საქართველოს XXIX ჩემპიონატი. ეროვნული ლიგა. XXV ტური
"საბურთალო" თავის თავს არ ღალატობს: რამდენიმე ტურში ერთხელ ისეთ თამაშს ატარებს, გულშემატკივარს გულგრილს რომ ვერ დატოვებს. ეს გუნდი ადრე იყო ახალგაზრდული და პერსპექტიული, თორემ წლეულს გაზრდილია და "გამოუცდელი" აღარ ეთქმის.

მიმდინარე სეზონში "საბურთალო" ბათუმის "დინამოს" უკვე მესამედ შეხვდა - წინა ორში 2:0 (შინ) და 1:0 (გასვლაზე) მოუგო. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა გუშინ მეტოქე მესამე შეხვედრაშიც ისე დაამარცხა, გოლი ამჯერადაც არ გაატანინა.

მაგრამ ეს მოგება სხვებისგან მაინც გამორჩეული იყო. თუკი აქამდე თბილისელებს ბევრად უფრო ტრადიციულ გუნდთან უჭირდათ, ახლა ბათუმელებს შანსიც არ დაუტოვეს. ჯამში კი სამ შეხვედრაში "საბურთალომ" დინამოელებს 8 ბურთი გაუტანა და საკუთარ კარში ერთიც არ გაუშვა.

"საბურთალო" პირველივე წუთებიდან აკონტროლებდა ბურთს, მეტოქეს მაღალ პრესინგს ეთამაშებოდა და გასაქანს არ აძლევდა. ჭიაბრიშვილის შეგირდები იმდენს მოძრაობდნენ, ჩვენი ჩემპიონატის გუნდებისგან იშვიათად რომ ნახავ. სტუმართა ჩავარდნას ხელი იმანაც შეუწყო, რომ მცველი ნიკა მგელაძე დაუშავდათ და მოედანი ნაადრევად დატოვა. მის პოზიციაზე საყრდენმა თემურ შონიამ დაიხია, მოედნის ცენტრის გამაგრებას კი ოთარ მარცვალაძე შეეცადა.

საბოლოოდ, "საბურთალომ" გამუდმებული მოძრაობებითა და ბურთის კონტროლით პირველი ტაიმის ბოლოს იმას მიაღწია, რომ ბათუმელებმა ტემპს ვეღარ გაუძლეს, შეცდომები დაუშვეს და წინააღმდეგობა ვეღარ გასწიეს.

გიორგი ხარაიშვილის დუბლზეც უნდა ვთქვათ: თბილისელთა 21 წლის კაპიტანმა საჯარიმოდან ორჯერ გაიტანა და თან - ერთმანეთზე ლამაზი გოლები. საერთოდაც, ძალიან კარგი თამაში ჩაატარა.

გამორჩეული იყო დავით ვოლკოვის გოლი, რომელმაც თავისიანების სწრაფი შეტევა ულამაზესი დარტყმით დააგვირგვინა.

რბილად რომ ვთქვათ, ეს ბათუმის "დინამოს" დღე არ იყო. ამ მოგების შემდეგ "საბურთალომ" 37 ქულა დააგროვა, საჩხერის "ჩიხურას" დაეწია და ევროპალიგაზე მოხვედრის შანსი შეინარჩუნა.

მატჩის სტენოგრამა

4' - გიორგი ხარაიშვილმა კარის წინ ირაკლი ბიძინაშვილი დატოვა, რომლის დარტყმაც სტუმართა მეკარე ლევან შოვნაძემ მოიგერია, დამატებაზე კი გიორგი კოხრეიძეს მცველებთან ერთად ჩაუწვა და ვითარება განიმუხტა.

16' - სანამ მცველი მიუახლოვდა, ხარაიშვილმა მოასწრო და ბურთს წვერი სახიფათოდ წაჰკრა - შოვნაძემ საიმედოდ ითამაშა.

21' - ბათუმელთა მცველი ნიკა მგელაძე ორთაბრძოლაში დაშავდა და შესაცვლელი გახდა.

22' - ცოტნე ნადარაიას ფლანგური გადაცემისას ხარაიშვილი კარის წინ გაიხსნა, მაგრამ შოვნაძემ დაასწრო და ბათუმელები გადაარჩინა.

24' - ხარაიშვილის უძლიერესი "გასროლა" - შოვნაძემ ისევ გადაარჩინა გუნდი.

27' - ხარაიშვილის გადაცემით მეკარესთან პირისპირ დარჩა ლაშა შინდაგორიძე - შოვნაძე დროულად გამოვიდა კარიდან და გუნდი ამჯერადაც იხსნა.

26' - ელგუჯა გრიგალაშვილმა სტუმართა შეტევა არაზუსტი დარტყმით დაასრულა.

36' - გოლი! ნოდარ იაშვილის ფლანგური გადაცემა - დავით ვოლკოვმა ბურთი დაუხანებლად შორეულ კუთხეში დაარტყა და ანგარიში გახსნა - 1:0.

38' - გოლი! ხარაიშვილმა მშვენივრად შეასრულა საჯარიმო და მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა - 2:0.

45' - გოლი! ბექა მახარაძემ საჯარიმოში გიორგი კოხრეიძე მოცელა, პენალტი კი შინდაგორიძემ აქცია გოლად - 3:0.

82' - ხარაიშვილმა საჯარიმო დარტყმით მეორეც გაიტანა - 4:0.

86' - გოლი! შინდაგორიძის დარტყმა შოვნაძემ მოიგერია, დამატებაზე კი ალბანელმა ლეგიონერმა ნდუე მუიეციმ პირველი ქართული გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 5:0.

ეროვნული ლიგა. XXV ტური

10.09. თბილისი."დავით პეტრიაშვილი არენა"

საბურთალო-დინამო(ბთ) 5:0

გოლები: 1:0 ვოლკოვი (36. იაშვილის პასით), 2:0 ხარაიშვილი (38), 3:0 შინდაგორიძე (45+1), 4:0 ხარაიშვილი (82), 5:0 მუიეცი (86)

საბურთალო (4-2-3-1): კუპატაძე - იაშვილი, ცნობილაძე, თ. გრიგალაშვილი, ნადარაია (77. მალი) - თარხნიშვილი, ხარაიშვილი - შინდაგორიძე, ბიძინაშვილი, ვოლკოვი (51. გვარაძე) - კოხრეიძე (64. მუიეცი).

სათადარიგოები: გოშაძე, მარგველაშვილი, მამუჩაშვილი, ტერა

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

დინამო (4-2-3-1): შოვნაძე - ფარტენაძე, მგელაძე (21. მარცვალაძე), მახარაძე, სუხიაშვილი - შონია, არზიანი - ფლამარიონი, ე. გრიგალაშვილი, კვანტალიანი (71. ჭკუასელი) - კვასოვი.

სათადარიგოები: ტაკიძე, ქორიძე, ვარშანიძე, კეკუა

მწვრთნელი: კონსტანტინ ფროლოვი

გაფრთხილებები: ნადარაია (34), მახარაძე (81)

არბიტრი: ი. კვირიკაშვილი.

ბომბარდირები

ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 19

დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 13

ბ. მიქელთაძე (დინამო თბ) 11

ბ. არაბული (დინამო თბ/ბალმაზივ.) 11

მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 10

მ. კოვტალიუკი (კოლხეთი/დინამო თბ) 10

მომდევნო ტური

16 სექტემბერი, შაბათი

სამტრედია-ლოკომოტივი

დინამო (ბთ)-ტორპედო

17 სექტემბერი, კვირა

ჩიხურა-კოლხეთი

შუქურა-დილა

დინამო (თბ)-საბურთალო.

სერგო კორძაია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თენგო
11 მეტრიანთან ერთად არასპორტული ჯარიმაც მიცა მსაჯმა თუ რა უბედურებაა.30 წელია ბეხბურთს ვუყურებ და ასეთი რამ არსად მინახია..
gio
ფედიჩკინმა ფლოროვი რაც მოვიყვანეთ გუნდი უკეთესათ თამაშობსო,თუ იმას გულისხმობს ხუთზე მეტი არ გაუშვა მაშინ მართალია.ოთხ თამაში ერთს გაჭირვებით იგებენ.ფლოროვი ერთხელ ქობულეთიდან გაიპარა,ფრთხილად იყავით კიდო არ გაიპაროს, მებაჟები გაფრთხილეთ.დინამო სამაიმუნო გუნდი არ უნდა იყოს.
მოსკოველი
მეკარეს ბრალი იყო სამი ბურთი მაინც.
arena
ბათუმს ჭირდება გამართული ინფრასტრუქტურა რაც ამ საშუალებებით (ფინანსური თვალსაზრისით) სრულად შესაძლებელია.გუნდში მომუშავე ანალიტიკოსები და კარგად ჩახედული ადამიანთა ჯგუფი გასაშვებია ხელმძღვანელოებიდან.ახალი სისხლი,ხედვა და ნიჭია საჭირო.
g.v.g.
სტადიონზე რომ ხაჭაპურის გამყიდველი დადის ის უყენიათ მეკარედ?
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-4 სამგურალი. უხვი გოლი და ორი განსხვავებული ტაიმი
რატიშვილი რიგაში იკომისრებს
"მანჩესტერ სიტიმ" მაროკოელი ნახევარმცველი 100 მილიონად შეიძინა
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა
სავინიოს შემდეგ "სიტიდან" "ტოტენჰემში" მარმუშიც გადავიდა
"დანაშაული" და საჯელი? - ლუის ენრიკემ დემბელე დასასვენებლად გაუშვა
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
"ლივერპული" პსჟ-ს დუბლიორების იმედადაა - შეძლებენ ბარკოლას და მბაიეს შეძენას?
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
ჩემპიონების საყვარელი წიგნები - ის, რასაც გამარჯვება ვერ ასწავლის
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ვოლკოვის ზღაპრული გოლი 90-ე წუთზე - მისი გუნდი პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
ლაშა შინდაგორიძე "საბურთალოში" დაბრუნდა
ლაშა შინდაგორიძე: მინდა "საბურთალოსთან" ერთად თასიც მოვიგო და ჩემპიონატიც
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"
შინდაგორიძემ ბელარუსში სერიოზული ტრავმა მიიღო
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
შინდაგორიძე საოპერაციოა, მაგრამ საზღვრები ჩაკეტილია და ბელარუსიდან ვერ გაჰყავთ
ხარაიშვილი თურქული კლუბის ფეხბურთელი გახდა
ჩაკვეტაძის ორი საგოლე პასი და ტრავმა - "სლოვანმა" სტუმრად მოულოდნელად "ბაზელს" სძლია [VIDEO]
თბილისის "დინამომ" გიორგი ხარაიშვილი დაიმატა
2023 წლის შემდეგ პირველად - სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში ვოლკოვს უხმო
[VIDEO] როგორც ქოჩორაშვილმა ალბანეთში... პაპუნაშვილის სუპერგოლი აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში!
ხარაიშვილი სეზონის ბოლომდე თბილისის "დინამოში" დარჩება
ქართველების თამაშს ბელარუსში მანეკენები "დაესწრნენ"
ლაშა შინდაგორიძე ბათუმის "დინამოში" გადავიდა
"უღმერთოები ხართ ბიჭო? ღმერთის როგორ არ გეშინიათ?" - გიორგი ხარაიშვილი ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურება
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ქართველების "ზირა", რომელმაც "ტორპედო" გაანადგურა, ესტონურ "პაიდესთან" გამოვარდა
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა