"ჰოფენჰაიმი" "ბაიერნის" ძლევით ხარობს
გერმანიის ბუნდესლიგის მე-3 ტურში არაერთი საინტერესო რამ მოხდა. "ბაიერნმა" სეზონში პირველი მატჩი წააგო... ბუნდესლიგაში პირველი ქალი არბიტრი გამოჩნდა... ახალ სეზონში პირველი ჰეთ-თრიკი შესრულდა...

ფრაიბურგი-დორტმუნდი

"დორტმუნდისთვის" მატჩი ცუდად დაიწყო: პირველ ნახევარ საათში სტუმრებმა ორი წამყვანი მცველი დაკარგეს - ბარტრა და მარსელ შმელცერი. ამ უკანასკნელს 29-ე წუთზე გაშლილი ფეხი ჩაარტყა იორიკ რავემ. შმელცერი საკაცით გაიყვანეს მოედნიდან, დამნაშავეს კი ვიდეორეფერის კარნახის შემდეგ, წითელი ბარათი უჩვენეს. როგორც ვარაუდობენ, ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში შმელცერისა და ბარტრას თამაში საეჭვოა.

თუმცა, რიცხობრივმა უპირატესობამ ცუდი სამსახური გაუწია "დორტმუნდს". თუ გაძევებამდე გახსნილი თამაში მიდიოდა და ბიურკის საკუთარი გუნდის გადარჩენა მოუწია მეტოქის ერთი-ერთზე გასვლის შემდეგ, ათი კაცით დარჩენილი "ფრაიბურგი" საკუთარ საჯარიმოში ჩაიკეტა და უდიდესი უპირატესობის მიუხედავად, სტუმრებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს.

უპირატესობა კი მართლაც დიდი იყო. მაგალითად, 66-ე წუთისთვის "დორტმუნდს" 18 დარტყმა ჰქონდა, ხოლო ბურთის ფლობა - 80 პროცენტი! "ბორუსიამ" მატჩი 25 დარტყმით დაასრულა, მაგრამ აქედან მხოლოდ სამი იყო ზუსტი.

ფაქტები

"დორტმუნდის" რიგებში დებიუტი ჰქონდა ანდრეი იარმოლენკოს, რომელმაც მარიო გიოტცე შეცვალა.

მარსელ შმელცერმა 225-ე მატჩი ითამაშა "დორტმუნდის" შემადგენლობაში და ამ მაჩვენებლით მატს ჰუმელსს გაუთანაბრდა.

"დორტმუნდს" ზედიზედ 12 მატჩი ჰქონდა მოგებული "ფრაიბურგისთვის", ბოლო ოთხ მატჩში ამ გუნდის წინააღმდეგ კი მინიმუმ სამ გოლს იტანდა.

"დორტმუნდს" ჯერ გოლი არ აქვს გაშვებული. ბოლოს გუნდმა ჩემპიონატის პირველ სამ მატჩში "მშრალად" კარი 16 წლის წინ შეინახა.

ჰოფენჰაიმი-ბაიერნი

მატჩის წინ "ჰოფენჰაიმის" დამრიგებელი იულიან ნაგელსმანი ყველანაირი სოციალური ქსელიდან ამოეწერა, რადგან, მისი თქმით, ეს ყველაფერი კონცენტრაციაში უშლიდა ხელს. შესაძლოა, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ 30 წლის მწვრთნელმა ისევ შეძლო "ბაიერნის" დამარცხება.

"მოხარულები ვართ, რომ შევძელით მოგება. ყველა სტატისტიკური პარამეტრით უარესნი ვიყავით - გარდა გოლებისა. დაუმსახურებლად წავიყვანეთ ანგარიში. თან გაგვიმართლა, რომ ლევანდოვსკიმ ძელს გაარტყა ბურთი. მაგრამ ჩვენ ბევრი ვირბინეთ, გულით ვაკეთებდით ყველაფერს და გამარჯვებაც მოვიპოვეთ", - ასეთი იყო მატჩის შემდეგ ნაგელსმანის შეფასება.

"ბაიერნის" კარში პირველი გოლი მართლაც უცნაური იყო. მატს ჰუმელსმა ბურთი კუთხურზე ძლიერი დარტყმით მოიგერია. მცველმა საქმე მოთავებულად ჩათვალა და წამით მოდუნდა, მაგრამ კრამარიჩმა ოპერატიულად შეიტანა ბურთი აუტიდან და მარკ უტმა ახლო კუთხეში გაუტანა მანუელ ნოიერს. მანვე მეორე ტაიმში ცუბერის იდეალური პასი გამოიყენა და "ბაიერნმა" სეზონში პირველი მატჩი წააგო.

"რთული მატჩი იყო. ბევრს ვცდილობდით და რამდენიმე კარგი მომენტიც გვქონდა, მაგრამ ზოგიერთ სიტუციაში კონცენტრაცია გვაკლდა.

ცოტა თავისუფალი სივრცე გვქონდა შეტევაში. ამიტომაც ფლანგიდან ფლანგზე ბურთის გადატანით ვცდილობდით თავისუფალი ზონების შექმნას. დღეს ამ ტაქტიკამ წარმატება არ მოგვიტანა. ასეთი რამ ხდება ფეხბურთში", - განაცხადა მიუნხენელთა დამრიგებელმა კარლო ანჩელოტიმ.

ფაქტები

მარკ უტს 5 ოფიციალურ მატჩში 5 გოლი დაუგროვდა. ეს მისი გუნდის გოლების ნახევარზე მეტია.

თომას მიულერმა "ბაიერნის" შემადგენლობაში მე-400 მატჩი ჩაატარა.

30 წლის იულიან ნაგელსმანი დაუმარცხებელია "ბაიერნთან" "ჰოფენჰაიმის" მწვრთნელის რანგში: ფრე, მოგება, მოგება!

"ჰოფენჰაიმს" ბუნდესლიგის ბოლო 10 მატჩიდან რვაში გოლი არ გაუშვია.

სხვა მატჩებიდან...

კევინ-პრინს ბოატენგმა სადებიუტო გოლი გაიტანა "აინტრახტის" შემადგენლობაში და გუნდს სტუმრად "გლადბახთან" მოაგებინა.

"აუგსურგი" "კიოლნს" ისლანდიელი ალფრედ ფინბოგასონის ჰეთ-თრიკის წყალობით გაუსწორდა.

"ჰანოვერმა" ფრე ითამაშა "ვოლფსბურგთან" და "დორტმუნდთან" და "ჰოფენჰაიმთან" ერთად პირველ-მესამე ადგილებს იყოფს.

მარტინ ჰარნიკმა ბუნდესლიგის გასვლით მატჩებში "ჰანოვერის" მე-500 გოლი გაიტანა.

ტიმო ვერნერმა "ლაიპციგისა" და გერმანიის ნაკრების რიგებში ბოლო ოთხ მატჩში ექვსი გოლი გაიტანა.

"ჰამბურგმა" სეზონში პირველი მატჩი წააგო.

ჰამბურგი-ლაიპციგი 0:2

გოლები: 0:1 კეიტა (67), 0:2 ვერნერი (75)

ლაიპციგი: გულაჩი, ორბანი, ჰალსტენბერგი, ბერნარდუ (59. კლოსტერმანი), უპამეკანო, ზაბიტცერი, კეიტა, დემე, ბრუმა (69. კამპლი), ვერნერი, ოგუსტენი (78. პოულსენი).

ფრაიბურგი-დორტმუნდი 0:0

დორტმუნდი: ბიურკი, პაპასტატოპულოსი, პიშჩეკი, შმელცერი (31. ზაგადუ), ბარტრა (18. თოფრაქი), გონსალო კასტრო, შაჰინი, გიოტცე (79. იარმოლენკო), პულიშიჩი, ობამეიანგი, ფილიპი.

გაძევება: რავე (27. ფრაიბურგი).

გლადბახი-აინტრახტი 0:1

გოლი: 0:1 კ-პ. ბოატენგი (13)

აუგსბურგი-კიოლნი 3:0

გოლები: 1:0 ფინბოგასონი (21), 2:0 ფინბოგასონი (32), 3:0 ფინბოგასონი (90+4).

ვოლფსბურგი-ჰანოვერი 1:1

გოლები: 1:0 დიდავი (52), 1:1 ჰარნიკი (75)

მაინცი-ლევერკუზენი 3:1

გოლები: 0:1 კორი (22), 1:1 მუტო (45), 2:1 დიალო (57), 3:1 სერდარი (71)

ლევერკუზენი: ლენო, ბენდერი, ტა, ვენდელი, ჰენრიხსი, არანგისი, ბელარაბი, კორი (84. კისლინგი), ბრანდტი (56. ჰაფერცი), მეჰმედი, ფოლანდი (64. პოიანპალო).

ჰოფენჰაიმი-ბაიერნი 2:0

გოლები: 1:0 უტი (27), 2:0 უტი (51)

ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, კადერჟაბეკი, ბიჩაკჩიჩი, ჰიუბნერი, ნორდტვეიტი, ცუბერი (69. შულცი), დემირბაი, ამირი, გაიგერი (63. პოლანსკი), კრამარიჩი, უტი (76. ოხსი).

ბაიერნი: ნოიერი, რაფინია (78. რიბერი), ხავი მარტინესი, ჰუმელსი, რუდი (57. რობენი), მიულერი (78. ხამეს როდრიგესი), ტიაგო ალკანტარა, კომანი, ტოლისო, კიმიხი, ლევანდოვსკი.

ჰერტა-ვერდერი 1:1

გოლები: 1:0 ლეკი (38), 1:1 დელენეი (59)

შალკე-შტუტგარტი 3:1

გოლები: 1:0 ბენტალები (4-პენ), 1:1 აკოლო (40), 2:1 ნალდო (47), 3:1 ბურგშტალერი (48)

შალკე: ფერმანი, სტამბული, ნალდო, ნასტასიჩი, კერერი, გორეტცკა, ბენტალები (46. დ. კალიჯური), ოშჩიპკა, მ. მაიერი (46. ბურგშტალერი), ჰარიტი (76. მაკენი), კონოპლიანკა.

ბომბარდირები: 4 - ფინბოგასონი (აუგსბურგი); 3 - ლეკი (ჰერტა), ლევანდოვსკი (ბაიერნი), უტი (ჰოფენჰაიმი), ვერნერი (ლაიპციგი), ბენტალები (შალკე).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
[VIDEO] ჯამალ მუსიალამ მოედანზე გონება დაკარგა
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" "გლადბახს" დაუზავდა
"ბაიერნმა" კაცნაკლული "ვერდერი" სახლში დაამარცხა [VIDEO]
ლოჩოშვილის "კიოლნმა" "გლადბახს" მოუგო
[VIDEO] მძიმე მატჩი ლევერკუზენში - "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი ვერ მოიგო
მილოტ რაშიცა: გაზაფხულზე კოსოვოელები ისტორიას შევქმნით
"ბაიერნი" "დორტმუნდს" 4 ქულით გაექცა და თითქმის ჩემპიონია [VIDEO]
"ბაიერნი" თასის ფინალში გავიდა, მაგრამ თავისი გულშემატკივრების ნერვებზე თამაშობს [VIDEO]
[VIDEO] როგორ დაარბიეს "მგლები" "ალიანც არენაზე"...
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმმა" სახლში მარცხი განიცადა
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
მიქაუტაძის საგოლე პასი - "ვილიარეალი" "დორტმუნდთან" დამარცხდა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ოფიციალურად: იურგენ კლინსმანი ბუნდესლიგას დაუბრუნდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
სუპერუიღბლო ბუნდესლიგიდან - "ვერდერის" მცველს არ გაუმართლა [VIDEO]
[VIDEO] "ფენერბაჰჩე" "სლავიასთან ფრეს დასჯერდა, "დორტმუნდმა" კი "საბაჰი" დაამარცხა
სამაგალითო სოლიდარობა: "ჰერტას" ახალგაზრდულმა გუნმა თამაში რასიზმის გამო შეწყვიტა
ოლივერ გლასნერს "ბაიერი" დაუკავშირდა
"ქალს საბანკო რეკვიზიტები ვთხოვე, შემდეგ კი..." - აი, ასე იძია ბონიფასმა შური
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
"ჰერტა" სუპერკლუბობას ლამობს - ჯაკას, გიოტცეს და დრაქსლერის შეძენას შეეცდება
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
[VIDEO] გოჩოლეიშვილი შეცვლაზე, ყველა გოლი პენალტით, "ჰამბურგის" გამარჯვება და ჩხუბი
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ვოლფსბურგთან" წააგო
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
Kicker: ნიკო კოვაჩი მომავალი სეზონიდან კვლავ ბუნდესლიგაში იმუშავებს
გოჩოლეიშვილის დებიუტი ბუნდესლიგაში - "ჰამბურგი" "გლადბახს" ფრედ ეთამაშა
ბუნდესლიგა. XXX ტურის წინ: ვისი მუსიკა დაუკრავს მიუნხენში?
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
უკრაინის ნაკრების მცველი ბუნდესლიგის გუნდში გადადის
გოჩოლეიშვილის დაბრუნება გადაიდო - "ჰამბურგი" სახლში "ვოლფსბურგთან" დამარცხდა
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
"ჰერტამ" ჯაკას სანაცვლოდ "არსენალს" კარგი თანხა შესთავაზა, ლონდონელები 5 მილიონით მეტს ითხოვენ
ასრულებს თუ არა კარიერას - ერიქსენმა უკრაინასთან უგონოდ მოედანზე დაცემის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო
კშიშტოპ პიონტეკი "ჰერტაში" გადადის - ის უკვე ბერლინშია
ოფიციალურად: იულიან ბრანდტი "აიაქსის" ფეხბურთელია
"უნდა ვაღიაროთ, რომ "ბაიერნი" ევროპაში საუკეთესო კლუბია