ვლადიმერ ვარძელაშვილი თბილისში სამუშაო ვიზით მყოფ "ვალენსიას" სპორტულ დირექტორს, ფერნანდო გომესს შეხვდა
22 მარტს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ვლადიმერ ვარძელაშვილი თბილისში ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით მყოფ ესპანეთის პრიმერადივიზიონის ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო კლუბის - "ვალენსიას" სპორტულ დირექტორს - ფერნანდო გომეს კოლომერს და კლუბის ახალგაზრდული მიმართულების მენეჯერს - ხავიერ კაბელო რუბიოს სამინისტროში შეხვდა. შეხვედრას საქართველოში რამდენიმე ცნობილი არქიტექტურული პროექტის ავტორი, ესპანელი არქიტექტორი - ალბერტო დომინგო კაბოც ესწრებოდა.

მინისტრთან შეხვედრაზე მხარეებმა ესპანურ კლუბთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს მწვრთნელთა გადამზადებისა და ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელების კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე გამგზავრების მიმართულებით.

სამინისტროში ვიზიტის შემდეგ "ვალენსიას" წარმომადგენლები 13:00 საათზე საფეხბურთო კლუბ "დინამოს" ბაზას ეწვივნენ და კლუბის ხელმძღვანელობასთან - აღმასრულებელ დირექტორ ზურაბ პოლოლიკაშვილთან და მინისტრთან ერთად ბაზაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.

ლადო ვარძელაშვილი: "საფეხბურთო კლუბ "ვალენსიას" წარმომადგენლებთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა. ძალზე დიდი გამოცდილების მქონე სტუმრები გვეწვივნენ. აღსანიშნავია, რომ "ვალენსიას" სპორტული დირექტორი - ფერნანდო გომესი ერთხელ უკვე ნამყოფია საქართველოში, კერძოდ 1985 წელს ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში, როდესაც თბილისში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ჯგუფური ეტაპი ჩატარდა ესპანეთის და ბრაზილიის ნაკრებების მონაწილეობით.

დღეისათვის, ფერნანდო გომესი და ახალგაზრდული მიმართულების მენეჯერი - ხავიერ კაბელო სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ, მათ შორისაა სელექციის წარმოება და ამასთან "ვალენსიისათვის" ახალგაზრდა ტალანტების მოძიება.

სტუმრები საქართველოში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მოწვევით იმყოფებიან. შევთანხმდით, რომ სამომავლოდ განხორციელდეს გაცვლითი პროგარამები, ნიჭიერ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს საშუალება მიეცემათ "ვალენსიას" საფეხბურთო ბაზაზე აიმაღლონ კვალიფიკაცია, ასევე ვისაუბრეთ ამხანაგური მატჩების ჩატარებაზე სხვადასხვა ბავშვთა ასაკობრივ ჯგუფებში. სტუმრებს ასევე შევახვედრებთ სხვადასხვა ქართულ კლუბებს.

ვიწყებთ მოლაპარაკებას ასევე თანმშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე, რაც მიზნად ისახავს მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბებას "ვალენსიასთან". მეომორანდუმის გაფორმება უკვე მეორე ეტაპი იქნება, რასაც გარკვეული დრო და მოლაპარეკებების გაგრძელება დასჭირდება. სტუმრებთან ერთად დღეს თბილისის "დინამოს" საწვრთნელ ბაზას და ბავშვთა საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" მოვინახულებთ. "

ფერნანდო გომეს კოლომერი: "მართლაც რომ საინტერესო ვიზიტი გვაქვს. მადლობა მსურს გადავუხადო სამინისტროს ჩვენი მომწვევისა და ასეთი კარგი მასპინძლობისათვის. სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროში მნიშნელოვანი შეხვედრა გვქონდა, სადაც "ვალენსიას" ქართულ კლუბებთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ. შევთანხმდით, რომ მოლაპარაკებების შემდეგად მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდეს, რაც ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს საშუალებას მისცემს, კვალიფიკაცია ესპანეთში აიმაღლონ, ასევე საუბარი გვქონდა ბავშვთა ასაკის გუნდებს შორის ამხანაგური მატჩების ორგანიზებაზე. იმედი გვაქვს, საქართველოსთან თანამშრომლობა ნაყოფიერად განხორციელდება."

ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი

სამინისტროს პრესსამსახური

ddt
დემე, შენთან ვართ. დრო ჯერ კიდევ არის და იქნებ ბანერიც მოვასწროთ. 100 ლარი უნდა 2მX3მ. გამოხმაურებები თუ კიდე იქნა დილამდე, შევიკრიბოთ 12.00 რომელიმე პოლიგრაფიულთან. მისამართები მაქვს და სურათის ელექტრო ვერსიაც. 1 დღეში გააკეთებენ. ბანერისთვის საუკეთესო ადგილია აღმოსავლეთის ტრიბუნის მეორე იარუსის ბალკონზე, ცენტრში. თან სუ კადრში იქნება. ოღონდ, პრობლემა ისაა, რომ ყველა მანდ ვერ დავსხდებით და ბანერს, შესაძლოა, დაცვაც დაჭირდეს. რო გავაკრათ და ჩვენ-ჩვენ ადგილებზე წავიდეთ, შესაძლოა, მოხსნას ვინმე დედანათრევმა. რაც შეეხება სკანდირებას: სტადიონის ტერიტორიაზე შესვლისთანავე ყველას ვაცნობოთ: ზუსტად ჰიმნების მერე და თამაშის დაწყებამდე. პრაიმ თაიმია, ასე ვთქვათ. 1 სრული წუთი! ახლავე ვიწყებთ ინფორმაციის გავრცელებას. ზუსტად ჰიმნების მერე: დე-მე-ტრა-ძე! დე-მე-ტრა-ძე! დე-მე-ტრა-ძე!.. 1 სრული წუთი არ ვჩერდებით.
zoro
რაღაც არა მგონია ფეხბურთისთვის იყვნენ ჩამოსულები თვითონ ვალენსიაში რამოდენიმე ათასი ნიჭიერი ბავშვი ცდილობს ვალენციაში ან ლევანტეში მოხვედრას და როდესაც ამოდენა არჩევანი აქვტ მანდ რას აკეთებენ მართლა ვერ ვხვდები
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...