ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირის 1/4-ფინალში მეორე ნომრად განთესილ რუს ალექსანდრა პანოვას მოუგო
ეკატერინე გორგოძემ ალმატიში (ყაზახეთი) ჩოგბურთელ ქალთა 25 000-იანი ტურნირის ერთეულთა შეჯიბრებაში მორიგი გამარჯვება იზეიმა - 31 აგვისტოს მეოთხედფინალში მან მეორე ნომრად განთესილ ალექსანდრა პანოვას (რუსეთი) დაძაბული პაექრობა 2 საათსა და 21 წუთში მოუგო: მართალია, ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი სეტი დათმო - 4:6, მაგრამ მომდევნო ორში სძლია მეტოქეს - 6:2, 6:2.

ამ მატჩში გორგოძემ 2, პანოვამ კი 3 ეისი მიითვალა, ჩვენებურმა 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა, რუსმა - 4; ეკატერინემ 9-დან 6, ალექსანდრამ კი 8-დან 3 ბრეიკპოინტი გამოიყენა.

გორგოძე ნახევარფინალში გავიდა, სადაც უზბეკ აკგულ ამანმურადოვას შეხვდება და რევანშის შანსი მიეცემა. საქმე ის არის, რომ წყვილებში მესამე ნომრად განთესილმა გორგოძემ და უკრაინელმა ვალერია სტრახოვამ გუშინ ნახევარფინალური პაექრობა ასპარეზობის მეორე ნომერ უზბეკებთან, ნიგინა აბდურაიმოვასა და აკგულ ამანმურადოვასთან საათსა და 13 წუთში წააგეს - 4:6, 2:6 და შეჯიბრებას გამოეთიშნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
შესანიშნავი წილისყრა ბასილაშვილისთვის - ნიკას "უიმბლდონზე" კარგი ბადე აქვს
ეკატერინე გორგოძემ 60 000-იანი ტურნირი მოიგო და რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა
ბოლქვაძემ US OPEN-ი გამარჯვებით დაიწყო და ბრიტანელ თინეიჯერს დაუპირისპირდება
ცნობილი გახდა, როდის გამართავენ ბასილაშვილი და გორგოძე თავის შეხვედრებს "უიმბლდონზე"
გორგოძემ კიდევ ერთ ტურნირზე გაიმარჯვა