ხორვატიის ნაკრების თავკაცი საქართველოს ნაკრებს იოლად დასამარცხებელ მეტოქედ არ მიიჩნევს
ხორვატიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, სლავენ ბილიჩს საქართველოს ნაკრებთან 26 მარტს გასამართ შეხვედრაში ჯანო ანანიძის შესაძლო არყოფნა ახარებს.

"ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. ანანიძე მოაზროვნე ფეხბურთელია. 19 წლისაა და მისი ნიჭი ევროპაში უძლიერეს ფეხბურთელად გახდომის საშუალებას აძლევს. რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა არ ვიცი, მაგრამ მოხარული ვიქნები, თუ ანანიძე არ ითამაშებს", - განაცხადა ბილიჩმა.

ხორვატიის ნაკრების თავკაცი არ მალავს, რომ თბილისში მოსაგებად მოდის, მაგრამ საქართველოს იოლად დასამარცხებელ მეტოქედ არ მიიჩნევს.

"საქართველოში მოსაგებად მივდივართ, მაგრამ ამის გაკეთება იოლი არ იქნება. საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი ჯერ კიდევ აქვს და უაღრესად მოტივირებული იქნება. მეტოქე პატივისცემას იმსახურებს. მათ ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე შესარჩევ ციკლში ჯერ თამაში არ წაუგიათ და ამიტომ, გამარჯვებას მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ.

თბილისში ჯგუფის სხვა გუნდებთან არსებული უპირატესობის შენარჩუნების შანსი გვაქვს. თუმცა ჯგუფში ბრძოლა შესარჩევი ციკლის ბოლომდე გაგრძელდება", - თქვა ხორვატიის ნაკრების თავკაცმა.

საქართველოსა და ხორვატიის ნაკრების მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე 26 მარტს 21:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია jutarnji.hr-ის მიხედვით

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის