თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი უკვე ბელგიაშია და "გენტის" მთავარ გუნდში ვარჯიშობს
ფოტოზე: გიორგი ჩაკვეტაძე ლაშა ჯაკობიასა და გოგა გახოკიძესთან ერთად

თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიაში 2 სექტემბერს, გვიან ღამით გაემგზავრა და უკვე "გენტთან" ერთად ვარჯიშობს. ეს ინფორმაცია გუშინ მისი ოჯახის წევრებმა დაგვიდასტურეს. 18 წლის ჩაკვეტაძე ბელგიაში გოგა გახოკიძესა და ლაშა ჯაკობიასთან ერთად გაემგზავრა.

რამდენიმე დღის წინ მან თქვა, მთავარ გუნდში ივარჯიშებდა და არა - დუბლშემადგენლობაში. ასეც მოხდა - ის 3 სექტემბერს ჩავიდა გენტში, მეორე დღეს ახალ კლუბში გამოცხადდა, თანაგუნდელებს წარუდგინეს და მას შემდეგ უკვე სამი დღეა, რაც "გენტთან" ერთად ვარჯიშობს.

"გენტის" თავკაცები ჭაბუკი ქართველის წარდგენას უახლოეს დღეებში გეგმავენ. ცხადია, ჩაკვეტაძეს მუდმივნომრიანი მაისურაც ამ წარდგენისას გადაეცემა. მაგრამ, როგორც "ლელოსთვის" ცნობილი გახდა, გიორგიმ "გენტის" ხელმძღვანელობასთან უკვე შეათანხმა, რომ ახალ გუნდში 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ეს კიდევ ერთი დეტალი, რომელიც ქართველის მიმართ ბელგიელების გამორჩეულ დამოკიდებულებას ასახავს: ასეთ ნომერს მხოლოდ მასზე გასცემენ, ვისი დიდი იმედიც აქვთ...

ბელგიურ მედიაში დღემდე იწერება, რომ "გენტმა" ჩაკვეტაძე მსოფლიო ფეხბურთის გრანდ მიუნხენის "ბაიერნს" ცხვირწინ ააცალა. ამ საქმის ახალ დეტალს გერმანული ინტერნეტპორტალი fusballtransfers.com და T-online.de აქვეყნებენ: ჩაკვეტაძეს "ბაიერნში" კლუბის პრეზიდენტი ული ჰიონესი იწვევდა, რომელიც ბოლო დროს მთელ მსოფლიოში განსაკუთრებული მონდომებით ეძებს ახალგაზრდა ტალანტებს. ხსენებული საიტები წერენ, თითქოს, ქართულ კლუბს 6 მილიონი ევროც შესთავაზეს, მაგრამ ეს უკვე დაგვიანებული მცდელობა იყო - ქართველი ტოპ-ტალანტი "გენტმა" წაიყვანაო.

საინტერესო ცნობას წავაწყდით "ტრანსფერმარკტზეც": გერმანულ სამენეჯერო ინტერნეტგამოცემაში მითითებულია, რომ ქართველი ფეხბურთელი ბელგიურმა კლუბმა 1,5 მილიონ ევროდ შეიძინა. ამის ფონზე "ტრანსფერმარკტის" შეფასება მაინც არ შეცვლილა - ჩაკვეტაძის ტრანსფერის გრაფაში მაინც 750 ათასი ევრო წერია. გაუგებარია, მაგრამ ფაქტია. არადა, თავად ამტკიცებენ, რომ ფეხბურთელი ორჯერ უფრო ძვირად გაიყიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgi
ბაირენში დუბლებში მოუწევდა თამაში იქ უძლიერესი შემადგენლობა და დინამოდან მისულ ფეხბურთელს იქ არავინ დააყენებდა სასტავში როგორიც არ უნდა ყოფილიყო მაგრამ გენტში ექნება სათამაშო დრო და თავის გამოჩენის საშუალება გენტი არაა სუსტი გუნდი 4 ულში ყოველთვის ხვდება და ბელგიაში ძალიან მაღალ დონეზეა განვითარებული ფეხბურთი და იქ თუ კარგად ითამაშებს მერე შეიძლება მოხვდეს ბაიერნშიც და ან რომელიმე გრანდშიც უკეთესი პირობებით ვიდრე ეხლა მოხვდებოდა.
status quo
გენტი არაა ამ ბიჭისათვის შესაფერისი გუნდი...რაღაც მარტვილის მერანივით ჟღერს...
ბაიერნი
დიდი ალბათობით ეგრეა და შესაბამისად ნაიერნს რამდენიც არ უნდა შეეთავაზებინა.....,,შავ ფულს,, ვეღარ დააბრუნებდნენ
dato
რეალურად გენტმა 3 მილიონი ევრო გადაიხადა ჩაკვეტაძეში, აქედან რა თქმა უნდა დინამომ და აგენტებმა ჯაკობია გახოკიძემ გაიყვეს. დინამომ რადმენი მიიღო ზუსტად არავინ იცის. საქართველოში ფეხბურთელის ტრანსფერი ხო შვად ხდება ფული კიდე პირდაპირ ვინემს ჯიბეში მიდის და არა კლუბის ანგარიშძზე.
ბაიერნი
წარმატებები გიორგის... თავიდან გაჟღერებული იყო,რომ თუ სხვა კლუბის მხრიდან გენტზე მეტი იქნებოდა სატრანფერო თანხა შეთავაზებული ,მაშინ გენტს უნდა გაეზარდა სატრანსფერო თანხა იგივე დონეზე,თუ არ გადაიხდიდა,მაშინ გენტი კარგავდა ...შესაბამისად თუ დავიჯერებთ ,რომ ბაიერნი 6 მლნ-ს იხდიდა,მაშინ გენტისთვის უნდა გაზრდილიყო სატრანსფერო თანხა 6 მლნ-მდე!თუ ვერ გადაიხდიდა გენტი, ჩაკვეტაძე ბაიერნის საკუთრება ხდებოდა.... ვინ იტყუება?

მთავარია განვითარება არ შეწყვიტოს და ტრავმებს აერიდოს და "გენტში" რომ ამ ბიჭს დიდხანს არავინ გააჩერებს ეს ისედაც ნათელია. ოღონდ თვითონაც უნდა ეცადოს და ქინქლაძესავით იმედი არ მოუკლას ქართველ გულშემატკივარს. "გენტი" კი ალბათ უკვე ანგარიშობს რამდენზე გადაამრავლებს იმ მილიონ ნახევარს, რადაც ჩვენმა ხარბმა "ძიებმა" გააჩუქეს ეს მარგალიტი ბიჭი.
gizog
დიდ წარმატებებს ვუსურვებ გიორგის. იმედია კარგად გამოიყენებს ამ შანსს.
"სენტ-ეტიენმა" "როდეზს" დავითაშვილის გარეშე მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლე მანთან" მატჩში?
კვერნაძის სრული მატჩი და "ფროზინონეს" მარცხი "ნაპოლისთან"
[VIDEO] კვარაცხელიამ "ლე მანს" გაუტანა
"ლე მანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"მეხსიერებას მოუხმეთ, ხვიჩა გასულ სეზონში არაჩვეულებრივი იყო" - კანავაროს აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
არსენ ვენგერი შესაძლოა, FIFA-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს
"სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და არ ვიცი რატომ" - დავიდ სილვამ "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
[VIDEO] როდესაც პრესკონფერენციაზე ცოლი გირეკავს - ნავასის სახალისო შემთხვევა ჟურნალისტებთან შეხვედრისას
მოლდოვა 1:0 საქართველო
ქვილითაია შეცვლაზე და "ჰოლშტაინის" მარცხი "აინტრახტთან"
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" "კაიზერსლაუტერნს" ფრედ ეთამაშა
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
ლუის ენრიკე: "კვარა" ძალიან მაღალი დონისაა - ფეხბურთელები მანქანები არ არიან
[VIDEO] კარიერაში პირველად - ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია!!!
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
ოლისე "ბაიერნს" მხოლოდ ერთი გუნდის გამო დატოვებს
დარმიანი "ბოლონიას" ფეხბურთელი გახდა
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
რონალდოს დედა: "კრიშტიანო პორტუგალიისთვის ყოველთვის გმირი იყო, მაგრამ სათანადოდ არ აფასებენ"
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
კაკაბაძე ცენტრში და კვერნაძე სასტარტოში? - შეკრებამდელი სიტუაცია ნაკრებში
კარგი ამბავი - გოგა გახოკიძემ ჩაკვეტაძის შესახებ გასახარი ინფორმაცია გაავრცელა
ჩაკვეტაძის აგენტი: "გენტის" მწვრთნელს გიორგისი ძალიან ეიმედება
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
[VIDEO] ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი და "უდინეზეს" მარცხი "კალიარისთან"
"გენტში" მიხვდნენ, რომ გიორგი ბერიძე საჭირო და პერსპექტიული მოთამაშეა"
"ბელგიასთან ცუდი მოგონებები აქვს..." - ქვილითაიას აგენტი ფეხბურთელის მომავალზე საუბრობს
"რეალისა" და "ბაიერნის" ყოფილი მცველი გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდება
გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნება და შესაძლო ტრანსფერი - ინტერვიუ გოგა გახოკიძესთან
კომპენსაცია ან სასჯელი! "კოლხეთის" სენეგალელი ლეგიონერი ირანში გაიქცა
ლაშა ჯაკობია: ...ამიტომაც ამჯობინა ჩაკვეტაძემ "გენტი" სხვა ვარიანტებს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
ოფიციალურად - ალაბა ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
ექსკლუზივი: როგორია გიორგი ჩაკვეტაძის ჯანმრთელეობის მდგომარეობა... ცნობილი გახდა, შეეძლება თუ არა მას თამაში ბელარუსის წინააღმდეგ
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
როდის დაუბრუნდება ჩაკვეტაძე მოედანს და რატომ ვერ დაეხმარა ის "გენტში" თამაშიდან 4 დღეში ნაკრებს - რას ამბობს ფეხბურთელის აგენტი
[VIDEO] "ბაიერნმა" გერმანიის თასი მოიგო - ჰიონესს მოურინიოს სტუმრობა არ ესიამოვნა
გერმანიის შსს მინისტრი ფიფას პრეზიდენტის გვერდით OneLove სამკლავურით იჯდა - ჰიონესი ინფანტინოთი აღშფოთებულია
რა მდგომარეობაშია გიორგი ჩაკვეტაძე? - უახლესი ინფორმაცია ფეხბურთელის აგენტისგან
ეს ბიჭებიც და ტრანსფერებიც თბილისის "დინამოსია"
"გიორგის ექიმებმა უთხრეს, რომ..." - ჩაკვეტაძის დაბრუნების თარიღმა გადაიწია
"მათ ფული მაინც არ აქვთ" - "ბაიერნის" პრეზიდენტი "ბარსელონაზე"