საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები თბილისიდან ნანტისკენ დღეს, გამთენიისას დაიძრა
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები თბილისიდან ნანტისკენ დღეს, გამთენიისას დაიძრა. კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი დანიშნულების ადგილამდე სამი გადაჯდომით, თბილისი-სტამბოლი-პარიზი-ნანტის ავიარეისით ჩააღწევს.

შეგახსენებთ, ნაკრებს გამოაკლდა ლიდერი და საუკეთესო ბომბარდირი ბაჩანა არაბული, რომელიც ორიოდე დღის წინ ვარჯიშზე დაშავდა.

ნაკრების მთავარ მწვრთნელს საელიტრაუნდე განაცხადში შეყვანილი ფეხბურთელების მოკლე დახასიათება ვთხოვეთ.

მეკარეები:

გაბრიელ თებიძე (ოლიმპი)

კარგი მონაცემები აქვს, გამოირჩევა ტექნიკით, ფეხით კარგი თამაშითა და მოედნის ხედვით. მისგან მეტ ლაპარაკს, ანუ თანაგუნდელებთან აუცილებელ კონტაქტს მოვითხოვდით და თებიძეც ამ ბოლო დროს უფრო ხშირად აძლევს მათ მითითებებს. უკეთ გამოსდის ბოლო მცველის პოზიციაზე თამაშიც.

პირველ ეტაპზე: 3 მატჩი, -2 გოლი

გიორგი ბერია (მერანი, მარტვილი)

იგი ნაკრებში სულ ახლახან დამკვიდრდა და მისი სახით თებიძეს ღირსეული შემცვლელი ჰყავს. საიმედოა კარის ხაზზე, უნდა იმუშაოს ტექნიკაზე.

მცველები

დავით მთივლიშვილი (ლოკომოტივი)

მარჯვენა მცველი. გამოირჩევა სისწრაფითა და შეტევაში აქტიური ჩართვით. დასახვეწი აქვს შეტევის დამამთავრებელ ფაზაში თამაში.

პირველ ეტაპზე: 3 მატჩი

სულხან კახიძე (შუქურა, ქობულეთი)

ცენტრალური მცველი. ტექნიკურია, გამოსასწორებელი აქვს თავით თამაში. მწვრთნელების მითითებით წონასაც მიხედა და ამით მისი სისწრაფე საგრძნობლად გაიზარდა.

პირველ ეტაპზე: 3 მატჩი

ნიკა სანდოხაძე (დინამოს აკადემია)

ცენტრალური მცველი, გუნდის კაპიტანი. ტანმაღალია, რაც ბურთთან "ურთიერთობაში" ხელს არ უშლის. ძლიერია "მეორე სართულზე" უნდა დახვეწოს ერთი-ერთზე თამაში.

პირველ ეტაპზე: 3 მატჩი

ცოტნე მონიავა (მერანი, მარტვილი)

მარცხენა მცველი. კლუბში ცენტრალურ ნახევარმცველად თამაშობს, ნაკრებში კი - დაცვის ფლანგზე, რაც, ბუნებრივია, მის უნივერსალიზმზე მეტყველებს. სწრაფია და გამოირჩევა გამძლეობით, მართებს თავით თამაშის გაუმჯობესება.

პირველ ეტაპზე: 3 მატჩი

დაჩი ცნობილაძე (ოლიმპი)

ცენტრალური მცველი. ტაქტიკურად კარგადა მოქმედებს - აზროვნებს და კარგად კითხულობს თამაშს. აქვს ლიდერის თვისებები, უნდა დახვეწოს “მეორე სართულზე” თამაში.

პირველ ეტაპზე: 2 მატჩი

სანდრო ჭიღვარია (ლოკომოტივი)

ცენტრალური მცველი. საჭიროების შემთხვევაში ასრულებს მარცხენა მცველის ფუნქციებსაც. გუნდში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფია, ძლიერია შეტევაში, აქვს კარგი დრიბლინგი. გუნდურ თამაშს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს.

პირველ ეტაპზე: 2 მატჩი

ნახევარმცველები

გოგი გოგიჩაიშვილი (ტორპედო)

ცენტრალური ნახევარმცველი. ფლობს ბურთს კარგად, აზრიანი თამაშით გამოირჩევა. კარგად ასრულებს სტანდარტულებს.

პირველ ეტაპზე: 3 მატჩი

ლუკას ჰუფნაგელი (ბაიერნი)

ცენტრალური ნახევარმცველი. ერთნაირად ძლიერია დაცვით და შეტევით მოქმედებებში. აქვს თამაშის წაკითხვის გამორჩეული უნარი.

პირველ ეტაპზე: 3 მატჩი

გურამ სამუშია (ბაია)

ფლანგის ნახევარმცველი. შეუძლია ორივე ფრთიდან შეტევა, ძლიერია ერთი-ერთზე, სწრაფია და კარგად ამწვავებს თამაშს. გასაუმჯობესებელი აქვს მარცხენა ფეხით თამაში.

პირველ ეტაპზე: 3 მატჩი

ნიკა დიასამიძე (ბათუმი)

ფლანგის ნახევარმცველი. უნივერსალია, თამაშობს ცენტრშიც და ორივე ფლანგზეც. მობილური და დაუღლელია, გამოირჩევა სისწრაფითა და არაორდინარული გადაწყვეტილებებით. აქტიურია შეტევაში, დაცვისას კი მეტი ენერგიულობა მართებს.

პირველ ეტაპზე: 2 მატჩი

ავთანდილ ენდელაძე (ბაია)

ცენტრალური ნახევარმცველი. აქვს კარგი დრიბლინგი და ძლიერი დარტყმა, კარგად ასრულებს სტანდარტულებს.

პირველ ეტაპზე: 3 მატჩი

შალვა ექვთიმიშვილი (35-ე საფეხბურთო სკოლა)

ცენტრალური ნახევარმცველი. არ ერიდება ორთაბრძოლაში შესვლას. აქვს თამაშის ხისტი მანერა. გუნდს ზამთარში შეუერთდა და ადაპტირება არ გასჭირვებია.

თავდამსხმელები

თემურ მარკოზაშვილი (მერანი, თბილისი)

უკანდახეული თავდამსხმელი. თამაშობს მოედნის სიღრმიდან, სწრაფია, აქვს კარგი დრიბლინგი. ბურთს კარგად ინარჩუნებს და დიდი მოცულობის სამუშაოს ასრულებს.

პირველ ეტაპზე: 3 მატჩი

გიორგი ფანცულაია (ოლიმპი)

ცენტრფორვარდი. კარგად თამაშობს ორივე ფეხით, აქვს საგოლე ალღო. მოეთხოვება მეტი მოძრაობა უბურთოდ და უფრო გუნდური თამაში.

პირველ ეტაპზე: 1 მატჩი

ნიკა ტარყაშვილი (ბეერსხოტი)

ცენტრფორვარდი. ბელგიაში მოთამაშე ნაკრებს სულ ახლახან შეუერთდა. სწრაფი თავდმსხმელია, მეტოქის საჯარიმოში გამუდმებით ეძებს თავისუფალ სივრცეებს.

ბუდუ ზივზივაძე (35-ე საფეხბურთო სკოლა)

ცენტრფორვარდი. ნაკრების განაცხადში არაბულის ტრავმის გამო მოხვდა. ძალისმიერი ფეხბურთელია, თამამად იღებს გადაწყვეტილებებს. მეტი უნდა იაზროვნოს და ისწავლოს დროულად და გონივრულად გახსნა.

[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ტონი კროოსმა ისტორიაში 5 საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...