ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

პროფესორმა დაიწყო, ხუმრობის დრო აღარაა

პროფესორმა დაიწყო, ხუმრობის დრო აღარაა

შალკეში ბევრი რამ შეიცვლება, რას აპირებს რანგნიკი?

ორშაბათს რალფ რანგნიკი „შალკეში“ მუშაობას ოფიციალურად შეუდგა - შეგახსენებთ, რომ ეს მისი მეორე გელზენკირხენული ერის დასაწყისია. პირველის დროს, „პროფესორ რალფს“ გვერდით, მენეჯერის რანგში ანდრეას მიულერი ედგა, რომელმაც ბოლოს გაწირა კიდეც რანგნიკი, ახლა კი, „შალკეს“ მენეჯერი ჰორსტ ჰელდტია. შეიცვალა „შალკეს“ მართვის სტრუქტურაც: თუკი ფელიქს მაგათი მწვრთნელიც იყო და მენეჯერიც, ახლა რანგნიკი მხოლოდ მწვრთნელია, მენეჯერის ფუნქციები კი თავის თავზე მთლიანად ჰელდტმა აიღო. რალფს ახლა ორი კვირა აქვს იმისათვის, რომ „შალკეში“ შექმნილ ვითარებაში კარგად გაერკვეს, ფეხბურთელები გაიცნოს, მათი პლუს-მინუსები გაანალიზოს და პირველ აპრილს დაგეგმილ სადებიუტო შეხვედრას (ზანკტ პაულისთან) ასი პროცენტით მომზადებული შეხვდეს – სანაკრებო პაუზამ რანგნიკს მართლაც სულზე მოუსწრო.

რანგნიკის უპირველესი ამოცანა ისაა, რომ „შალკე“ მეორე ბუნდესლიგაში გავარდნისგან იხსნას. ჰო, ეს პარადოქსულად ჟღერს, რადგან გელზენკირხენელები ერთი წლის წინ ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, წელს კი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში და გერმანიის თასის ფინალში გავიდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ „შალკეს“ ჯერ კიდევ ემუქრება ელიტიდან გავარდნის საფრთხე - მართალია, არა ისე მძაფრად, როგორც სხვა გუნდებს, მაგრამ მაინც, რადგან მე-16 ადგილს მხოლოდ ხუთი ქულა აშორებს.

„გუნდი საკმაოდ სახიფათო სიტუაციაშია. ამიტომაც, „ზანკტ პაულისთან“ აუცილებლად გამარჯვება გვჭირდება, რომ თავი შედარებით მშვიდად ვიგრძნოთ,“ - ეს „შალკეს“ მეკარის, მანუელ ნოიერის სიტყვებია.

მაგათმა „შალკეში“ ყოფილი ასისტენტი ზეპო აიხკორნი დატოვა, რომელმაც გელზენკირხენულ კლუბს რანგნიკის დანიშვნამდე, „ლევერკუზენთან“ მატჩში უხელმძღვანელა და ის თამაში „ხუმარებმა“ 0:2 წააგეს, რის შემდეგაც აიხკორნმა, რომელიც „შალკეში“ რჩება და „პროფესორი რალფის“ ასისტენტი იქნება, თქვა: „გუნდში არაჯანსაღი მდგომარეობაა. ფეხბურთელების უდიდესმა ნაწილმა გერმანული ენა არ იცის, რის გამოც ერთმანეთს ვერ უგებენ და ჯგუფებად არიან დაყოფილები.“

აიხკორნმა ამით მაგათი გააკრიტიკა, მაგრამ „შალკესთვის“ ყოველივე ზემოთქმული სიახლეს არ წარმოადგენს: გელზენკირხენულ კლუბში „დესპოტი ფელიქსის“ მისვლამდეც ასეთი პრობლემები იყო და ასეთი სახის პრობლემები თვით რანგნიკისთვისაც ძალიან კარგადაა ცნობილი – ის ხომ წელიწადნახევარი წვრთნიდა „შალკეს“. ლევერკუზენში კი, ხუმარებს სერიოზული საკადრო პრობლემებიც ჰქონდათ: კლაას-იან ჰუნტელაარი ტრავმირებულია, ჯეფერსონ ფარფანი დისკვალიფიცირებული იყო, პეერ კლუგეს კი გრიპი ჰქონდა. შეგახსენებთ, სამივე მათგანი „შალკეს“ წამყვანი ფეხბურთელები არიან.

ფაქტია, რომ რალფი ლევან ყენიას გუნდში ბევრ რამეს შეცვლის. უკვე გადაწყვეტილია, რომ განათხოვრებული ფეხბურთელები, 20 წლის ლუის ჰოლტბი (მაინცშია) და 21 წლის იან მორავეკი (კაიზერსლაუტერნში) „შალკეში“ დაბრუნდებიან. ჩვენი გერმანელი კოლეგებისა და სხვადასხვა ექსპერტების აზრით, რანგნიკი აუცილებლად გაუშვებს კრისტოფ მეტცელდერს და ბრაზილიელ თავდამსხმელ ედუსაც, რომელიც „შალკეში“ მაგათმა ჩაიყვანა – სხვა მწვრთნელს მისი ყიდვა აზრადაც არ მოუვიდოდა. შეიძლება ითქვას, რომ გელზენკირხენული კლუბისთვის ახლა ყველაზე მთავარი ისაა, თუ რამდენად ჰამონიულად შეეწყობიან ერთმანეთს მენეჯერი ჰელდტი და მწვრთნელი რანგნიკი. მათი თანამშრომლობის ხარისხზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს

ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი

"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!

სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე

"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა