საქართველოს პირველმა ჩოგანმა Sony Ericsson Open-ის კვალიფიკაციის დასკვნით რაუნდში ესპანელი ნურია ლაგოსტერა ვივესი დაამარცხა
საქართველოს პირველმა ჩოგანმა ანა ტატიშვილმა მაიამის პრესტიჟული ტურნირის კვალიფიკაციის დასკვნით რაუნდში, უმძიმეს ბრძოლაში, ესპანელი ნურია ლაგოსტერა ვივესი დაამარცხა - 6:3, 4:6, 6:4. ტატიშვილი ამ გამარჯვებით მაიამის საერთაშორისო ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს, რომლის საპრიზო ფონდი 4 500 000 დოლარია.

ტატიშვილის ესპანელ ჩოგბურთელთან დპირისპირება ორსაათნახევარს გაგრძელდა და მასში გარდატეხის შეტანა ანამ ბოლოსკენღა შეძლო. არადა ქართველმა ჩოგბურთელმა მატჩი კარგად დაიწყო და რეიტინგში ახლოს მყოფ მეტოქეს (ანა 125-ეა, ნურია - 122) პირველი სეტი 6:3 მოუგო.

2-ე სეტში ლაგოსტერა ვივესმა სოლიდური უპირატესობა 5:2 მოიპოვა და მართალია ტატიშვილმა ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, საქმე მაინც გადამწყვეტ სეტამდე მივიდა. მესამე სეტი ქართველისთვის ასევე წარუმატებლად დაიწყო. ტატიშვილი 2:4 აგებდა, რის შემდეგაც გადამწყვეტი შტურმი წამოიწყო.

ანამ ზედიზედ 4 გეიმში იმარჯვა და კარიერული წინსვლისთვის უმნიშვნელოვანესი მოგება მიითვალა. Sony Ericsson Open-ის ძირითად ბადეში გასვლისთვის, ტატიშვილმა უკვე 35 სარეიტინგო ქულა გაინაღდა და როდესაც ეს მონაგარი მის აქტივში უკვე არსებულ 540 ქულას დაემატება, კლასიფიკაციაში წინსვლა გარანტირებული აქვს.

ცნობილია ტატიშვილის სავარაუდო მეტოქეთა ვინაობა: აილა ტომლიანოვიჩი (ხორვატია, "უაილდ ქარდი"), ანაბელ მედინა გარიგესი (ესპანეთი), ლოურდეს დომინგოს ლინო (ესპანეთი), არანჩა პარა სანტოია (ესპანეთი), ბარბორა ზაჰლავოვა სტრიჩოვა (ჩეხეთი), დინარა საფინა (რუსეთი), ტიმეა ბაჩინსკი (შვეიცარია), აგნეს შავაი (უნგრეთი), ოლგა გოვორცოვა (ბელორუსი), ალა კუდრიავცევა (რუსეთი) ან კვალიფიკაციისვე ერთ-ერთი გამარჯვებული.

ფლორიდულ ტურნირზე ერთი რაუნდის დაძლევისთვის 50 ქულაა გათვალისწინებული, Sony Ericsson Open-ის გამარჯვებული კი 700 ათასი დოლარითა და 1000 (!) ქულით გამდიდრდება.

მომზადებულია sonyericssonopen.com-ის მიხედვით

zevs_90
ანას ვუსურვებ კიდევ უპრო წინსვლას. ბოლო იმედი ანაა!
guja_kakhadze
ასეულში გვჭირდები.
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე