ასე და ამგვარად, ნემანია ვიდიჩი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ახალ, ხანგრძლივ ხელშეკრულებას აწერს ხელს და...

ასე და ამგვარად, ნემანია ვიდიჩი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ახალ, ხანგრძლივ ხელშეკრულებას აწერს ხელს და ეს საზოგადოებას კლუბის აღმასრულებელმა შეფმა დევიდ გილმა ამცნო. შეგახსენებთ, რომ სერბი ფეხბურთელის წინა კონტრაქტი კიდევ ორ წელიწადს უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ ბოლო ხანს დარხეულმა ხმებმა, რომ ცენტრალური მცველის მეუღლეს ინგლისში ცხოვრება არ მოსწონს, ხოლო თავად ფეხბურთელის ოსტატობით მოხიბლული საზღვარგარეთული კლუბები მას მაცთუნებელ წინადადებებს სთავაზობენ, კლუბსა და ვიჩის შორის ურთიერთობების გადახედვა გამოიწვია.

როგორც ამბობდნენ, იმ კლუბებს შორის, რომელთაც ვიდიჩის „ოლდ ტრეფორდიდან“ წაყვანა უნდოდათ, ყველაზე მეტად მადრიდის „რეალი“ და მილანის „ინტერი“ აქტიურობდნენ, თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი მანჩესტერელთა სასარგებლოდ დასრულდაო, გვარწმუნებს გილი. აღმასრულებელმა შეფმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ საკლუბო ტელევიზიას განუცხადა:

„სიამოვნებით ვადასტურებ, რომ ნემანიასთან ყოველგვარ პირობებზე ჯერ კიდევ სამი-ოთხი კვირის წინ მოვილაპარაკეთ. ჩვენ ხანგრძლივ ურთიერთობებზე შევთანხმდით“.

სერბის მანჩესტერში დარჩენა იმას ნიშნავს, რომ კლუბს, რომელსაც დაცვის ცენტრში პრობლემები აქვს, რადგან კაპიტანი რიო ფერდინანდი დაუშავდა, ამოსუნთქვის საშუალება მიეცემა. მართალია, რამდენწლიან თანამშრომლობას დაპირდა ვიდიჩი „იუნაიტედს“ არ დაუზესტებიათ, მაგრამ ის თქვეს, რომ ახალ კონტრაქტს მხარეები აგვისტოში მოაწერენ ხელს. გილმა თქვა:

„ნემანიასა და მის მრჩეველთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მაისის ბოლოს დავიწყეთ. საკითხის გარჩევას სერბეთის მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრემდე შევუდექით და როდესაც გუნდი შეჯიბრებას გამოეთიშა — დავასრულეთ. ვიდიჩი ჯერჯერობით კვლავ შვებულებაშია, მაგრამ გეგმა ასეთი გახლავთ: რომ დაბრუნდება, ახალ კონტრაქტს მოვაწერთ ხელს. ერთი სიტყვით, იურიდიულად საკითხი ჯერ მოსაგვარებელია. ახლა, კონტრაქტის ტექსტს ჩვენი იურისტები ხვეწავენ და მერე მას ნემანიას მრჩეველები გაეცნობიან. მოლაპარაკებულები ვართ, რომ აგვისტოს დასაწყისში ორივე მხარეს ყველაფერი მოგვარებული ექნება და ხელის მოწერასაც წინ აღარაფერი დაუდგება. ჩვენს შორის ყველაფერი რომ მოგვარდა, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფანებისთვის, ასევე თავად ნემანიასთვის. ვიცი, პრესაში ვიდიჩის შესახებ სულ რაღაც იწერება, მაგრამ მე თუ მკითხავთ, მას-მედია ცოტა მოძველებული ინფორმაციას ატრიალებს. ჭორები მცველის სადღაც გადასვლის შესახებ არც „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ მოდის და იმედი მაქვს არც ნემანია ვიდიჩის წრიდან“.

შემდეგ, გილმა ილაპარაკა უეინ რუნის ხელშეკრულებისა და მისი შესაძლო გადახედვის შესახებ. ვიდიჩის მსგავსად „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ ვარსკვლავს ძველი ხელშეკრულების თანახმად „ოლდ ტრეფორდზე“ კიდევ ორი წელიწადი აქვს დარჩენილი. გასულ სეზონში რუნიმ ყველა შეჯიბრებაში ერთად 34 გოლი გაიტანა, მაგრამ მისი მცდელობის მიუხედავად პრემიერლიგის ტიტული მაინც „ჩელსის“ დარჩა. გილმა თქვა:

„ახლა რუნის წარმომადგენლებთან ვაპირებთ შეხვედრას. ეს მაშინ მოხდება, როდესაც ჩვენ ამერიკული ტურნედან დავბრუნდებით, ხოლო უეინს შვებულება დაუსრულდება. ორივე მხარეს ურთიერთობათა გადახედვა და მოწესრიგება გვაქვს გადაწყვეტილი. როგორც თავად რუნის, ასევე კლუბის წარმომადგენლების ნათქვამებიდან აშკარაა, რომ სასურველია ხანგრძლივი თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწეროს ხელი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ეჭვი არ მეპარება, რომ რუნისა და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის“ ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ ხარისხში ავა“.

რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
შეთანხმება შედგა - მამარდაშვილის "ლივერპულის" ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს