6 სექტემბერს, სასტუმრო "ჰუალინგ პრეფერენსში" მსოფლიოს თასის 2017 წლის გათამაშების მეორე ეტაპის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა
6 სექტემბერს, სასტუმრო "ჰუალინგ პრეფერენსში" მსოფლიოს თასის 2017 წლის გათამაშების მეორე ეტაპის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა.

ბაადურ ჯობავა (2702) შავი ფიგურებით ჩინელ იუ იანს (2750) ეთამაშებოდა. მე-18 სვლისთვის მეტოქეებმა უპირატესობას ვერ მიაღწიეს და დაზავდნენ. დღეს თეთრი ფერის ფიგურებით ჯობავა იბრძოლებს წარმატების მისაღწევად.

ჯობავა-იანის წყვილში უძლიერესს მესამე წრეში ადიბანისა (ინდოეთი, 2670) და ევროპის ექსჩემპიონ იან ნეპომნიაშჩის (რუსეთი, 2741) დუეტში გამარჯვებული შეხვდება. მათი პირველი პარტიაც ყაიმით დასრულდა.

საერთოდაც, გუშინ გამართული 32-იდან მხოლოდ შვიდი პარტია გამოდგა შედეგიანი. ამ მხრივ, უპირველესად, მსოფლიოს ჩემპიონ მაგნუს კარლსენის (ნორვეგია) გამარჯვება უნდა გამოიყოს - შავი ფუგურებით მან ალექსეი დრეევს (რუსეთი) აჯობა.

მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფმა მაქსიმ ვაშიე-ლაგრავმა (საფრანგეთი, 2804) ბორის გრაჩევს (რუსეთი, 2654) მოუგო. მსოფლიოს ექსჩემპიონი ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი, 2794) კანადელ ანტონ კოვალიოვთან (2649) დამარცხდა.

ფავორიტთა უმრავლესობა მეტოქეებს დაუზავდა. მაგალითად, ყაიმზე შეთანხმდნენ: ეტიენ ბაკრო (საფრანგეთი, 2729)-ბუ სიანჭი (ჩინეთი, 2714), სო ვესლი (აშშ, 2792)-მატიას ბლუბაუმი (გერმანია, 2633) ლევონ არონიანი (სომხეთი, 2802)-ჰოუ იფანი (ჩინეთი, 2670), ლუკა ლინიჩი (2646)-ფაბიანო კარუანა (აშშ, 2799)...

დღეს მეორე ეტაპის განმეორებითი პარტიები გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფოთში XIX საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი "ნანა ალექსანდრიას თასი 2026" გაიმართა
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
ბოლო წუთს გადაწყდება - უნგრელთა ვარსკვლავი თბილისში მოდის, მაგრამ...
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..
სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
ნანა ძაგნიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ელვისებურ ჭადრაკში ერთპიროვნულად გაიმარჯვა
11-დან 10 ქულა - ქართველი მოჭადრაკის წარმატება
ქართველი მოჭადრაკე მსოფლიო პირველობას ლიდერობს
ბაადურ ჯობავამ ლისაბონის საერთაშორისო ტურნირზე მეოთხე ადგილი დაიკავა
4 ყაიმი უძლიერეს მეტოქეებთან - ქართველი მოჭადრაკე ლიდერებში