"ტოტენჰემისა" და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველის ნიკო კრანჩარის აზრით, მათ ქართველებზე უკეთესი გუნდი ჰყავთ
ჩვენ დარად, 26 მარტს დაგეგმილი, ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩისთვის ხორვატებიც გამალებით ემზადებიან. სლავენ ბილიჩის გუნდმა თბილისში გამომგზავრებამდე შეკრება ორშაბათიდან დაიწყო, დღეს კი უკვე თითქმის მთლიანი შემადგენლობით ივარჯიშა.

ხორვატთა გუნდთან ერთად ჯერჯერობით არ უვარჯიშიათ ედუარდო და სილვას და ნიკიცა ელავიჩს. "შახტარის" თავდამსხმელი სასტუმროში დარჩენილა და ფიზიოთერაპიის კურსი ჩაუტარებია, ელავიჩს კი მუხლში ტკივილისა და გადაღლილობის მიზეზით დასვენება "გამოუწერეს".

ბილიჩის გუნდს შეუერთდნენ "ტოტენჰემის" ნახევარმცველი ლუკა მადრიჩი და მცველი ვედრან ჩორლუკა. მოდრიჩს სრული დატვირთვით უკვე უვარჯიშია, ჩორლუკა კი სპეციალური პროგრამით, ინდივიდუალურად ემზადებოდა.

ვარჯიშის შემდეგ მომავალ მატჩზე ჟურნალისტებთან საუბარი "ტოტენჰემის" ნახევარმხველმა ნიკო კრანჩარმა მოისურვა:

"გუნდში საუკეთესო განწყობაა და ერთი სული გვაქვს, როდის ჩავალთ თბილისში. ვფიქრობთ, საქართველოსთან ორ და ისრაელთან ერთ მატჩში წარმატებით ევროპის ჩემპიონატის საგზურს გავინაღდებთ.

თუმცა, ბოლოდროინდელი შედეგების გათვალისწინებით, ქართველების საკუთარ კედლებში დამარცხება ერთობ გაგვიჭირდება. მიუხედავად ამისა, ჩვენ უკეთესი გუნდი გვყავს, ყველა რგოლში ვჯობივართ და ეს აუცილებლად მოედანზეც უნდა დავამტკიცოთ".

მომზადებულია hns-cff.hr-ის მიხედვით

mitro
დათოს ვეთანხმები დემეს მართლაც სჭირდება მხარშI დგომა ბევრი სიხარული მოუტანია ჩვენთვის და დაუდგეთ გვერდით ჩვენს ფეხბურთელს... ძალიან გთხოვთ ყველას ვინც იქნებით სტადიონზე დემე არ დაივიწყოთ
dato
ამ თამაშის ნახვის შემდეგ შესაძლებელი გახდება ქეცბაიასთვის ,,ნიშნის" დაწერა
dato
მისირელი სადაა? ამ სტატიაში რატო არაა მოხსენიებული, თორე კი გასაგებია, სადაცაა. სადაც ყოველთვის იყო, ისევ იქაა. სამედიცინო ცნობა მოუტანია, ავადაა თურმე. რო შეხედავ კამეჩს გავს _ უღელში რო შეაბა 3 ჰექტარს მოხნავს. მოსამართლის გვარიც დაგეწერათ სტატიაში, იამაყებდა. რა ეღირება ერთ ბანერზე რო დემეს სურათი გაკეთდეს და ხორვატიასთან სტადიონზე გამოიფინოს? იკისრებთ ქომაგები? ორგანიზებული ჯგუფი ხო შეიქმნა ქართული სპორტის ქომაგთა? არ დაიმსახურა დემემ, რო რამენაირად მაინც დავუდგეთ გვერდში? ეს იქნება საქციელი, რომელიც ერთიორად გაზრდის ქომაგთა კლუბის წევრთა რაოდენობასაც. სირცხვილია, რაც ხდება და ეგ კაცი როცა იქნება, გამოვა ციხიდან და მერე ვიცი, რამდენი "ქომაგი" გამოუჩნდება. აი, ეგ იქნება კიდე უფრო დიდი სირცხვილი. ეხლა უნდა ბიჭს მხარდაჭერა და მოდით, ნამუსიანად მოვიქცეთ. სამუდამო სირცხვილი არ ავაკეროთ ქართული ფეხბურთის ისტორიას. დემემ ბევრი სიხარული მოგვიტანა და მოვიქცეთ კაცურად. გაუმარჯოს სიმართლეს, ქართულ ფეხბურთს და ყველა კაი კაცს!
guja_kakhadze
მწვრთნელი ხორვატებზე უკეთესი გვყავს და ქომაგობითაც დაგჯაბნით.
Levan
ყველა რგოლში არა მარა ზოგადად ჩვენზე ძლეირი გუნდი ყავს და ორი აზრი არ არსებობს რო ძალიან გაგვიჭირდება
vaja
რაო?... ყველა რგოლში ვჯობივართო????? ჩემო ნიკო რას გეტყვი იცი? თამაშის მერე ყველა ხორვატმა კარგად შეიმოწმეთ თქვენი რგოლები და მერე ილაპარაკეთ ასე.
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"