ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

რეალი ურჩევნია

რეალი ურჩევნია

ბრაზილიელი ლეგენდა რონალდო ფეხბურთიდან ახლახან წავიდა და მისი სახელი ჯერ კიდევ არ ჩამოდის გაზეთების პირველი გვერდებიდან.
ბრაზილიელი ლეგენდა რონალდო ფეხბურთიდან ახლახან წავიდა და მისი სახელი ჯერ კიდევ არ ჩამოდის გაზეთების პირველი გვერდებიდან. მისი პერსონა ჯერ კიდევ ძალზე აქტუალურია. სამხრეთამერიკელი სიამოვნებით დათანხმდა ესპანური პრესასთან ინტერვიუს. მას "ასის" კორესპონდენტი ეწვია.

რონალდოს განცხადებით, მას პეპ გვარდიოლას "ბარსელონასა" ჟოზე მოურინიოს "რეალი" ურჩევნია. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელს ორივე კლუბში უასპარეზია. 1996/97 წლების სეზონი მან "კამპ ნოუზე" გაატარა, ხოლო 2002/07 წლებში "სანტიაგო ბერნაბეუზე" აგორებდა ბურთს. ესპანელმა ჟურნალისტმა ერთი შეხედვით პროვოკაციული შეკითხვა დაუსვა, სად ისურვებდა თამაშს 10 წლით ახალგაზრდა და ჯანმრთელი რომ ყოფილიყო, რაზეც ფეხბურთელმა მიუგო: "მადრიდში ბრწყინვალე წლები გავატარე. "ბარსელონაში" კი მხოლოდ ერთი წელიწადი დავყავი, მათ სკანდალით დავშორდი და იქიდან "ინტერში" ამოვყავი თავი. ვიმეორებ, "რეალს" უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ბარსელონაში ბრწყინვალე გუნდი ჰყავთ. მათთან თამაშობს ერთი პატარა ფეხბურთელი (ლიონელ მესი) და ის ბურთით კარგ რაღაცებს აკეთებს. სანდრო როსელი კი ჩემი მეგობარია და მან მშვენივრად იცის, რა დამოკიდებულება მაქვს ფლორენტინო პერესთან. მე ყოველთვის ფლორენტინოს ავირჩევ".

სულ ბოლოს კი ფეხბურთელმა "განსაკუთრებული ადამიანზე" ორიოდე სიტყვის თქმა ისურვა: "მოურინიოს კარგად ვიცნობდი ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ის "ბარსელონაში" ბობი რობსონის თარჯიმანი იყო. დიახ, ის დიდებული ადამიანია. ვიცოდი, რომ მწვრთნელი გახდებოდა, მაგრამ ამდენს არ ველოდი. მის მიერ მიღწეული შედეგები პატივისცემას იმსახურებს".

იტალიას რანოკია დააკლდება

იტალიური წყაროების ცნობით, მართალია "ინტერის" მცველი ანდრეა რანოკია სანაკრებო შეკრებაზე იმყოფება, მაგრამ ძირითად ჯგუფთან ერთად ვერ ვარჯიშობს. მას მუხლის ტკივილი აწუხებს. თუკი მას ტკივილი კიდევ გაუგრძელდება, ჩეზარე პრანდელი სლოვენიასთან შესარჩევ შეხვედრაში მის იმედად უკვე ვეღარ იქნება.

მართალია "სკუადა აძურას" ერთი ინტერელი შეიძლება დააკლდეს, მაგრამ უკვე გადაწყვეტილია, რომ აუცილებლად ითამაშებს მეორე ნერაძურელი ტიაგო მოტა. თანაგუნდელისა არ იყოს, მასაც მარცხენა მუხლის ტკივილი აწუხებდა, თუმცა ექიმების განცხადებით საშიში უკვე აღარაფერია.

კაბაი სამფეროვანთა მიღმა

ჯანმრთელობის პრობლემებმა შეაწუხა საფრანგეთის ნაკრებიც. ერიკ აბიდალის პრობლემებზე უკვე აღარ მოგიყვებით, გულშემატკივრებმა მასზე ისედაც ყველაფერი იცით. ბარსელონელის გარდა ლორან ბლანს "ლილის" ნახევარმცველი იოან კაბაიც დააკლდა. ერთადერთი, რაც მასზე დაიწერა არის ის, რომ კუნთების პრობლემა აწუხებს. თუმცა კაბაის დანაკლისი რა სახსენებელია, როცა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეროვნულ გუნდს მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერი ფრანკ რიბერი უბრუნდება.

ფრანგებს უახლოეს დღეებში ლუქსემბურგთან (25 მარტი) შესარჩევი და ხორვატებთან (29 მარტი) ამხანაგური შეხვედრები ელით.

ლევან ბიბილაშვილი

"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა

"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა

ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა

[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“

დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა