ჯამპიერო ვენტურას გასაჭირი
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრაში იტალიის ნაკრებმა ჩირო იმობილეს ერთადერთი გოლის წყალობით ისრაელს მოუგო. ეს გამარჯვება "სკუადრა აძურასთვის" განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ესპანეთთან განცდილი მტკივნეული მარცხის შემდეგ...

მატჩის შემდეგ იტალიის ნაკრების მწვრთნელმა ჯამპიერო ვენტურამ და ფეხბურთელებმა თამაში შეაჯამეს და უკმაყოფილო ქომაგებზეც ილაპარაკეს...

"ძალიან მძიმე თამაში გამოვიდა. ჩვენი მოწინააღმდეგე თითქმის მთელი 90 წუთის განმავლობაში თავს იცავდა. ეს იყო მატჩი, რომელშიც წინა პლანზე იდგა შედეგი და არა სანახაობრივი მხარე. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და საბოლოო ჯამში ეს მუშაობა იმით დაგვიფასდა, რომ სატურნირო აქტივს 3 ქულა შევმატეთ...

სამი დღის განმავლობაში თავდაუზოგავად ვემზადებოდით ამ მატჩისთვის და ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ამოცანა შესრულებულია. რა თქმა უნდა, იყო დეტალები, რომლებიც მეტ დაკვირვებას მოითხოვს ჩვენგან, მაგრამ გადაჭარბების გარეშე ვამბობ - კმაყოფილი ვარ. პირველ ტაიმში ისრაელმა ძალიან კარგად ითამაშა და მეორე ტაიმშიც იგივე ტემპი რომ შეენარჩუნებინა, გაცილებით მეტ პრობლემას შეგვიქმნიდა...

რა თქმა უნდა, მე გავიგონე შესვენებისას გულშემატკივართა უკმაყოფილო შეძახილები, მაგრამ როცა იტალიის ნაკრები გქვია და პირველ ტაიმში გოლი ვერ გაგაქვს, ამისთვის მზად უნდა იყო. ჩვენ ერთნაირი პატივისცემით უნდა მოვეპყრათ როგორც ფანების კრიტიკას, ისე მათ მიერ ნათქვამ საქებარ სიტყვებს...

როცა ამ თამაშს გავიხსენებ, პირადად მე აუცილებლად ჩავთვლი, რომ წინ გადავდგით ნაბიჯი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფზე. სხვანაირად წარმოუდგენელია", - განაცხადა ჯამპიერო ვენტურამ.

ჯანლუიჯი ბუფონის მოსაზრებასაც გავეცნოთ: "დიახ, ჩვენ გვესმოდა უკმაყოფილო შეძახილები, მაგრამ ჩვენ ვიცით ისიც, რომ იტალიას არ უყვარს ბურთის დიდხანს ფლობა. ესპანეთი თუ ბურთს ფლობს და 200 პასს აკეთებს, მაშინ მათ ტაშს უკრავენ, ჩვენთან კი ასე არაა...

მეორე ტაიმში ვცადეთ სიტუაციის ფორსირება, რადგან სხვა გზა აღარ გვრჩებოდა და ეს აშკარად გამოგვივიდა. ვფიქრობ, მთლიანობაში ვიმსახურებდით ამ გამარჯვებას. გუნდური სული და მიზნისკენ ლტოლვა ვაჩვენეთ...

რაც შეეხება ახალ, 4-4-2 ტაქტიკურ სქემას, მწვრთნელმა ასე გადაწყვიტა და ეს მხოლოდ მისი საქმეა. ჩემი აზრით, ის კარგად ერგება იტალიის ნაკრების ფეხბურთელების სათამაშო თვისებებს. ჩვენ პატივს ვცემთ ვენტურას არჩევანს".

მარკო ვერატიმ კი ეს თქვა: "ვერ დავეთანხმები იმ ფანებს, რომლებიც უსტვენდნენ. ვერც მათ პესიმიზმს გავიზიარებ. ფაქტია, ჩვენი ბევრი გულშემატკივარი მართლაც ძალიან პესიმისტურადაა განწყობილი და ეს მაშფოთებს. სანაკრებო ასპარეზზე ძალიან იშვიათადაა იოლი მატჩები. რაღა შორს წავიდეთ, ლუქსემბურგმა საფრანგეთთან არ წააგო. ჩვენ შეკრული და ორგანიზებული გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ...

ჩვენი ფანები ახლა არ არიან იმედიანად, მაგრამ საკმარისია, ერთი შეხვედრა მაინც ჩავატაროთ შედარებით უკეთესად, რომ ისინი ისევ რწმენით აღივსებიან. რა თქმა უნდა, ესპანეთი უფრო ახლოსაა ჯგუფის მოგებასთან, ვიდრე ჩვენ, მაგრამ ბრძოლას ვაგრძელებთ და ყველა შეხვედრაში მიზნად მხოლოდ სამი ქულის აღებას ვისახავთ".

ელიშა ლევი (ისრაელის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ძალიან კმაყოფილი დავრჩი იმ თამაშით, რომელიც ჩემმა გუნდმა აჩვენა. ჩვენ ხომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრების წინააღმდეგ ვიასპარეზეთ.

მაგალითად, დიდებული იყო მეკარე ჰარუში. მაკედონიასთან წაგების შემდეგ დიდი კრიტიკა დაგვატყდა თავს, მაგრამ დღეს მგონი, შევძელით რეაბილიტაცია. იტალიას ჰყავს ძალიან კარგი მწვრთნელი და დიდებული ფეხბურთელები. განსაკუთრებით გამოვარჩევ ბარძალის, დე როსისა და ვერატის, ბუფონი კი უბრალოდ, ლეგენდაა. ჩემი აზრით, იტალია მუნდიალზე პლეი-ოფიდან გავა".

სხვათა შორის, მაკედონიასთან წაგებულ მატჩში (0:1) ისრაელის ნაკრების აწ უკვე ყოფილმა კაპიტანმა ერან ზაჰავიმ მატჩის მსვლელობისას იმედგაცრუება იმით გამოხატა, რომ კაპიტნის სამკლავური მოისროლა. ისრაელის ფეხბურთის მამებმა ის ნაკრებიდან 12 თვით მოკვეთეს.

"არ მესმის, რატომ ვლაპარაკობთ ზაჰავიზე. ის კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ახლა ჩვენთან არ არის", - მოკლედ "მოჭრა" ლევიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
[VIDEO] ოლისეს და დუეს შოუ. საფრანგეთმა ბელგიას საოცარი თამაში შემოუტრიალა - იტალიამ თურქეთს მოუგო
უმუნდიალოდ დარჩენის გამო, იტალია მილიარდზე მეტს იზარალებს, ვენტურა კი 700 ათასს ითხოვს
[VIDEO] იტალიის საშველი არ არის - ბელგიამ მოუგო და გოდტსმაც გაიტანა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
იტალიის ნაკრების მწვრთნელი ჯამპიერო ვენტურა გადადგა
დე ლაურენტისი: ვენტურა სერია C-ში 3 თვის შემდეგ გადავაყენე
ჯამპიერო ვენტურა: მე არ გადავმდგარვარ
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
იტალიის ნაკრების მწვრთნელი ჯამპიერო ვენტურა გადააყენეს
იტალიელმა მწვრთნელმა ჯამპიერო ვენტურამ "კიევო" ჩაიბარა
[VIDEOS] ოლისემ საფრანგეთს ბელგიასთან მოაგებინა - იტალიამ თურქეთი გაანადგურა