[ვაჟა სიმონიშვილი თელ-ავივიდან] ევრობასკეტის ფეხდაფეხ
ევროპის ჩემპიონატი დიდი საკალათბურთო მოვლენაა. ყოველი მატჩი ერთგვარი შოუა, თუმცა არანაკლებ საინტერესოა, რა ხდება მოედნის მიღმა. შესაძლოა, ქუჩაში გვიან ღამით სეირნობისას გერმანიის ნაკრების წევრს, ჰიკმენს გადაეყარო თავისი გერლფრენდითურთ... ავტობუსში ლიტველებთან მოგივიდეს კამათი, არა მე მოვიგებ, არა მეო... ან სულაც რომელიმე შენობაში შეხვიდე და გიორგი შერმადინის პლაკატი დაგხვდეს...

სწორედ ასეთი ამბებისთვისაა ეს რუბრიკა.

1. ეს საქართველოს ნაკრების სასტუმროა. "ჰილტონი". ვარსკვლავების რაოდენობას ვერ ითვლის. ევრობასკეტის მონაწილე ყველა გუნდი აქ ცხოვრობს. თელ-ავივის სანაპირო ზოლში მდებარეობს. იქვეა რამდენიმე ტიპის პლაჟი...

2. ეს ძაღლების პლაჟია. ჩვენი ოთხფეხა მეგობრები ისეთ კომფორტში არიან, ურეკში დამსვენებლებს შეშურდებათ. ზღვა ძალიან მარილიანია. ძაღლი სახლში გადამლაშებული ხომ არ წავა? - პლაჟის გასასვლელში წყლის გადასავლებია...

3. "ჰილტონიდან" 500 მეტრ სავალზე, ჩრდილოეთისკენ, სანაპირო ლიტვის დროშებითაა გაჯერებული. ...დროშებით და ლიტველებით.

წამიერად კი გამიელვა - საქართველომ, გერმანიამ, იტალიამ, უკრაინამ რა დააშავეს, მათი დროშები რომ არ ჩამოუკიდებიათ-მეთქი, მაგრამ გამახსენდა, რომ ისრაელმა ჯგუფის პარტნიორად სწორედ ლიტვა აირჩია. დანარჩენი მეტოქეები წილისყრამ შეახვედრა.

მასპინძლებმა ლიტვა იმიტომაც აირჩიეს, რომ იცოდნენ, უამრავი ქომაგი ჩაჰყვებოდა.

4. ქერათმიან მწვანედ შემოსილ ხალხს თელ-ავივის ყველა წერტილში შეხვდებით. თამაშის წინ და მის შემდეგ ავტობუსები ისეა გადატენილი, ლიტველები ლუდის ქაფივით გადმოდიან...

გაჟღენთილები კი არიან ლუდით. საქართველო-ლიტვის წინ სწორედ ასეთი ავტობუსით ვიმგზავრე.

- რა სხვაობით მოგიგებთ? - მკითხა ერთმა ახალგაზრდა ბალტიელმა.

- საქართველო 4 ქულით იგებს!

- რატომ ასე ცოტა? ხომ არ გეშინიათ?

- ოხ, ერთი გემრიელად მოვუგოთ ლიტვას, რომ გავაჩუმოთ ასეთი ყეყეჩები, - ქართულად გადავულაპარაკე კოლეგას. შუა ხნის, ვიცინის სახის ლიტველმა, რომელიც ისე იყო შეზარხოშებული, ხელის მოსაკიდებელზე დაკიდებული ქანაობდა, გაბრაზება რომ შემატყო, გამიღიმა:

- გენაცვალე, კალათბურთი თამაშია. ჩვენ გვიყვარს მზიანი თბილისი, ხინკალი, ხაჩაპური... თუ მოვიგებთ, ხომ კარგი, თუ არა, "ჩორტ ს ნამი" (ეშმაკსაც წავუღივართო)...

5. ...ალბათ, ამაზე თქვა - წავუღივართო.

6. ლიტველების ტრიბუნის შემყურე ჩეხეთიდან ჩამოსულმა ქართველმა ჟურნალისტმა დაიჩივლა - ხომ შეიძლება ჩვენც ოდესმე ასე ვუქომაგოთ საქართველოს ნაკრებსო.

შეიძლება! მაგრამ როდესაც თბილისში წელიწადში ორი მატჩია და ისიც ამხანაგური, როგორ უნდა მოახერხო ასე ორგანიზება? ქართველი გულშემატკივარი ლიტველებივით აქტიური რომ იყოს, მუდმივი პრაქტიკა სჭირდება. საქართველოში კი მხოლოდ ნაკრების თითოოროლა მატჩს წლობით ველით, ევროტურნირებზე არც ერთი გუნდი არ თამაშობს, ქომაგი სუპერლიგაში გაივლის პრაქტიკას?

7. ისრაელში ლიტველებზე მეტი ქართველი გულშემატკივარია, ემოციურადაც ქომაგობს. ლიტვასთან გამარჯვებამ კი ყველა მეცხრე ცაზე აიყვანა. იქ დავრჩით მანამ, სანამ გერმანიამ ცის კაბადონიდან მიწაზე არ დაგვიშვა.

ნამატჩევს ქართველი ქომაგები მხურვალე ოვაციებითა და შეძახილებით ხვდებოდნენ ჩვენს კალათბურთელებს. იქვე შევნიშნე ისრაელის ფერებში შეღებილი სამი ახალგაზრდა.

ისრაელის ნაკრების გულშემატკივრები ვართ, თქვენ რომ გიყურებთ, ჩვენც გვიხარიაო.

8. ლიტვასთან გამარჯვების შემდეგ ილიას ზუროსი პირველი გამოვიდა და ოჯახის წევრებს გადაეხვია.

ავტობუსისკენ მიმავალ არვიდას საბონისს მამაპაპური სიტყვა მოუხდებოდა - კუშტი. სწორედ ასეთი სახით გამოვიდა დარბაზიდან.

მას ზუროსმა ხელი გაუწოდა, თუმცა საბონისმა არც შეხედა, ისე ჩაუარა...

მართლა ვერ შენიშნა, თუმცა წამიერად უკან მოიხედა და ზუროსი რომ დაინახა, მობრუნდა, გაუღიმა, რამდენიმე სიტყვა გაუცვალა, შემდეგ ისევ მოიკუშტა და ავტობუსში ავიდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჩვენ მხოლოდ რეზულტატს ველით, ხეშეწყობა კი ნულია.
ლიტვაში კალათბურთი "ეროვნული პროდუქტია", ისე როგორც ბრაზილიაში ფეხბურთია 1-ადგილზე. ყველა ახალ საცხოვრებელ დასხლებაში 2 კორპუსს შორის აუცილებლად კალათბურთის მოედანია მოწყობილი, ჩვენთან კი 2 კორპუსს შორის მესამე კორპუსს ჩააკვეხებენ. აი ამიტომ არია ლიტვაში პოპულარული კალათბურთი, ვიდრე ჩვენთან.
გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას