ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ლაშა გამყრელიძე: ვითამაშოთ ლიტვაში, ისე, როგორც საქართველოში

ლაშა გამყრელიძე: ვითამაშოთ ლიტვაში, ისე, როგორც საქართველოში

"გინესის" ქართველი კალათბურთელის აზრით, ევრობასკეტზე გადამწყვეტი ბელგიასთან მატჩი იქნება
საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი ლაშა გამყრელიძე არათანაბარ სეზონს ატარებს. გერმანიის ჩემპიონატის დასაწყისში იგი "გისენის" სასტარტო პლეიმეიქერი იყო და ბოლო წამებზე მისი დამაჯერებელი თამაშის წყალობით გუნდმა არაერთი მატჩი მოიგო. თუმცა ნოემბრის ბოლოდან "გისენს" წაგებები დასჩემდა და მწვრთნელმა გამოსავლის ძიება დაიწყო.

ხუთეულიდან ლაშა ამოაგდო, თუმცა ამ ნაბიჯმა არ გაამართლა - "გისენმა" თამაში ვერ გამოასწორა და წარუმატებლობას ვლადიმირ ბოგოიევიჩის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადაყენება მოჰყვა. მის ნაცვლად გუნდის საჭე ამერიკელმა სტივენ კეიმ ჩაიბარა, თუმცა გამყრელიძე მის ხელშიც არ თამაშობდა. მიზეზი არა მწვრთნელთან უკმაყოფილება, არამედ ტრავმა იყო - ლაშას ფეხის კუნთი ჰქონდა დაზიანებული და მის დაბრუნებას მომავალი კვირისთვის ველოდით, მაგრამ მოსალოდნელზე ადრე, ზუსტად ორთვიანი შესვენების შემდეგ (20 იანვრის მერე არ უთამაშია) 20 მარტს "ბრემერჰავენის" წინააღმდეგ მოედანზე 15 წუთით გამოჩნდა (5 პასი შეასრულა).

- სხვათა შორის, მეც არ მეგონა, ასე მალე თუ ვითამაშებდი. თავდაპირველი დიაგნოზის მიხედვით კიდევ ერთი კვირა უნდა მემკურნალა და ვარჯიშიც მას მერე უნდა დამეწყო. თუმცა კომპიუტერულმა შემოწმებამ უჩვენა, რომ ფეხი მწყობრშია და მეც 13 მარტიდან შევუდექი ვარჯიშს. ნელ-ნელა ვიტვირთებოდი. "გისენმა" პარასკევს ითამაშა, მაგრამ არ მითამაშია - მატჩისთვის მზად არ ვიყავი. ნამდვილად არ მეგონა, თუ მწვრთნელი კვირას, 20 მარტს "ბრემერჰავენის" წინააღმდეგ მათამაშებდა, მაგრამ განაცხადშიც შემიყვანა და 15 წუთიც მომცა.

- მხოლოდ ერთი სამქულიანი ისროლე. როცა სათანადო ფორმაში არ ხარ, ეს პირველ რიგში სროლის სიზუსტეზე ისახება.

- ასეა. ის სამქულიანიც ერთ-ერთი მეოთხედის ბოლო წამზე ცენტრიდან ვისროლე. ამასთან, მატჩისას ერთხელაც არ აღმოვჩნდი სასროლ პოზიციაზე... ფორმაში არყოფნა არა მხოლოდ სროლაზე, არამედ კალათბურთელის ფზიქოლოგიაზეც მოქმედებს - სათანადო კონდიციებში რომ ხარ, ენერგიაც საკმარისად გაქვს, თამამადაც უტევ და თავისუფლადაც თამაშობ.

- მოასწრებ სეზონის ბოლომდე სასურველ ფორმაში ჩადგომას?

- გერმანიის ჩემპიონატის რეგულარული ეტაპის დასრულებამდე 5 მატჩია დარჩენილი - აპრილის შუაში ვამთავრებთ. სამწუხაროდ, "გისენი" საუკეთესო რვა გუნდს შორის ვერ მოხვდება, შესაბამისად ვერც პლეი ოფში ითამაშებს.

- წინა მწვრთნელთან საქმე ვერ აეწყო. სტივენ კეისთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?

- მასთან მეგობრულად ვარ. პრობლემა არ მაქვს. თუმცა, რამდენს მათამაშებს ჯერ არ ვიცი. ზამთარში, ტრავმა რომ მივიღე ამერიკელი გამთამაშებელი ჯორდანი დაიმატეს. ახლა მთავარი პლეიმეიქერი ისაა, მე - მეორე ვარ. სხვათა შორის, ჯორდანთან ერთად შარშან "მიტელდოიჩერში" ვთამაშობდი. გასული სეზონის დასრულების შემდეგ "გისენში" გადმოვედი, ის კი "დოიჩერში" დარჩა. თუმცა ამ ზამთარს კლუბის დატოვება გადაწყვიტა და "გისენმა" აიყვანა.

- მწვრთნელის ცვლილებას გუნდში კიდევ რა გადაადგილებები მოჰყვა?

- ძირითადად ტაქტიკა შეიცვალა. ამერიკელი მწვრთნელი სწრაფ თამაშს არ აღიარებს. თუმცა არა უშავს, დარჩენილ ხუთ თამაშში მთავარი კონდიციების გაუმჯობესებაა.

- "გისენი" სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზეა. საწყისი 7 ტურის შემდეგ კი ზედა ოთხეულში იყავით. ამ მაჩვენებლების მიხედვით ძნელია გუნდის რეალურ ძალაზე მსჯელობა. "გისენს" შეეძლო პლეი ოფისთვის ბრძოლა?

- სეზონი შესანიშნავად დავიწყეთ. ვიგებდით როგორც შინ, ასევე სტუმრად. თუმცა, ჯერ "ბამბერგთან" 1 ქულის სხვაობით წავაგეთ, ამას მეორე მარცხი მოჰყვა და მწვრთნელის კალათბურთელებისადმი მიდგომა შეიცვალა. თუ თავიდან თავისუფლად ვთამაშობდით, შემდეგში მწვრთნელი ჩარჩოებში გვსვამდა: ამ ეპიზოდში არ შეუტიო, არ ესროლოო... მოთამაშეს ფარქვეშ შესვლას და სროლას რომ აუკრძალავ, მისგან დადებითს ვერ მიიღებ. ამან გუნდის ფსიქოლოგიაზე უარყოფითად იმოქმედა.

იყო მატჩი, მესამე პერიოდში 15 ქულით დავწინაურდით, მაგრამ ბოლო მეოთხედში დავმარცხდით. ეს ფსიქოლოგიის ბრალია. ბოლო წამებზე 3-4 მატჩი წავაგეთ. სხვათა შორის, ოთხი შეხვედრა რომ მოგვეგო, ახლა საპლეიოფო ზონასთან ახლოს ვიქნებოდით.

ევრობასკეტი

- ახლა სხვა მწვრთნელზე გკითხავ - საქართველოს ნაკრების თავკაც იგორ კოკოშკოვთან თუ გაქვს კონტაქტი?

- ერთმანეთს ახალი წელი მივულოცეთ. მას მერე არ შევხმიანებულვართ. საქართველოს ნაკრების მოსამზადებელი გეგმა რომ დადგინდება, მაშინ დავილაპარაკებთ. კალათბურთელებთან კი ხშირი ურთიერთობა მაქვს - ნაკრებში ხომ სულ მეგობრები ვართ.

- ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაანალიზებული გეყოლება...

- ჯერ ქვედა დივიზიონში ვამბობდით ყველა მატჩი უნდა მოვიგოთო, ასეთივე მიზნები გვქონდა A ლიგაში გადასვლის შემდეგაც. ახლა ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებთ. მეტოქეთა სიძლიერის მიხედვით თამაშები ნელ-ნელა რთულდება და ევრობასკეტზე ყველა შეხვედრის მოგება წარმოუდგენელია. იქ ხომ ევროპის რჩეული გუნდები ითამაშებენ. ავიღოთ თუნდაც ბელგია, რომელიც შარშანაც კარგად აწყობილი, ძლიერი მსროლელებით დაკომპლექტებული გუნდი იყო.

წლეულს არანაკლები იქნება და იტალიას, ან საფრანგეთს რომ შეხვდეს, არ გამიკვირდება თუ მოუგებს. რუსეთისა და სლოვენიის ნაკრებების სიძლიერეზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ეს ორი გუნდი ყველა ევროპის ჩემპიონატზე ფავორიტად ითვლება. აქედან გამომდინარე სერიოზულად უნდა მოვემზადოთ, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. ახალგაზრდული გუნდი ვართ, ევროპის ჩემპიონატზე პირველად გავდივართ და სხვების გამოცდილება ორმაგი მომზადებითა და მონდომებით უნდა გადავფაროთ. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღმერთის წყალობით ყველა ჯანმრთელად იყოს.

- ერთ საკითხზეც გავამახვილებ ყურადღებას - საქართვლოს ნაკრები შინ უკეთესად თამაშობს, ვიდრე სტუმრად...

- შარშან ორი მეტოქე მისსავე მოედანზე დავამარცხეთ - ბულგარეთი და პორტუგალია. თუმცა, ისიც მართალია, რომ თბილისში, სავსე ტრიბუნების წინაშე უკეთესად ვთამაშობთ, ვიდრე სტუმრად. უნდა ჩავთვალოთ, რომ ლიტვაში კი არა, საქართველოში ვართ, ფსიქოლოგიური ბარიერიც დავძლიოთ. რაშიც, იმედია გულშემატკივარიც დაგვეხმარება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჯგუფიდან გასასვლელად. სამეულში მოხვედრა ბევრად იქნება დამოკიდებული პირველ მატჩზე (ბელგიასთან, 31 აგვისტოს). იმ შეხვედრის წაგება არ შეიძლება. ახლა მე გკითხავ - საქართველოს ჩემპიონატის რომელიმე გუნდი გაისად ევროთასებზე გასვლას არ აპირებს? ნაკრები ევრობასკეტზე თამაშობს და ქართულ კლუბებს ევროპაში არავინ იცნობს...

ევროთასები

- ევროჩელენჯზე თამაშის სურვილი სამ გუნდს გააჩნია...

- ძალიან კარგი! ბოლო წლებში საქართველოდან ევროთასებზე ერთი კლუბიც არ გამოჩენილა. ეს ჩვენს კალათბურთზე დადებითად ნამდვილად არ ისახებოდა. თუ ევროჩელენჯზე ერთბაშად სამი გუნდი გავა, ამას რა აჯობებს. ოღონდ, სერიოზული მიდგომაა საჭირო - კარგი ლეგიონერების მოწვევა, სათანადო მომზადება და ერთმაც თუ შეაღწია ჯგუფურ ეტაპზე, შესანიშნავი იქნება.

"ენერჯიში" რომ ვთამაშობდი, ორჯერ გავედით ევროჩელენჯზე, მაგრამ უცხოელები დაგვიანებით ჩამოიყვანეს, თან რამდენიმემატჩიანი კონტრაქტები ჰქონდათ. ასეთ შემთხვევაში ამერიკელი უმთავრესად საკუთარ სტატისტიკაზე იზრუნებს. საჭიროა კარგი უცხოელის დროულად ჩამოყვანა და სეზონის ბოლომდე დატოვება.

- სუპერლიგის თამაშებს თუ ადევნებ თვალს გერმანიიდან?

- მიხარია, რომ მდგომარეობა უმჯობესდება. გუნდებში ფული გაჩნდა და პლეი ოფებიც საინტერესოდ წარიმართება.

- გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს ამავე სეზონში საქართველოს ჩემპიონატში აპირებ კარიერის გაგრძელებას.

- ქართული კლუბებიდან ინტერესი არავის გამოუხატავს. თუმცა, ასეც რომ ყოფილიყო, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "გისენთან" კონტრაქტი მაკავშირებს. გერმანიაში სეზონს რომ დავასრულებ, თუ მოესწრება, საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნება საინტერესო იქნება...

დოსიე

დაიბადა: 4.2.1986

სიმაღლე: 183 სმ

წონა: 83 კგ

პოზიცია: გამთამაშებელი

გუნდი: გისენი (გერმანია)

კარიერა

2002 - თსუ

2003 - აკადემია

2004-05 - დინამო

2005-06 - პანტერსი (ავსტრია)

2006-09 - ენერჯი

2009-10 - მიტელდოიჩერი (გერმანია)

2010-11 - გისენი (გერმანია)

მიღწევები

2007, 2008, 2009 - საქართველოს ჩემპიონი

2009 სუპერლიგის საუკეთესო კალათბურთელი

2005 წლიდან საქართველოს ნაკრების წევრი (30 მატჩი).

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი

საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს

მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!