საქართველოს ქალ კალათბურთელთა ჩემპიონატში მეორე ტურის მატჩებს თბილისის ნაცვლად რუსთავმა უმასპინძლა

საქართველოს ქალთა ჩემპიონატში მეორე ტურის მატჩები გაიმართა. შეგახსენებთ, რომ გუნდები ტურობრივი სისტემით ერთ ქალაქში იკრიბებიან და სამი დღის განმავლოაში ამდენივე მატჩს ატარებენ.

მეორე ტური თბილისში იყო დაგეგმილი, მაგრამ აკადემიის დარბაზის არასათანადო გათბობის გამო ბოლო მომენტში რუსთავში გადაიტანეს.

თუ ქუთაისში გამართულ პირველ ტურში სომეხი ლეგიონერებით გაძლიერებულმა "ზესტაფონმა" სამივე შეხვედრა მოიგო, რუსთავური ტურის შემდეგ დაუმარცხებელი აღარავინაა.

ზესტაფონელებმა "რუსთავთან" 54:56 დათმეს. ეს ყველაზე დრამატული შეხვედრა გამოდგა. მეოთხე ათწუთეულის წინ იმერლები 9 ქულით იგებდნენ და ვარაუდობდნენ, რომ მორიგ გამარჯვებას მიითვლიდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში რუსთაველებმა დიდებულად ითამაშეს. მატჩის გმირი ხათუნა საჯაია გახდა, რომელმაც ამ შეხვედრაში 8 ქულა მოაგროვა, რვავე ბოლო მეოთხედში. გადამწყვეტი ორქულიანიც მის ანგარიშზე იყო - 56:54.

მეორე წრის კიდევ ერთ საინტერესო შეხვედრაშიც "ზესტაფონი" მონაწილეობდა. თსუ-სთან თამაში თანაბრად წარიმართა, თუმცა ბოლო მეოთხედში ზესტაფონელებმა იძალეს, პერიოდი 24:16 მოიგეს და საბოლოო გამარჯვებაც მათ დარჩათ. ზესტაფონელთა ბომბარდირი ანა ბაღდოსიანი (26 ქულა) გახდა, რომელმაც 5 სამიანი ჩააგდო. გადამწყვეტ ეპიზოდში თიკო ფოცხვერაშვილმა იყოჩაღა. მან ბოლო პერიოდში 10 ქულა მოაგროვა.

მომდევნო ტური აპრილის შუა რიცხვებში, სავარაუდოდ, თბილისში გაიმართება.

რუსთავი

რუსთავი-თსუ 53:83

16:17, 11:14, 10:25, 16:27

რუსთავი: აბულაძე (10ქ), მიქაძე (8ქ)...

თსუ: კომლაძე (24ქ), ჩეკურიშვილი (15ქ)...

ზესტაფონი-ქუთასი 78:44

23:9, 26:13, 15:13, 14:9

ზესტაფონი: პეტროსიანი (12ქ), ბაღდოიანი (12ქ), ჭურაძე (10ქ)...

ქუთაისი: ფესტვენიძე (12ქ), ალანია (9ქ)...

რუსთავი-ქუთაისი 73:45

21:14, 15:12, 14:11, 23:8

რუსთავი: საჯაია (22ქ), ფუტკარაძე (17ქ)...

ქუთაისი: გვილავა (12ქ), ნ. ჟორჟოლიანი (10ქ)...

ზესტაფონი-თსუ 65:51

11:9, 18:13, 12:13, 24:16

ზესტაფონი: ბაღდოიანი (26ქ), მამიკონიანი (12ქ), ფოცხვერაშვილი (10ქ)...

თსუ: ჩეკურიშვილი (11ქ), კომლაძე (11ქ), სიდამონიძე (8ქ)...

თსუ-ქუთაისი 71:39

18:8, 21:7, 16:12, 16:12

თსუ: ურუშაძე (20ქ), მ. ჟორჟოლიანი (13ქ), მაისურაძე (8ქ), წიქორიძე (8ქ)...

ქუთაისი: ნ. ჟორჟოლიანი (12ქ), მაღლაკელიძე (7ქ)...

ზესტაფონი-რუსთავი 54:56

11:10, 18:17, 9:12, 16:27

ზესტაფონი: პერტოსიანი (13ქ), ბაღდოიანი (10ქ), ფოცხვერაშვილი (10ქ)...

რუსთავი: ფუტკარაძე (21ქ), აბულაძე (15ქ), საჯაია (8ქ), სირბილაძე (8ქ)...

გუნდი თ მ წ სხ ქ

1. ზესტაფონი 6 5 1 395:308 11

2. თსუ 6 4 2 402:292 10

3. რუსთავი 6 3 3 346:352 9

4. ქუთაისი 6 0 6 222:416 6.

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე