაუხდათ გადასარჩენი. სწორედ ამ დღეს დაასკვნა ვესტ ბრომვიჩელთა ნახევარმცველმა იუსუფ მულუმბუმ, რომ არსენ ვენგერს სუსტი გუნდი ჰყავს და ის ჩემპიონის ტიტულს ვერ მოიპოვებს.

„ვფიქრობ, ამიერიდან „არსენალს“ ძალიან გაუჭირდება - თქვა 24 წლის ზაირში დაბადებულმა კონგოელმა ნახევარმცველმა - ვგრძნობ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ლონდონელებზე გაცილებით სოლიდურია. მეტიც, მე თუ მკითხავთ, პრემიერლიგის ჩემპიონის ბედი უკვე გადაწყვეტილია - ტიტულს „იუნაიტედი“ მოიგებს. რატომ ვფიქრობ ასე? ყველაფერი მენტალიტეტზეა დამოკიდებული. „მანჩესტერ იუნაიტედი“ მტკიცე ხასიათის გუნდია. მაგალითად, შაბათს, ჩვენთან შეხვედრაში, ნამდვილად ძლიერი გუნდი 2:0 ჩამორჩენის შემდეგ ანგარიშის გათანაბრებას არ დასჯერდებოდა და მოიგებდა კიდეც. სწორედ ეს თვისება აკლია „არსენალს“. ახალგაზრდული ასაკი და ენთუზიაზმი იცოცხლე, „მეთოფეებს“ ჭარბადაც კი აქვთ, მაგრამ ის, რითაც „იუნაიტედი“ იმარჯვებს ამ გუნდს არ აქვს“.

მულუმბუ მონაწილეობდა „ვესტ ბრომვიჩის“ მეორე გოლში, რომელიც მისმა გუნდმა „არსენალის“ მეკარე მანუელ ალმუნიას შეცდომის წყალობით გაიტანა. ნახევარმცველს გული სწყდება ჩრდილოლონდონელებს ანგარიშის გათანაბრების საშუალება რომ მისცეს და სამი ქულა არ მოიპოვეს. მეორე მხრივ კი „ვესტ ბრომვიჩს“ უკვე ხუთი თამაშია არ წაუგია და 2 აპრილს ახალი მწვრთნელის, როი ჰოჯსონის ყოფილ გუნდ „ლივერპულს“ საკუთარ თავში დარწმუნებული ხვდება.

„ძალიან ბედნიერი ვარ მშვენიერი გუნდის და ძლიერი მწვრთნელის ხელში რომ მოვხვდი. „ვესტ ბრომვიჩი“ ლათინურ ფეხბურთს თამაშობს სადაც მე საკუთარი შესაძლებლობების გამოხატვა შემიძლია. საქმეები ძალიან კარგად მიდის და იმედი მაქვს, რომ პრემიერლიგიდან არ გავვარდებით. ჩვენთვის მთავარი მიზანი სწორედ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. დააკვირდით, რა ხდება. ინგლისური ლიგა მართლაც უნიკალურია. აქ ყველა გუნდი ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან. აუტსაიდერს 30 ქულა აქვს, ჩვენ კი 33. ერთი წაგება და მეთექვსმეტე ადგილიდან პირდაპირ ცხრილის ფსკერზე ჩავეშვებით. ერთი სიტყვით, დიდი სიფრთხილე გვმართებს და მთავარია, ბოლო დღემდე არ შევანელოთ ბრძოლა. ვფიქრობ, ჩვენ ამ სეზონში გავარდნას არ ვიმსახურებთ“.

ანდრეი არშავინი კი ამბობს, რომ „არსენალმა“ დარჩენილი ცხრავე შეხვედრა უნდა მოიგოს და ჩემპიონი გახდება. ცნობისთვის: „მეთოფეებს“ პრემიერლიგაში 23 თებერვლის მერე არ მოუგიათ. გარდა ამისა, მათზე აშკარად იმოქმედა ჩემპიონთა ლიგაში „ბარსელონასთან“ დამარცხებამ. არშავინმა თქვა:

„ვფიქრობ, თუ ჩვენ ტიტულის მოგებას ვაპირებთ, ყველა დარჩენილ შეხვედრაში უნდა გავიმარჯვოთ“.

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა