<p>იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის "იუვენტუსის" მესვეურები "შალკეს" თავდამსხმელით <br></p><p>იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის "იუვენტუსის" მესვეურები "შალკეს" თავდამსხმელით, ჯეფერსონ ფარფანით დაინტერსდნენ. უკვე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ პიემონტურმა გრანდმა ჩააგდო სეზონი და ბუნებრივია, რომ გუნდი გაძლიერებას საჭიროებს. პერუელ ფორვარდს მომავალ ზაფხულს ეწურება გელზენკირხენულ კლუბთან კონტრაქტი და მის გახანგრძლივებას არ ჩქარობს - გამომდინარე აქედან, თუ "შალკეს" მესვეურები ამ ზაფხულს არ გაასხვისებენ და კიდევ ერთი წლით დაიტოვებენ, შესაძლო მასში ერთი ცენტიც ვეღარ მიიღონ. შესაბამისად, თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, ტურინელებთან უკვე ჩაებნენ მოლაპარაკების პროცესში და ფეხბურთელის საორიენტაციო ფასიც დაასახელეს: 12 მილიონი ევრო. თუ კი ფარფანი ჩემპიონთა ლიგის დარჩენილ შეხვედრებში გაიბრწყინებს, არ არის გამორიცხული თანხა კიდევ უფრო გაიაზრდოს. "იუვენტუსის" სპორტულ დირექტორს, ჯუზეპე მაროტას ფარფანთან და ზოგადად, სატრანსფერო საკითხებთან დაკავშირებით შემდეგი მოსაზრება აქვს:</p><p>"გუნდი რომ გაძლიერებას საჭიროებს, ამაზე დიდი ხანია შეთანხმებულნი ვართ და აღარ განვმეორდები. რამდენიმე მოთამაშის დამატება მოგვიწევს და დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა რგოლს საგრძნობლად გავაძლიერებთ. რამდენიმე ფეხბურთელის გვარი უკვე მონიშნული გვაქვს, თუმცა უფრო მეტად დღეს ვერ დავკონკრეტდები. ჯეფერსონ ფარფანის თამაში კარგა ხანია არ მინახავს და სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი როგორ ფორმაშია. გამომდინარე აქედან, ტრანსფერზე საუბარი ძალიან ადრეა. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ მისი მიმართულებით გავაქტიურდეთ, რადგან ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ფლანგის შემტევების დამატება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება".</p>
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა