"ფრანს ფუტბოლის" ცნობით, მოქმედ ფეხბურთელებში უმდიდრესი "ბარსელონას" არგენტინელი სუპერვარსკვლავია, მწვრთნელებში - მოურინიო
ფრანგული გამოცემა "ფრანს ფუტბოლის" ცნობით, მოქმედ ფეხბურთელებს შორის ყველაზე მდიდარი "ბარსელონას" არგენტინელი სუპერვარსკვლავი ლიონელ მესია. რაც შეეხება მწვრთნელებს, ასეთად გაზეთმა ჟოზე მოურინიო დაასახელა. ბუნებრივია, რა ციფრებსაც ქვემოთ შეხვდებით, მხოლოდ ხელფასს არ გულისხმობს...

აღმოჩნდა, რომ მესი წელიწადში 31 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ეს დაახლოებით 3,5 მილიონით მეტია იმაზე, რასაც მეორეადგილოსანი კრიშტიანო რონალდო შოულობს. მესამე ადგილზე გავიდა "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი უეინ რუნი. ის წელიწადში 20,7 მილიონ ევროს შოულობს. ამერიკაში გადახვეწილი დევიდ ბექჰემი წლიური 19 მილიონით და ტიერი ანრი "სულ რაღაც" 13,6-ით, შესაბამისად, მე-5 და 11-ე ადგილებს იკავებენ.

მწვრთნელთა შორის შემოსავლები, ბუნებრივია, ბევრად დაბალია. მაგალითად, პირველ ადგილზე გასული მოურინიო წელიწადში 13,5 მილიონს სჯერდება. მას ფეხდაფეხ მოსდევს ბარსელონელი პეპ გვარდიოლა 10,5 მილიონით. მესამეზეა "ინტერის" აწ უკვე ყოფილი ბოსი რაფაელ ბენიტესი, მართალია ის ამჟამად უმუშევარია, მაგრამ 2010 წელს 10,2 მილიონი გამოიმუშავა. მეოთხე ადგილზეა ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფაბიო კაპელო. ეს უკანასკნელი გაწეული საქმიანობისთვის წელიწადში 8,5 მილიონს იღებს.

აღნიშნული გამოკვლევა ავტორიტეტული აუდიტორული კომპანია "დელოიტ ენდ ტუშის" მონაცემებზე დაყრდნობით მომზადდა.

ლევან ბიბილაშვილი

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა