ქართველი სპეციალისტი ვასილ ჭეიშვილი აზერბაიჯანიდან წამოვიდა
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელმა, რომან შვანტნერმა ქართველ მწვრთნელებს სემინარი რომ ჩაუტარა, მიკიბ-მოკიბვის გარეშე თქვა, რომ რეალურად, ევროპულ მოთხოვნებს ძალიან ჩამოვრჩით...

- რომან შვანტნერი: ეს ქართველ ფეხბურთელთა არასწორი განვითარების ბრალია

რეალურად, ქართველ მწვრთნელებში ცოტაა ისეთი, ვინც თანამედროვე ფეხბურთში დანერგილ მეთოდებს იცნობს. ასეთ დროს საინტერესო ამბავი მოხდა: აზერბაიჯანიდან ქართველი მწვრთნელი ვასილ ჭეიშვილი წამოვიდა, რომელიც ამ ქვეყნის ფეხბურთში ფიზმომზადების ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად ითვლებოდა.

ჭეიშვილი საქართველოში თბილისის "სპარტაკს" და "ზესტაფონს" წვრთნიდა და ბევრი ცნობილი ფეხბურთელი დააწინაურა - დიმიტრი ტატანაშვილი, კახა ალადაშვილი, გრიგორ დოლიძე, დავით ბოლქვაძე, თენგიზ ჩიკვილაძე, ლევან მაღრაძე. მათგან 4 - შემდეგ ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს. 12 წელი ჩვენს მეზობელ ქვეყანაში საქმიანობდა ბოლოს უმაღლესი ლიგის გუნდის, "სუმგაითის" აკადემიაში მუშაობდა. არც პირობები აკლდა და არც სამუშაო, მაგრამ წამოსვლა ამჯობინა.

"აზერბაიჯანში ბევრი ექსპერიმენტი ჩავატარე, რომელსაც შედეგი ჰქონდა. ამ ტესტებით ვადგენდი, მოთამაშეების მონაცემებს, აზროვნების სისწრაფეს რთულ, ნახევრადრთულ და იოლ ვითარებებში, სწრაფი არზოვნების სტაბილურობას, კავშირს კუნთოვან სისტემასა და გონებას შორის.

ამას გარდა, არსებობს სისწრაფის სამი სახეობა, კოორდინაცია, მოქნილობა, ფეთქებადი ძალა, გამძლეობის სამი სახეობა... მოკლედ, ბევრი პარამეტრია, რომელშიც ტესტირება აუცილებელია და ბავშვის შესაძლებლობაზე რეალურ წარმოდგენას გვიქმნის.

ბოლოს "სუმგაითის" აკადემიაში ფიზმომზადების კოორდინატორი ვიყავი. სხვებისგან დაწუნებული ბავშვები მივიღე, რომლებზეც ხელი ჰქონდათ ჩაქნეული. მაგრამ მუშაობამ შედეგი გამოიღო და 19-წლამდელების 16 ფეხბურთელიდან 7 პრემიერლიგის გუნდში აიყვანეს", - ამბობს ჭეიშვილი.

გამოცდილი სპეციალისტი ამბობს, საქართველოში რატომ დაბრუნდა:

"აზერბაიჯანში ბევრი მეგობარი შევიძინე და წამოსვლა იოლი არ იყო. მაგრამ 12 წელი უცხოეთში საკმაოდ დიდი დროა და სულ მინდოდა, საქართველოში დავბრუნებულიყავი. ეს ადრეც ვთქვი, მაგრამ ფეხს ვითრევდი. და მაინც - დგება მომენტი, როცა წერტილი უნდა დასვა. ახლა ეს საბოლოოდ გადავწყვიტე. მინდა, ჩემი ცოდნა აქ გამოვიყენო და ბავშვების გაზრდას მოვახმარო. ჩვენთან უფრო ნიჭიერი ბავშვები არიან და დარწმუნებული ვარ, აქ ბევრ პერსპექტიულ ფეხბურთელს აღმოვაჩენ და დავაწინაურებ.

მაგალითისთვის გეტყვით: ბავშვი 19 პარამეტრს თუ აკმაყოფილებს, ის ტოპტალანტია. აზერბაიჯანულ გუნდში 16 მოთამაშიდან, რომლებიც 18-18 წლისანი არიან, საშუალო მაჩვენებელი მხოლოდ 7-ს აღმოაჩნდა. საქართველოში ჩამოსული, ბათუმში მიმიწვიეს და გაოცებული დავრჩი. 36 ბავშვიდან 9 - A კატეგორიის მოთხოვნებს აკმაყოფილებდა! ეს ტოპმოთხოვნა არ არის, მაგრამ გასაოცარი მაჩვენებელია. ტესტირების შედეგებიც ადასტურებს, რომ საქართველოში ტალანტები არიან".

ბევრი თვლის, რომ ფიზმომზადება ფინანსებთან პირდაპირ კავშირშია. ჭეიშვილს ამაზეც ვკითხეთ:

"ფეხბურთელის ფიზმომზადება ბავშვობიდან არის საჭირო, თანაც, ეტაპობრივად და მიზანმიმართულად. ბავშვებში არც ისეთი საგანგაშო თანხაა საჭირო, როგორც საქართველოში ამბობენ. პროფესიულ დონეზე კი საუკეთესო პირობები, თანამედროვე ვიტამინიზაცია და აღდგენებია საჭირო. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენს პირობებშიც მოთამაშეებს უკეთ უნდა ამზადებდნენ.

საქართველოს ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელის, შვარტნერის კომენტარს გვეცანი და ვეთანხმები - ამ სფეროში ცოდნა და ევროპული გამოცდილების გაზიარება ჰაერივით გვესაჭიროება. აბსოლუტურად ვეთანხმები იმაშიც, რომ ფეხბურთი მთელ მსოფლიოში ძალიან სწრაფად ვითარდება, ჩვენ კი კონკურენციას იმიტომ ვეღარ ვუწევთ, რომ თანამედროვე მოთხოვნებს კარგად არ ვიცნობთ".

მას აზერბაიჯანის ჩემპიონ "ყარაბაღის" წლევანდელ გამოსვლაზეც ველაპარაკეთ:

"მიხარია, რომ ჩვენმა მეზობლებმა და მეგობრებმა ამდენს მიაღწიეს. ამავე დროს, მათ მიღწევაში ჩვენი საკლუბო ფეხბურთის მომავალს ვხედავდი. რეალურად, ეს წარმატება ლეგიონერების დამსახურებაა, ადგილობრივებში კი გამორჩეულ მოთამაშეს იშვიათად ნახავ. კლუბები რომ აღარ დააფინანსონ, ცხადია, ამ დონის გუნდები არ ეყოლებათ.

ჩვენთან უფრო ნიჭიერი ბავშვები არიან და 4-5 ძლიერი ლეგიონერით იმავე დონის გუნდების ჩამოყალიბება ჩვენთვის უფრო ადვილი იქნება. მაგრამ საქმეც ისაა, რომ ამ ძლიერ ლეგიონერებს დიდი ფული უნდათ. ამიტომ უკეთესი იქნება, საკუთარ ტალანტებს მივხედოთ, გავზარდოთ და მოვღონიერდებით".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მომატებული 5 კილოგრამი ასე დავიკელი" - პეპ გვარდიოლა
"გუნდი არ ვიყავით, ყველა თავისთვის თამაშობდა" - ვიტინიამ მესი-ნეიმართან ერთად თამაშის პერიოდი გაიხსენა
"დაკარგული ჯერ არაფერია. "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის მსგავსად უნდა იმოქმედოს" - ჯეიმი კარაგერმა მერსისაიდელებს რჩევა მისცა
[VIDEO] პსჟ-ს ფეხბურთელებმა დემბელეს დასცინეს
საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2025 წელი შეაჯამა
GFF Awards 2025 - საუკეთესო ფეხბურთელად კვარაცხელია დაასახელეს
[VIDEO] ემერიმ "სტემფორდ ბრიჯზეც" მოიგო - "ასტონ ვილას" ბრწყინვალე სერია და უოტკინსის უნიკალური რეკორდი!
გოგლიჩიძე განაცხადში არ იყო - "უდინეზე" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] რონალდოს დუბლი და "ალ ნასრის" გამარჯვება პორტუგალიურად
[VIDEO] "ლივერპულმა" აუტსაიდერს სძლია და მეოთხე პოზიციაზე დამკვიდრდა
ELIGA AWARDS 2025 | გამარჯვებულები
საზონოვი არ ათამაშეს - "ტორინო" "კალიარისთან" დამარცხდა
კვერნაძის "ფროზინონეს" წაუგებელი სერია გრძელდება
ხმები ჩემამდეც მოვიდა, მაგრამ... გია ცეცაძე ვლადიმირ ვაისის თანაშემწედ?
პირველი და მეორე ლიგის ფიზმომზადების მწვრთნელებისთვის სემინარი ჩატარდა
ქართველი მწვრთნელი აზერბაიჯანში - გუნდი უფულობამ დაშალა
"სუმგაითის" აკადემიაში ქართველი სპეციალისტი ვასილ ჭეიშვილი იმუშავებს
რომან შვანტნერი: ეს ქართველ ფეხბურთელთა არასწორი განვითარების ბრალია
საქართველოს ნაკრები: მზადება დაიწყო, ვაისის ასისტენტები ცნობილია [VIDEO+PHOTO]
ქართველი მწვრთნელები უცხოეთში - რატომ არ ვიყენებთ რესურსს?