„ჩელსის“ მეპატრონე რომან აბრამოვიჩი „მანჩესტერ სიტისთან“ „ბაზრის ომში“ მეტოქისთვის დიდი დარტყმის მისაყენებლად მოემზადა:

„ჩელსის“ მეპატრონე რომან აბრამოვიჩი „მანჩესტერ სიტისთან“ „ბაზრის ომში“ მეტოქისთვის დიდი დარტყმის მისაყენებლად მოემზადა: ბრაზილიელი რამირესის 20 მილიონ ფუნტად (23,8 მილიონი ევრო) დაბევება რას მეყოფაო და პორტუგალიელებს ახლა 27 მილიონი ფუნტით (32,25 მილიონი ევრო) მიადგა — მათგან მცველი დავიდ ლუიშიც უნდა რომ შეიძინოს. ამ ამბავმა საფეხბურთო ევროპას მოაგონა ის დღეები, როდესაც რუსი მილიარდელი პირველად მივიდა „სტემფორდ ბრიჯზე“ და დაუნანებლად დაიწყო ფულის ხარჯვა. როგორც ჩანს „ლურჯების“ მწვრთნელს კარლო ანჩელოტის თავისი გუნდის გადახალისება სურს და საამისოდ ბრაზილიელ ახალგაზრდათა ჯგუფს დაუწყო შერჩევა.

ინგლისურ პრესაში „ჩელსის“ მეპატრონის ნაბიჯს ექსტრავაგანტური უწოდეს და იქვე აღნიშნეს, რომ, ის რასაკვირველია, „მანჩესტერ სიტისთვის“ სილის გაწნის ტოლფასია. მოგეხსენებათ, შეიხი მანსურის მილიონების წყალობით, დღემდე, სატრანსფერო ბაზარზე რობერტო მანჩინის კლუბი ლიდერობდა. ისტლენდერებს უკვე 80 მილიონ ფუნტამდე აქვთ დახარჯული, თუმცა ზაფხული ჯერ არ გასულა და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მათ დასავლეთ ლონდონელები სერიოზულ კონკურენციას გაუწევენ. ყოველ შემთხვევაში, რამირესის ამბავზე „ლურჯებმა“ ისეთი პრინციპულობა გამოიცინეს, გეგონება მათი გუნდის მომავალი მხოლოდ ამ ნახევარმცველის ყოდვა-არ ყიდვაზე ყოფილიყო დამოკიდებული. რამირესი, მოგეხსენებათ 23 წლის არის და რაიმე ბოლო წამის გაუგებრობა რომ არ მოხდეს, „ჩელსი“ მასთან ურთიერთობას როგორც ფაქტობრივად, ასევე იურიდიულად ამ კვირის ბოლოსკენ გაარკვევს. ამწუთას, მსოფლიოს ჩემპიონატზე დამაშვრალი ნახევარმცველი ისვენებს.

თუმცა, კაცმა რომ თქვას, მომავალ სეზონში „ჩელსის“ თამაში სწორედ ნახევარმცველებზე იქნება დიდად დამოკიდებული. მიხაელ ბალაკი ლევერკუზენის „ბაიერში“ გადავიდა, დეკუ ბრაზილიურ „ფლუმინენსეში“ მიდის... შემცვლელებია საჭირო.

რაც შეეხება ლუიშს, ის რამირესის ტოლი გახლავთ და ბრაზილიაში ნაკრების ერთ-ერთ მომავალ ვარსკვლავად მიიჩნევენ. აქამდე ლუიში ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშით აწონებდა მსოფლიოს თავს და „ბენფიკაშიც“ თვალშისაცემი გახლდათ. გასულ სეზონში ლისაბონელებმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველად მოიპოვეს პორტუგალიის ჩემპიონის ტიტული და ამ საქმეში მცველმა, რომლის ყიდვაც „ჩელსის“ მოსდომებია, დიდი წვლილი შეიტანა.

როგორც მას-მედია წერს, დასავლეთ ლონდონელებმა ლუიშის ყიდვა მას მერე მოიწადინეს, რაც მისი თანამემამულე ალექსი დაკარგეს მთელი თვით — ალექსმა ბარძაყი იტკინა. თან, თუ ლუიშს იყიდიან „ლურჯები“ თამამად შეელევიან პორტუგალიელ ცენტრალურ მცველ რიკარდუ კარვალიუს, რომელსაც „რეალში“ თავის ყოფილ მენტორთან ჟოზე მოურინიოსთან სდომებია გადასვლა. სხვათაშორის, კარვალიუს ყიდვა „რეალის“ გარდა „ლივერპულის“ ყოფილ მწვრთნელს რაფა ბენიტესსაც უნდა. მოგეხსენებათ, ბენიტესი „ინტერს“ ჩაუდგა სათავეში და სწორედ ზემოხსენებული მოურინიოს წასვლის შემდეგ ახალი გუნდის შექმნას ცდილობს.

და კიდევ შეგახსენებთ, რომ „ჩელსის“ „სანტოსისგან“ 18 წლის ნეიმარის ყიდვაც უნდა — 20,3 მილიონ ევროს იხდის — და თუ ეს ტრანსფერიც გამოუვიდა, შესაძლოა ახალ სეზონში დიდი „სამბა გააჩაღოს“.

ხოლო გუნდის მთავარი თავდამსხმელი დიდიე დროგბა სავარაუდოდ სეზონის დასაწყისს გამოსტოვებს. კოტ დივუარელმა საზარდულის მსუბუქი ოპერაცია გაიკეთა და სამი კვირა მოშუშებასა და ძალების აღდგენას სჭირდება. სხვა სიტყვებით, დროფბა არ იქნება ეგრეთწოდებულ „ქომუნითი შილდის“ ანუ ინგლისის სუპერთასის თამაშზე „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ. დროგბა ვერც 14 აგვისტოს პრემიერლიგის პირველი ტურის შეხვედრაში „ვესტ ბრომვიჩთან“ გავა მოედანზე. შეგახსენებთ, რომ მისი გადაბირება კვლავ და კვლავ „მანჩესტერ სიტის“ უნდოდა.

"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა