ირლანდიის ნაკრების თავკაცმა განაცხადა, რომ ფეხბურთელების მიერ ალკოჰოლური სასმელების მოხმარებაში პრობლემას ვერ ხედავს
ირლანდიის ნაკრების თავკაცმა ჯოვანი ტრაპატონიმ განაცხადა, რომ ფეხბურთელების მიერ ალკოჰოლური სასმელების მოხმარებაში პრობლემას ვერ ხედავს.

ეს განცხადება ტრაპატონიმ "ასტონ ვილას" ფეხბურთელების რიჩარდ დანის, ჯეიმს კოლინზის და "ნიუკასლის" თავდამსხმელის ლეონ ბესტის ირგვლივ შექმნილ სკანდალზე გააკეთა. ეს ფეხბურთელები ინგლისის ჩემპიონატის თამაშის წინ ერთ-ერთ კლუბში შეამჩნიეს.

"ეს საკითხი არ მაღელვებს. მოთამაშეები ინგლისში დიდი წნეხის ქვეშ იმყოფებიან და ეს მხოლოდ რიჩარდ დანს არ ეხება. ეს ნორმალურია. მთავარია, ერთი დღის დალევას უალკოჰოლო ექვსი დღე მოჰყვებოდეს.

არ მაწუხებს თუ ფეხბურთელები დასალევად წავლენ , რადგან მათ მოდუნება სჭირდებათ. დანთან ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. მე მხოლოდ იმას ვაკვირდები, როგორ თამაშობს ის ნაკრებში", - განაცხადა ტრაპატონიმ.

ამავე დროს ტრაპატონიმ აღნიშნა, რომ ეროვნული ნაკრების შეკრების დროს დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებას არ მიესალმება.

"წესი წესია. თამაშის შემდეგ მათ ერთი ორი ჭიქის დალევის უფლებას მივცემ. მაგრამ როდესაც ვამბობ, რომ კმარა, ეს მთავრდება. როდესაც ძილის დროა, დასაძინებლად უნდა წახვიდე.

ამავე დროს მოთამაშეებს უნდა ვენდოთ, ჩვენ მათთან მთელ დროს ვერ გავატარებთ. არ შეგვიძლია მათთან ერთად გვეძინოს. საქმე პროფესიონალიზმშია, მოთამაშეებს პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა ჰქონდეთ", - თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით

giorgi
კვირის ფრაზები დაგავიწყდათ :)
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა