მსოფლიოს პირველი ჩოგანი ინდიან უელსის სუპერტურნირის მოგების შემდეგ მაიამის უმიზნებს
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა კაროლინ ვოზნიაცკიმ ბრწყინვალე სტილში მოიგო ინდიან უელსის სუპერტურნირი და ახლა მაიამის ტიტულს უმიზნებს.

ეს ტურნირები ერთმანეთის მიყოლებით ტარდება და "დიდი სლემის" ჩემპიონატებს თუ არ ჩავთვლით, სეზონის პირველ ნაწილში ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს. ქალთა ტურნირებს ერთი უცნაური ტენდენცია ახასიათებს - ინდიან უელსში გამარჯვებული ჩოგბურთელი მაიამიში პირველობას ვეღარ ახერხებს. ასეთი რამ მხოლოდ სამჯერ მოხდა: ორჯერ შტეფი გრაფმა მოიგო ზედიზედ ორი ტიტული (1994, 1996) და ერთხელ - კიმ კლაისტერსმა (2005).

ვნახოთ, შეუერთდება თუ არა მათ ვოზნიაცკი. მანამდე კი გთავაზობთ დანიელი ჩოგბურთელის ინტერვიუს, რომელიც ინდიან უელსში გამარჯვების შემდეგ არის აღებული.

- რამდენად გაუმჯობესდა თქვენი თამაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში?

- არ ვიცი. იმედი მაქვს, ყოველ მატჩზე ვუმატებ თამაშს. მიყვარს ტურნირებში მონაწილეობა და განსაკუთრებით მოგება. გამარჯვების შეგრძნება - ეს ფანტასტიკური მომენტია. მაგრამ ვარჯიშებზე ვგრძნობ, რომ კიდევ ბევრ რამეზე მაქვს სამუშაო. მესმის, რომ ჩემს ჩოგბურთს სრულყოფამდე ჯერ ბევრი უკლია, ამიტომაც სულ ვმუშაობ, რომ ყველაფერი ცოტათი უკეთესი გახდეს.

- ანუ დღევანდელი კაროლინი დაამარცხებდა ერთი წლის წინანდელს?

- რთული შეკითხვაა. მე მგონი, დღეს მართლაც უკეთესად ვთამაშობ, გამოცდილებაც მომემატა, ჩემს თამაშში სიახლეებია... დარწმუნებული ვარ, აგრესიულობაც მოიმატა, მაგრამ მაინც მიჭირს თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემა.

- ნოვაკ ჯოკოვიჩმა შარშან ამერიკის ღია პირველობაზე როჯერ ფედერერი დაამარცხა და ამის შემდეგ მისი თამაში კარდინარულად შეიცვალა - გამარჯვება დევისის თასზე, ავსტრალიის ღიაზე, დუბაიში, ინდიან უელსში. ახლა ის ისეა თავის თავში დარწმუნებული, რომ გეჩვენება თითქოს სხვა პლანეტიდან იყოს ჩამოსული. ალბათ, მიხვდით რას ვგულისხმობ? დღემდე არ მოგიგიათ "დიდი სლემის" ტურნირი. როგორ ფიქრობთ, ეს მომენტი გავლენას ახდენს თქვენს დამაჯერებლობაზე?

- დარწმუნებული არ ვარ, რომ სწორად გავიგე თქვენი კითხვა. თუმცა ვფიქრობ, რომ ჩემს საქმეს ცუდად არ ვაკეთებ. კარგ ჩოგბურთს ვთამაშობ და ამისგან სიამოვნებას ვიღებ. ამ მომენტისთვის მომწონს ყველაფერი, რასაც კორტზე ვაკეთებ. ნოვაკი ჩემი კარგი მეგობრია. მონაკოში მეზობლები ვართ და მოხარული ვარ, რომ ასე კარგად ვითარდება მისი კარიერა. გარდა ამისა, შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს მის შეყვარებულთან. ჩემი აზრით, ნოვაკი და ელენა - ძალიან ლამაზი წყვილია.

- როგორც ჩანს, ტურში აბსოლუტურად ყველასთან მეგობრობთ...

- არ ვიცი. თუმცა მართლაც საკმაოდ ბევრი მეგობარი მყავს. ეს იმიტომ, რომ ძალიან ღია და კონტაქტური ადამიანი ვარ. და თან, საკმაოდ სიმპატიური (იცინის).

- ნადალმა თქვა, რომ უფრო მნიშვნელოვანია გამარჯვება მაშინ, როცა ცუდად თამაშობ, ვიდრე იმ დროს, როცა ყველაფერი გამოგდის. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

- რა თქმა უნდა, ყველა შეძლებს მოგებას იმ დროს, როცა კორტზე ყველაფერს აჩვენებს, რაც შეუძლია. მაგრამ ბევრმა არ იცის როგორ მოიგოს მაშინ, როცა ცუდ ფორმაში იმყოფება. თუ ჩოგბურთელი ცუდად თამაშობს, მაგრამ ახერხებს თავის თამაშში იპოვნოს ის, რაც ამ შეხვედრას მოაგებინებს - მაშინ ის ნამდვილი ჩემპიონია.

- ამასწინ თქვით, რომ თქვენს დასამარცხებლად მეტოქემ მთელი მატჩის განმავლობაში უნდა მოახდინოს თქვენზე ზეწოლა. იცით ჩოგბურთელი, რომელიც შეძლებს ამის გაკეთებას?

- არა. უბრალოდ ვფიქრობ, რომ ჩემმა მოწინააღმდეგემ მართლაც ძალიან კარგად უნდა ითამაშოს იმისთვის, რომ მე დამამარცხოს. ახლა არ ვაპირებ გვარების ჩამოთვლას, რადგან მიმაჩნია, ბევრ ჩოგბურთელთან შეიძლება დავმარცხდე, მაგრამ საქმე ისაა, რომ მეც შემიძლია მათი დამარცხება. ყველაფერი წვრილმან დეტალებზეა დამოკიდებული, რაც დღევანდელ ჩოგბურთში ბევრს ნიშნავს. დღეისთვის ბევრი მატჩი და ტიტული მაქვს მოგებული და იმედი ვიქონიოთ, უახლოეს პერიოდში ჩემი კოლექცია კიდევ უფრო გამდიდრდება.

- თქვენს უმცროს ბიძაშვილებს ესმით, რომ ცნობილი ჩოგბურთელი ხართ, თუ თქვენ მათთვის უბრალოდ კაროლინად რჩებით?

- სამწუხაროდ, მათთვის მართლაც უბრალოდ კაროლინი ვარ, რადგან ხანდახან ძალიან თავხედურად იქცევიან.

- ნახევარფინალის წინ არაჩვეულებრივი ჟესტი გვიჩვენეთ, როცა კორტზე იაპონიის დროშით გამოხვედით. რა რეაქცია მოჰყვა თქვენს აქციას?

- მე კომპანია Yonex-თან ვთანამშრომლობ - ეს ჩემი იაპონური პარტნიორია. ამ ფირმიდან ბევრმა ადამიანმა მომწერა, რომ ეს მართლაც მნიშვნელოვანი იყო მათთვის. ის, რაც იაპონიაში ხდება, ჩემში დიდ მწუხარებას იწვევს. ეს იმისთვის არ გამიკეთებია, რომ საპასუხო რეაქცია მიმეღო. უბრალოდ მინდოდა რაღაცით მაინც მხარში ამოვდგომოდი იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს საშინელი კატასტროფა დაატყდათ თავს.

- თქვენ პოლონურად, დანიურად და ინგლისურად ლაპარაკობთ. სიზმრებს რა ენაზე ნახულობთ?

- ჩემი სიზმრები სხვადასხვა ენაზეა. ეს იმაზეა დამოკიდებული, რომელ ქვეყანაში ვიმყოფები იმ მომენტში და რა ენაზე ვლაპარაკობ. ხანდახან ახალი გაღვიძებული თავიდან ვერც კი ვხვდები, რომელ ქვეყანაში ვარ და გასახსენებლად დრო მჭირდება ხოლმე.

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...