ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ტყვიის სროლაში ნინო სალუქვაძემ სიდნეიში მსოფლიოს თასი მოიგო
ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური ლიცენზიების სათვალავი გაიხსნა. როგორც წინა წლებში, პირველი საგზური ამჯერადაც ნინო სალუქვაძემ მოიპოვა - ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ორიოდე საათის წინ სიდნეიში მსოფლიოს თასი მოიგო, რაც ამ ტურნირის სუპერფინალის საგზურის მოპოვებასთან ერთად, ოლიმპიური ლიცენზიის დაუფლებასაც ნიშნავს. წლევანდელ სეზონში ეს მსოფლიოს თასის პირველი ეტაპია და სალუქვაძისთვის პირველივე ცდა წარმატებული აღმოჩნდა.

ჩვენებურმა საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე შედეგი აჩვენა - 385 ქულა, თუმცა ფინალში მეხუთე შედეგით შევიდა, რადგან 386 ქულა ერთბაშად ოთხმა მსროლელმა გააკეთა. გადამწყვეტი ფინალური სერია გამოდგა, სადაც სალუქვაძემ ჩინებულად ისროლა და 100,5 დააგროვა. ჯამში მას 485,4 ქულა გამოუვიდა 2,5-ით აჯობა მეორეზე გასულ ფინელ მირა სუჰონენს (484,0). ბრინჯაო უკრაინელმა ოლიმპიურმა და მსოფლიოს ჩემპიონმა ოლენა კოსტევიჩმა მოიპოვა - 483,6. ლონდონის ოლიმპიადის საგზურიც ამ სამეულმა მოიპოვა.

სალუქვაძეს სიდნეიში დავუკავშირდით და წარმატება მივულოცეთ. აი, როგორ შეაფასა მან თავისი გამოსვლა. "ახლა ვხუმრობ, ამხელა გზაზე ტყუილად ხომ არ ჩამოვიდოდი-მეთქი, მაგრამ სინამდვილეში, მართლა ძნელი ტურნირი იყო - ამ სიშორეზე გადმოფრენა, სიცხე, იქით ფინალში მეხუთე შედეგით შევედი... წარმატება კარგია, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ საქართველოში არ გვაქვს შედეგები. აქ რომ მოვუყვე უცხოელებს, როგორ პირობებში ვვარჯიშობთ, არ დამიჯერებენ. თუმცა მადლობა ღმერთს, ლიცენზია მოვიპოვე და ახლა შემიძლია, ლონდონის ოლიმპიადისთვის მშვიდად მოვემზადო.

ტურნირამდე 385 ქულაც კი მეეჭვებოდა, რადგან ვარჯიშებზე სროლები არ მიმდიოდა. აქაც უმეტესობა ახლო 9-იანი იყო, მაგრამ ორჯერ 8-იანიც გავაკეთე, სულ ბოლო გასროლაზე ცხრიანი გავარტყი... ესენი რომ არა, ცოტა მეტი ქულა მექნებოდა. ფინალში უფრო ზუსტად ვისროლე, თუმცა ფინელი მირა სუჰონენიც ფეხდაფეხ მომსდევდა. ოღონდ მას უკვე ჰქონდა ლიცენზია. მთლიანობაში, შედეგით კმაყოფილი ვარ - ამ ეტაპზე მთავარი საზრუნავი ლიცენზია იყო".

kopala
დაილოცოს ნინო შენი გამზრდელი,შენ დროს აჯობე,მაგარი ხარ!
dato
ნინო, ძალიან მაგარი ადამიანი და სპორტსმენი ხარ! ველით ისევ გამარჯვებებს და წარმატებებს. შენ ყველაფერი შეგიძლია! ეგ ერთი და სხვა მრავალი! რა ეღირება ერთ ბანერზე რო დემეს სურათი გაკეთდეს და ხორვატიასთან სტადიონზე გამოიფინოს? იკისრებთ ქომაგები? ბარემ ორგანიზებული ჯგუფი ხო გაქვთ შექმნილი და თქვენთვის ადვილი იქნება ამის გაკეთება. არ დაიმსახურა დემემ, რო რამენაირად მაინც დავუდგეთ გვერდში? დაიწყეთ და ძალიან ბევრი ხალხი შემოგიერთდებით, თორე სირცხვილია, რაც ხდება და ეგ კაცი როცა იქნება, გამოვა ციხიდან და მერე ვიცი, რამდენი "გულშემატკივარი" გამოუჩნდება. აი, ეგ იქნება კიდე უფრო დიდი სირცხვილი. ეხლა უნდა ბიჭს მხარდაჭერა და მოდით, ნამუსიანად მოვიქცეთ. სამუდამო სირცხვილი არ ავაკეროთ ქართული ფეხბურთის ისტორიას. დემემ ბევრი სიხარული მოგვიტანა და მოვიქცეთ კაცურად. გაუმარჯოს სიმართლეს, ქართულ ფეხბურთს და ყველა კაი კაცს!
giorgi
ნინოს შემოევლოს თავს მთელი საქართველო! ახლა ერთი ოლიმპიური მედალი ჩვენც გვაჩუქე!
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე