მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, FIFA-მ, უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო - 2016 წლის ნოემბერში ჩატარებული შეხვედრა ერთი წლის შემდეგ, 2017 წლის ნოემბერში გადათამაშდება

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, FIFA-მ, უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო - 2016 წლის ნოემბერში ჩატარებული შეხვედრა ერთი წლის შემდეგ, 2017 წლის ნოემბერში გადათამაშდება.

საუბარი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის აფრიკის ზონის მატჩზე გვაქვს, რომელშიც ერთმანეთს სამხრეთი აფრიკა და სენეგალი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მასპინძლებმა 2:1 მოიგეს, მაგრამ ერთი გოლი თერთმეტმეტრიანიდან გაიტანეს, რომელიც არბიტრის ფანტაზიის ნაყოფი იყო.

მოგვიანებით, შეხვედრის მთავარი მსაჯი ჟოზეფ ლამპტი სამხრეთ აფრიკის სასარგებლო გადაწყვეტილების განზრახ მიღებაში დაადანაშაულეს და 2017 წლის მარტში მას სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცეს. განელმა არბიტრმა ბევრი ასაჩივრა, მაგრამ ცოტა ხნის წინ სპორტულმა არბიტრაჟმა გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

დადასტურდა რა, რომ მატჩი გარიგებული იყო, FIFA-მ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და მისი გადათამაშება ბრძანა. შეხვედრა მიმდინარე წლის ნოემბერში ჩატარდება.

იმ შემთხვევაში, თუ მატჩი სამხრეთ აფრიკამ ვერ მოიგო, სატურნირო ცხრილში სიტუაცია სერიოზულად შეიცვლება. საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, ბურკინა ფასოსა და კაპე ვერდეს 6-6 ქულა აქვთ, სენეგალს - 5, ხოლო სამხრეთ აფრიკას - 4. 3 ქულის ჩამოკლების შემდეგ სამხრეთაფრიკელებს 1 ქულა დარჩებათ. გადათამაშებაში ნულოვანი ფრის დაფიქსირების შემთხვევაში, სენეგალი მე-2 ადგილზე გადავა, ნებისმიერი სხვა საყაიმო შედეგის შემთხვევაში კი, გალიდერდება. სენეგალელები, ბუნებრივია, პირველ ადგილზე გადაინაცვლებენ მოგების შემთხვევაშიც. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე კი მხოლოდ პირველადგილოსანი გუნდი გადის.

1.

ბურკინა ფასო

4

1

3

0

5:3

6

2.

კაპე ვერდე

4

2

0

2

4:6

6

3.

სენეგალი

3

1

2

0

4:2

5

4.

სამხრეთ აფრიკა

3

0

1

2

3:5

1

ზაზა
ეგ მეც გავიფიქრე,მარა იმხელა გამოხმაურება და აჟიოტაჟი მოჰყვა ამ თამაშს (მსაჯს სამუდამოთ აუკრძალეს მსაჯობა),რომ უფრო სხვა რამეშია საქმე...
ვასილიჩი
ხელი კი არ უბიძგა, აფრიკელის დარტყმული ბურთი სენეგალელს ფეხებში მოხვდა(მუხლებთან) და მსაჯი ხელით თამაშს აღნიშნავს
ზაზა
ისე,აქ არც კი ჩანს კარგათ, მცველმა შეიძლება ხელიც უბიძგა წინასწარ.რაც ჩანს,არ იყო ჯარიმა.მარა მანდამდე რა იყი,იმას არ აჩვენებენ...
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე