გავიცნოთ ახალი ჩემპიონი
სლოუნ სტივენსს პირველი წარმატება "დიდი სლემის" ტურნირებზე 2013 წელს ჰქონდა, როცა მეოთხედფინალში თვით სერენა უილიამსი დაამარცხა. ამერიკელს ფინალში გასვლაც შეეძლო, მაგრამ ვიქტორია აზარენკას წინააღმდეგ მატჩზე ჩაწოდება ვერ შეძლო.

ოთხი წლის შემდეგ, 2017 წლის იანვარში სლოუნი ავსტრალიის ღიას ტელევიზორში უყურებდა, მოტეხილ ფეხზე კორსეტი ეკეთა და ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ნახევარი წლის შემდეგ, "დიდი სლემის" ტურნირის გამარჯვებული გახდებოდა. სტივენსმა ტრავმის გამო 11 თვე გამოტოვა და კორტზე მხოლოდ 2017 წლის აპრილში დაბრუნდა.

აშშ-ის ღია მან მსოფლიოს 931-ე ჩოგანის რანგში დაიწყო, ჯამში მოიგო 15-დან 13 მატჩი და ფინალში მოხვდა, თან გზად ლეგენდა დაამარცხა - ვინუს უილიამსი.

სლოუნ სტივენსი სპორტისთვის არის შექმნილი. 1988 წელს, დედამისი სიბილი პირველი აფროამერიკელი ქალი გახდა, ვინც აშშ-ის ცურვის ნაკრებში მოხვდა. ბოლო 20 წელია, ის მწვრთნელის ასისტენტად მუშაობს ჰარვარდში. სტივენსის მამა პროფესიულ დონეზე თამაშობდა ამერიკულ ფეხბურთს - ექვსი სეზონი გაატარა "ნიუ ინგლენდ პეტრიოტში". 2009 წელს, ჯონმა ავტომობილი ვერ დაიმორჩილა, ხეს შეეჯახა და ადგილზე დაიღუპა. სლოუნმა მძიმედ გადაიტანა ტრაგედია, მიუხედავად იმისა, რომ მამასთან თითქმის არ ჰქონდა ურთიერთობა: მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, როცა გოგონას სიარული ახალი ნასწავლი ჰქონდა.

სტივენსს ცხრა წელი შეუსრულდა და დედამ ჩოგბურთზე შეიყვანა. "უბრალოდ, მინდოდა სლოუნს ნაკლები დრო დაეხარჯა კომპიუტერულ თამაშებზე", - აღიარა სიბილმა. მწვრთნელებმა მალე დაინახეს მოძრავ და მოქნილ გოგონაში ტალანტი. 12 წლისა, სტივენსი საშინაო განათლებაზე გადავიდა და კრის ევერტის აკადემიაში ჩაირიცხა. "მან პირველივე ვარჯიშზე განმაცვიფრა. ძალიან იშვიათია ასე სუფთად და სტაბილურად ურტყამდეს ვინმე ბურთს", - აღფრთოვანებული იყო ცნობილი სპეციალისტი ნიკ სავიანო.

იუნიორებში ამერიკელმა წყვილებში "დიდი სლემის" სამი ტურნირი მოიგო, სერენას დამარცხების შემდეგ კი სერიოზული აღმასვლა დაიწყო. 2013 წლის ოქტომბერში, სლოუნი რეიტინგში მე-11 ადგილზე ავიდა - გოგონას დაახლოებით 200 ქულა არ ეყო წლის შემაჯამებელ ტურნირზე მოსახვედრად. პრესამ სტივენსს "ახალი უილიამსი" უწოდა, ის გაჩნდა ჟურნალ Vogue-ის გარეკანზე, დაარიგა ასობით ინტერვიუ და შეიძინა აპარტამენტები მანჰეტენზე. ჟურნალისტები განიხილავდნენ სლოუნის რომანს ჩოგბურთელ ჯეკ სოკთან და ხარობდნენ ახალი ვარსკვლავის გულახდილობისა და პირდაპირობის გამო.

სტივენსმა გამოაცხადა, რომ ვოზნიაცკი ყალბ ბრილიანტებს ატარებს, საკუთარი თავი შეადარა ცნობილ მილიარდერს ჰოვარდ ჰიუზს, რომელიც, სლოუნის მსგავსად, ჰერმოფობიით იტანჯებოდა; და უსაყვედურა სერენას პირფერობის გამო. "მას შემდეგ, რაც უილიამსმა ჩემთან ავსტრალიაში წააგო, ერთხელაც არ მომსალმებია, არ დამლაპარაკებია და "ტვიტერიდანაც" კი წამშალა. არადა, ყველას ჰგონია, რომ ის სასიამოვნო პიროვნებაა, სინამდვილეში კი ეს ასე არ არის", - განაცხადა ჩოგბურთელმა.

დიდებამ ძალიან დააზარალა სლოუნი. ის უფრო ხშირად მოდების ჩვენებაზე ჩნდებოდა, ვიდრე ვარჯიშებზე და უკვე კორტზეც აღარ იყო ისეთი ჰაეროვანი და შემართული. რეგრესის შესაჩერებლად, ამერიკელი ხშირად იცვლიდა ცნობილ მწვრთნელებს (როგორც ამას ეჟენი ბუშარი აკეთებს).

2014-16 წლებში სლოუთან მუშაობდა როჯერ ფედერერის ყოფილი დამრიგებელი პოლ ანაკონი და კიდევ ორი ტოპ-სპეციალისტი - ტომას ჰოგსტედი და სავიანო. სტივენსის ტვინის გამორეცხვა მხოლოდ კამაი მარეიმ მოახერხა, რომელთანაც 2015 წლის ბოლოდან თანამშრომლობს. ახალი მწვრთნელი სლოუნს მაღალმთიან ბოგოტაში ამზადებდა, მასთან ერთად მისდევდა იოგას და ამან შედეგი გამოიღო - მომდევნო ნახევარ წელიწადში მოიგო ტიტულები ჩარლსტონსა და აკაპულკოში.

ტოპ-დონეზე დაბრუნებას ხელი შეუშალა სტივენის 86 წლის ბებიის გულის შეტევამ. რეალურად, სწორედ ის იყო დაკავებული გოგონას აღზრდით: დედას ქალიშვილისთვის არ ეცალა სამსახურისა და პირადი ცხოვრების გამო. სლოუნმა ერთი თვით მიატოვა ვარჯიშები და ყველაზე ახლობელ ადამიანს უვლიდა. ბებია გამოჯანმრთელდა, ჩოგბურთელი კი უვარჯიშებელი გაემგზავრა როლან გაროსსა და ოლიმპიადაზე - რიოში მან ფეხის სტრესული მოტეხილობა მიიღო და თითქმის ერთი წლით გამოვიდა მწყობრიდან.

ოპერაციის შემდეგ, სლოუნი საშინლად გრძნობდა თავს, მაგრამ სიყვარულმა გადაარჩინა - 2016 წლის შემოდგომიდან ის ხვდება "ტორონტოსა" და აშშ-ის ნაკრების ფეხბურთელს ჯოზი ალტიდორს. ისინი სარეაბილიტიცაო ცენტრში გადაეყარნენ ერთმანეთს, სადაც ფორვარდი აღდგენით კურსს გადიოდა მუხლის ტრავმის შემდეგ. "ჯოზი ძალიან მხიარული, პოზიტიური და კარგად აღზრდილია! ალბათ, მასზე უკეთესი მხოლოდ ფედერერია", - ირონიით თქვა ამერიკელმა.

აშშ-ის ღიას წინ, სტივენსი მიზნად არ ისახავდა შორს გასვლას. "მწვრთნელმა მითხრა: "შენ მხოლოდ ფორმას აკრიფავ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არსებობს კარგი შესაძლებლობა - არ იფიქრო შედეგზე და კარგად გაერთო ამ დიდ ტურნირზე", - აღიარა სლოუნმა. გართობა მართლაც შესანიშნავი გამოვიდა. მან ფინალში უახლოესი მეგობარი მედისონ კისი დაამარცხა და აშშ-ის ღიას ახალი დედოფალი გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
ერთ ნაბიჯში "სიტისთან" - დღეს სემენიო "ბორნმუთში" სავარაუდოდ, ბოლო მატჩს ჩაატარებს
საქართველოს ნაკრებმა სეზონის ბოლო მატჩში საუდის არაბეთთან ფრედ ითამაშა
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი და ბარნსის საოცარი მატჩი - "ტორონტომ" "გოლდენ სტეიტი" ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
"ინშალა". გოლი ყოველ 5 წუთში "რეალის" კარში - ლაპორტამ თქვა, რა არის სამოთხე
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"გაზაევი ულვაშა ჰომოსექსუალია" - კიევის "დინამოს ყოფილი" ფეხბურთელი