ჩვენ კი ამ და სხვა ამბებზე მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ
8 სექტემბერს, პლოცკის "ვისლას" მატჩში, გიორგი მერებაშვილი შეცვლაზე შევიდა და გუნდს ორბურთიანი სხვაობა გააქვითინა. მეორე დღეს კი ის პოლონეთის ექსტრაკლასას სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. გიორგი მანამდე საქართველოს ნაკრების შეკრებაზე იმყოფებოდა და შეცვლაზე მოუწია თამაში. ჩვენ კი ამ და სხვა ამბებზე მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ.

- პირველ რიგში, მოგილოცავ პლოცკის "ვისლაში" ძალიან მაგარ მატჩს. ფიქრობდი თუ არა, რომ ასეთი გარდატეხის შეტანა შეგეძლო?

- დიდი მადლობა მოლოცვისთვის. თავიდან დავიწყებ იმით, რომ ნაკრებიდან გვიან შევუერთდი გუნდს და ცოტა დაღლილად ვგრძნობდი თავს. მწვრთნელმა გადაწყვიტა, რომ შეცვლაზე შევსულიყავი ამ თამაშზე. პირველი ტაიმის მერე 2:0-ს ვაგებდით და ძალიან რთულ სიტუაციაში ჩავიგდეთ თავი. თუმცა შემდეგ უკვე, ჩემდა საბედნიეროდ, ძალიან კარგად ჩავერთე თამაშში და ორი საგოლე პასი მივითვალე.

რაც შეეხება, ველოდებოდი თუ არა, ამაზე არ მიფიქრია. როდესაც შევდიოდი მინდორზე, ვფიქრობდი, რომ მაქსიმალურად უნდა გამომევლინა ჩემი შესაძლებლობები და გუნდს მინიმუმ ქულის აღებაში დავხმარებოდი. ღმერთის წყალობით, ყველაფერი გამომივიდა.

- რა გეგმები აქვს პოლონურ გუნდს ჩემპიონატში?

- გეგმა ასე კონკრეტულად დასახული არ გვაქვს. პირველ რიგში, ადგილის შენარჩუნებას ვეცდებით ექსტრაკლასაში და შემდეგ გვყავს ისეთი გუნდი, რომ ვიბრძოლოთ რვა საუკეთესო გუნდში მოსახვედრად და პლეი-ოფში სათამაშოდ.

- მუდმივი კითხვა, თუ რატომ არ არის გამოძახებული მერებაშვილი ნაკრებში, დასრულდა. როგორ შეაფასებდი შენს თავს ნაკრებში და ზოგადად, როგორ შეაფასებ ბოლო ორ მატჩს?

- ჩემს თამაშს რაც შეეხება ნაკრებში, დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მეტის გაკეთება შემიძლია. თუ მომიწევს შემდეგ მატჩებში მონაწილეობის მიღება, ვეცდები, წარმატება მოვუტანო ჩემი თამაშით. რაც შეეხება განვლილ ორ თამაშს, ორი განსხვავებული მატჩი ჩავატარეთ.

ირლანდიასთან უფრო მეტად შემტევი ფეხბურთი ვითამაშეთ და უფრო მეტად ვდომინირებდით. ცოტა მეტი იღბალიც რომ ყოფილიყო ჩვენს მხარეს, აუცილებლად მოვიგებდით ამ შეხვედრას, რაც არ შემიძლია ვთქვა ავსტრიასთან შეხვედრაზე, განსხვავებული თამაში იყო და თავისთავად მეტოქეც სხვა სტილის გვყავდა. ვფიქრობ, რომ მოწინააღმდეგემ გვაჯობა და წამოღებული ერთი ქულა დადებითად უნდა შეფასდეს. თუმცა მაინც პოზიტიურად მინდა შევაფასო. ორ ისეთ ნაკრებთან ჩავატარეთ შეხვედრა, რომლებსაც პრეტენზია გააჩნიათ იმისი, რომ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე მუდმივად მიიღონ მონაწილეობა.

- როგორი მწვრთნელია ვლადიმერ ვაისი? ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე. ფიქრობ, რომ შეძლებს მიაღწევინოს ნაკრებს წარმატება?

- ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის და არ მიყვარს მწვრთნელებზე საუბარი. თუმცა ყველა მწვრთნელს თავისი შეხედულება აქვს და არც ვაისია გამონაკლისი. ვფიქრობ, რომ მწვრთნელების ხშირი ცვლა არ არის ნაკრებისთვის კარგი. როდესაც მოვიყვანთ ნაკრებში მწვრთნელს და გამოიკვეთება ტაქტიკური მონახაზი, მიუხედავად იმისა, შეიძლება შედეგი არ იყოს, ხშირი ცვლა არ არის კარგი ნაკრებისთვის. თუნდაც როგორც ფეხბურთელების ხშირი ცვლა კლუბსა და ნაკრებში არ არის კარგი, ძირითადი ბირთვის ასაწყობად.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ვაისი უნდა დარჩეს. დარწმუნებული ვარ და მჯერა, მომავალში ნაკრები მასთან ერთად წარმატებას მიაღწევს.

- ალბათ, ნახე ერთა ლიგის ახალი ფორმატი. რას ფიქრობ, შევძლებთ ამ ფორმატით ევროპის ჩემპიონატზე გასვლას?

- კი, ახალი ფორმატი ვნახე და ძალიან კარგია ჩვენნაირი ქვეყნებისთვის. დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ამ ფორმატით საქართველოს ნაკრები მიაღწევს წარმატებას. ის ოცნება რაც არის ჩვენი და ქართველი ხალხის, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ, ეს ფორმატი უფრო მეტად მოგვცემს გასვლის საშუალებას.

- პოლონეთში უკვე საკმაო რაოდენობით ქართველი ფეხბურთელები ხართ წარმოდგენილნი. როგორია ჩვენებურებზე დამოკიდებულება, გულშემატკივრისა და მედიის მხრიდან?

- საერთოდ, ძალიან რთული ხალხია, გამომდინარე იქიდან, რომ საკუთარ თავზე ზედმეტად შეყვარებულები არიან და ლეგიონერს ზოგადად, უფრო მეტი მოეთხოვება. ათი თავით უნდა სჯობდე ადგილობრივს, რომ უფრო მეტი ნდობა დაიმსახურო.

ზოგადად, თამაშიდან თამაშამდე უნდა ამტკიცო, რომ შენ ღირსი ხარ აქ ყოფნის. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის, ლეგიონერებისთვის ძალიან რთულია. თუმცა ადგილობრივი ფეხბურთელებისთვის და თვითონ ქვეყნისთვის მშვენიერია ასეთი მიდგომა, რომ თავიანთ ფეხბურთელებს პირველ პლანზე აყენებენ. ზოგადად, დამოკიდებულება ჩვენ მიმართ ძალიან კარგია. ქართველ ბიჭებთანაც მიწევს საუბარი და კარგი ურთიერთობა აქვთ კლუბის ფეხბურთელებთან და ხელმძღვანელობასთან.

ჩემს თავზე შემიძლია ვთქვა, რომ მე იდეალურად ვგრძნობ აქ თავს. გულშემატკივრების, ხელმძღვანელობის და ფეხბურთელების მხრიდან თბილ და კარგ დამოკიდებულებაში ვარ. ვგრძნობ მათ მხარდაჭერას და გვერდში დგომას, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- რა არის შენთვის პროგრამა-მინიმუმი და მაქსიმუმი ამ სეზონში?

- ჩემს თამაშს რაც შეეხება, ვეცდები, მინიმუმ იმაზე ნაკლებშედეგიანი არ ვიყო, რაც შარშან ვიყავი. ვეცდები, რომ ყველაზე ცოტა, ექვსი გოლი და ექვსი საგოლე გადაცემა გავაკეთო ამ სეზონში. ხოლო მინდა, რომ ყველა თამაშში მაქსიმალურად დავიხარჯო და ბოლომდე გამოვიყენო ჩემი შესაძლებლობები ამა თუ იმ თამაშში.

guga
პრობლემა ბევრია ჩვენ ფეხბურთში და ვაისი ვერ გვიშველის ბავშვთა მწვრთნელებიდან უნდა დავიწყოთ

Martlac rom unda darches azri araak am trenerebis shecvlas upro cudi shedegebi moak chventvis mjera rom es kaci daakenebs scor nakrebs sul male :)))))!!!
1,2,3,5,8...
ვაისი აუცილებლად უნდა დარჩეს (ფეხბურთელები უნდა წავიდნენ)!
eliga
ხო ახლა ხო არ იტყვის წავიდესო, ისე ვინღა გამოიძახებს. არადა ყველამ ვიცით, რომ ვაისი შემოგვტენეს
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ბულგარეთმა საქართველოდან ელჩი გაიწვია" - საქართველოს ნაკრების ექსნახევარმცველის ხუმრობა
მერებაშვილის მორიგი მშვენიერი გოლი [VIDEO]
"ახალგაზრდებს დარიგებებს მისცემს და გვერდში დაუდგება, ნაკრებში მისი დაბრუნება კარგი იქნება" - მერებაშვილი კანკავაზე
"ძალიან რთულია ამ კადრების შორიდან ყურება, არა რუსულ კანონს!!!" - გიორგი მერებაშვილი [PHOTO]
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
გიორბელიძე სანიოლის სურვილის შესაბამისად - ქართველების პარასკევი