დღეს ტაი ბრეიკების დღეა. მეორე რაუნდის პირველი პარტიები ხვალ გაიმართება
სასტუმრო "ჰუალინგ პრეფერენსის" დარბაზში მოჭადრაკე ვაჟთა მსოფლიოს თასის მონაწილეებმა გუშინ პირველი ეტაპის მეორე ტურის შეხვედრები გაითამაშეს.

ახალგაზრდა ესპანელ ივან სალგადო ლოპესთან ბაადურ ჯობავას განმეორებითი პარტიაც ყაიმით დასრულდა და ანგარიშია 1:1. მეორე რაუნდში გამსვლელის ვინაობას დღეს ტაი ბრეიკი დაასახელებს: მეტოქეები ჯერ რაპიდის ორ პარტიას ითამაშებენ, თუ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, მერე გამარჯვებული ბლიცებში გაირკვევა.

მსგავსი მდომარეობაა იუ იანისა (ჩინეთი) და ამირეზა პურამეზანალის (ირანი) დაპირისპირებაში. სწორედ ამ წყვილში წარმატებული მეორე რაუნდში ჯობავა-სალგადოს შორის უძლიერესს შეხვდება.

დანარჩენი სამი ქართველი მოჭადრაკე შეჯიბრებას გუშინვე გამოეთიშა: ნანა ძაგნიძე მეორე პარტიაში ანიშ გირს (ჰოლანდია) დაუზავდა, მაგრამ მინიმატჩში ნიდერლანდელმა 1,5:0,5 გაიმარჯვა. მეორე წრეში მას მეტოქეობას რუსი ალესანდრ მოტილიევი გაუწევს.

ლევან ფანცულაიამ იან-კშიშტოფ დუდასთან (პოლონეთი) მეორე პაექრობაც დათმო. ეს უკანასკნელი მომდევნო ეტაპზე ვასილი ივანჩუკსა (უკარინა) და მურაზ კაჟგალიევს (ყაზახეთი) შორის უძლიერესს დაელოდება.

მიხეილ მჭედლიშვილმა ერნესტო ინარკიევთან (რუსეთი) მეორე ორთაბრძოლა ზავით კი დაასრულა, მაგრამ ორი პარტიის ჯამში 0.5:1.5 დამარცხდა. კუბელი ბაკალაო ალონსო და რუსი ვლადიმირ ფედოსეევი ტაი ბრეიკში ხვდებიან ერთმანეთს.

მსოფლიოს ჩემპიონმა მაგნუს კარლსენმა (ნორვეგია) იოლად დაამარცხა ოლიბაფემი ბალაგური (ნიგერია). მეორე წრეში იგი რუს ალექსეი დრეევთან გაარკვევს ურთიერთობას. 16 წლის ავსტრალიელმა ანტონ სმირნოვმა გუშინდელ პარტიაშიც ქულა გაიყო სერგეი კარიაკინთან (რუსეთი).

ქალთა შორის მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ჰოუ იფანმა პოლონელი კასპერ დიორენი დაჯაბნა (1,5:0,5) და მეორე რაუნდში სომეხ ლევონ არონიანს დაუპირისპირდება.

პირველ წრეში დამარცხებულები 6-6 ათას დოლარს მიიღებენ.

დღეს ტაი ბრეიკების დღეა. მეორე რაუნდის პირველი პარტიები ხვალ გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფოთში XIX საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "ნანა ალექსანდრიას თასი 2026" გაიმართა
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა
ნანა ძაგნიძე რაპიდში მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორია
ნანა ძაგნიძემ მიუნხენის გრან-პრის მეორე ეტაპზე წარმატებით იასპარეზა
ქართული ჭადრაკის დიდი წარმატება: ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან პრი მოიგო!
ნანა ძაგნიძე მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგ-სიის ათეულშია
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
120 ათასი დოლარი მოგებულს - თბილისი მსოფლიოს ელიტას მასპინძლობს
ნანა ძაგნიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ელვისებურ ჭადრაკში ერთპიროვნულად გაიმარჯვა
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: ბაადურ ჯობავა არმაგედონს გადაურჩა
"დიდი მადლობა მათ" - ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან-პრიზე გამარჯვება ამირან გამყრელიძესა და ექიმებს მიუძღვნა
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: ცუდი სტარტი
ფიდემ მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა
ბაადურ ჯობავამ ლისაბონის საერთაშორისო ტურნირზე მეოთხე ადგილი დაიკავა
ნანა ძაგნიძის ბრინჯაო და ლევან ფანცულაიას სენსაცია
11-დან 10 ქულა - ქართველი მოჭადრაკის წარმატება
ქართველი მოჭადრაკე მსოფლიო პირველობას ლიდერობს
არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესოები გამოვლინდნენ - ძაგნიძე, შარიქაძე...
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: მაგნუს კარლსენი თბილისში გვეწვევა
4 ყაიმი უძლიერეს მეტოქეებთან - ქართველი მოჭადრაკე ლიდერებში
თბილისი. მსოფლიოს თასი: საქართველოს ღირსებას ოთხი მოჭდარაკე დაიცავს