ოთხშაბათის მატჩების წინ
დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე I ტურის დანარჩენი მატჩები იმართება. განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იქნება ორი დაპირისპირება - "ტოტენჰემი"-"დორტმუნდს" მასპინძლობს, ხოლო "ლივერპული" "სევილიას" მიიღებს.

ამას გარდა, დღეს მოედანზე გავლენ "შახტარი" და "სპარტაკიც", სადაც დავით ხოჭოლავა და ჯანო ანანიძე თამაშობენ...

ტოტენჰემი-დორტმუნდი

საინტერესო თამაშს ველოდებით "უემბლიზე", სადაც კარგ ფორმაში მყოფმა "ტოტენჰემმა" იმ "დორტმუნდს" უნდა უმასპინძლოს, რომელიც ბუნდესლიგის სტარტზე შთამბეჭდავად ვერ გამოიყურება და თან საკადრო პრობლემებიც აწუხებს.

"ტოტენჰემმა" გასულ წელს მესამე ადგილი დაიკავა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში "მონაკოსა" და "ლევერკუზენის" შემდეგ. ცხადია, მაურისიო პოჩეტინოს ძალიან უნდა, დაამტკიცოს, რომ მისი გუნდი გაცილებით მეტს იმსახურებს, თუმცა წილისყრამ არ გაუმართლა - "მამლები" ახლა უფრო რთულ ჯგუფში არიან და პლეი-ოფში მოსახვედრად მეტი ძალისხმევაც დასჭირდებათ.

"დორტმუნდს" სხვა პრობლემები აწუხებს. ცოტა ხნის წინ რაინფესტფალიელები უსმან დემბელეს დაემშვიდობნენ, ტრავმირებულია მარკო როისი, სულ ბოლოს კი დაშავდა მარსელ შმელცერიც, რომელსაც გუნდი თვეზე მეტხანს მოისაკლისებს.

რაც შეეხება "ტოტენჰემის" პრობლემას, პოჩეტინოს მხოლოდ დელე ალის დისკვალიფიკაცია აღელვებს. დღევანდელის გარდა, 21 წლის შემტევი ჯგუფური ეტაპის კიდევ 2 მატჩს გამოტოვებს.

ფაქტები

2015/16 წლების სეზონში "ტოტენჰემი" და "დორტმუნდი" ევროპალიგის 1/8-ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. გერმანელებმა ორივე თამაში მოიგეს: 2:1 - სტუმრად, 3:0 - საკუთარ მოედანზე.

2016/17 წლების სეზონში "ტოტენჰემმა" ევროტურნირის 4 საშინაო მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო.

"ტოტენჰემი" დაუმარცხებელია შინ ბუნდესლიგის კლუბების წინააღმდეგ - 6 მოგება, 1 ფრე.

"დორტმუნდმა" ინგლისური კლუბების წინააღმდეგ 11 საგარეო მატჩიდან 4 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 6 წააგო.

ლივერპული-სევილია

"ლივერპული" ნეგატიური განწყობით ხვდება "სევილიასთან" მატჩს - შაბათს იურგენ კლოპის სამწყსო "ეტიჰადზე" "მანჩესტერ სიტისთან" განადგურდა (0:5). თუმცა გერმანელი სპეციალისტი კარგი მოტივატორია და რაღაცნაირად მოიყვანდა გუნდს თამაშის იშტაზე...

"წითლებს" ტრავმირებული ჰყავთ ადამ ლალანა, თუმცა ინგლისის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი კარგა ხანია მკურნალობს და "ლივერპული" მის გარეშე თამაშს როგორღაც შეეჩვია.

შესაძლოა, დღეს მოედანზე გამოჩნდეს ფილიპე კოუტინიო, ვის გარშემოც ამ ზაფხულს დიდი აჟიოტაჟი იყო. ბრაზილიელი პლეიმეიკერი "ბარსელონაში" გაშვებას ითხოვდა, თუმცა მერსისაიდელებმა მისი შენარჩუნება მოახერხეს.

კლოპმა თქვა, რომ ახლა მთავარია მისი სწრაფი რეინტეგრაცია ძირითად შემადგენლობაში, თუმცა პრობლემაა ზურგის ტრავმა, რომელიც კოუტინიოს ბოლო დროს აწუხებდა. მან რამდენიმე დღის წინ განაახლა ვარჯიში და ითამაშებს თუ არა დღეს, კითხვის ნიშნის ქვეშაა.

რაც შეეხება "სევილიას", ედუარდო ბერიცოს გუნდი, ჯერჯერობით, კარგად გამოიყურება ლა ლიგაში, სადაც 3-დან 2 მატჩი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა. თუმცა ანდალუსიელებმა ძალიან იწვალეს მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში, როცა თურქული "ბაშაქშეჰირის" ბარიერი (2:2, 2:1) ძლივს გადალახეს.

ფაქტები

"ლივერპული" და "სევილია" 2016 წლის 18 მაისს ევროპალიგის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. ესპანურმა კლუბმა 3:1 გაიმარჯვა.

ბოლო 8 სეზონში "ლივერპული" მეორედ მონაწილეობს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

"ლივერპულმა" ბოლო 6 საშინაო ევრომატჩიდან ყველა მოიგო, სულ კი დაუმარცხებელია ევროტურნირის უკანასკნელ 10 საშინაო შეხვედრაში.

"ლივერპულის" მარცხენა მცველმა ალბერტო მორენომ პროფესიული კარიერა "სევილიაში" დაიწყო.

ესპანური კლუბების წინააღმდეგ "ლივერპულმა" შინ 5 თამაში მოიგო, ამდენივე წააგო, ხოლო 6 ფრედ დაასრულა.

"სევილიამ" ბოლო 8 საგარეო ევრომატჩიდან მხოლოდ 1 წააგო (შარშან, "ლესტერთან" - 0:2). ეს იყო ესპანური გუნდის ზედიზედ მესამე საგარეო ევრომარცხი პრემიერლიგის წარმომადგენელთან.

პორტუ-ბეშიქთაში

ფაქტები

"პორტუ" და "ბეშიქთაში" ბოლოს ერთმანეთს ევროპალიგის 2010/11 წლის სეზონში შეხვდნენ. პორტუგალიურმა გრანდმა შინ 1:1 ითამაშა, სტუმრად კი 3:1 გაიმარჯვა. სულ კი "ბეშიქთაშს" 4 ურთიერთშეხვედრიდან 3 მოუგო და 1 ფრედ დაასრულა. საერთოდ კი, თურქული კლუბების წინააღმდეგ 8 მატჩში 6 გამარჯვება და 2 ფრე აქვს.

"პორტუმ" ადგილობრივ ჩემპიონატში პირველი 5 მატჩი ისე მოიგო, გოლიც არ გაუშვია.

"ბეშიქთაშმა" პორტუგალიურ კლუბებთან ბოლო 6 გასვლითი მატჩიდან 2 მოიგო, ამდენივე ფრედ ითამაშა და წააგო.

"პორტუმ" ბოლო 7 საშინაო ევრომატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო.

ლაიპციგი-მონაკო

ფაქტები

"ლაიპციგი" ევროტურნირების დებიუტანტია.

ბუნდესლიგის კლუბებთან 8 გასვლითი მატჩიდან "მონაკომ" 4 მოიგო, 2 ფრედ ითამაშა და ამდენივე წააგო.

ფეიენოორდი-მანჩესტერ სიტი

ფაქტები

"მანჩესტერ სიტის" ტრავმირებული ჰყავს ძირითადი მეკარე ედერსონი და ცენტრალური მცველი ვენსან კომპანი.

ბოლო 15 წელიწადში "ფეიენოორდი" პირველად მონაწილეობს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, მაშინ, როცა "მანჩესტერ სიტი" მთავარი ევროტურნირის ამ სტადიაზე ზედიზედ მეექვსედ თამაშობს.

"ფეიენოორდმა" ინგლისური კლუბების წინააღმდეგ 12 საშინაო მატჩიდან 5 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 6 წააგო.

"მანჩესტერ სიტის" ჰოლანდიური ვიზიტებისას მხოლოდ 1 მარცხი აქვს - 2012 წლის 24 ოქტომბერს "აიაქსთან", ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე - 1:3.

რეალი-აპოელ

ფაქტები

2011/12 წლების სეზონში აპოელ-მა ითამაშა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, სადაც "რეალთან" საერთო ანგარიშით 2:8 დამარცხდა (0:3 შინ, 2:5 სტუმრად).

აპოელ-ი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მეოთხედ თამაშობს.

ტრავმების გამო "რეალის" შემადგენლობაში არ იქნებიან რაფაელ ვარანი და ქარიმ ბენზემა.

შახტარი-ნაპოლი

ფაქტები

"შახტარს" არ ეყოლება ტრავმირებული ცენტრალური მცველი სერგეი კრივცოვი. ცენტრალური მცველი (ვლად კირიკეში) დაუშავდა "ნაპოლისაც".

უკრაინული გრანდისთვის ეს არის ჩემპიონთა ლიგის მე-12 ჯგუფური ეტაპი.

იტალიურ კლუბებთან წინა 18 მატჩიდან დონეცკელებმა 12 წააგეს (4 მოგება, 2 ფრე), სერია A-ს წარმომადგენლებთან 9 საშინაო მატჩში კი 3-ჯერ გაიმარჯვეს და 6-ჯერ დამარცხდნენ.

2015/16 წლების სეზონიდან მოყოლებული, "ნაპოლიმ" 9 საგარეო ევრომატჩიდან მხოლოდ 2 წააგო.

უკრაინულ კლუბთან ნეაპოლელთა ბოლო მატჩი ერთი წლის წინ იყო, როცა კიევის "დინამოს" 2:1 მოუგეს ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში.

მარიბორი-სპარტაკი

ფაქტები

ეს გუნდები ევროტურნირებში ერთმანეთს პირველად ხვდებიან.

"მარიბორს" ბოლო 255 წუთის განმავლობაში გოლი არ გაუშვია.

"მარიბორს" უკანასკნელ შვიდ საშინაო მატჩში წაგება არ აქვს.

2012/13 წლების სეზონის შემდეგ "სპარტაკი" ჯგუფურ ეტაპზე პირველად მონაწილეობს.

G ჯგუფი

პორტუ-ბეშიქთაში 22:45

ლაიპციგი-მონაკო 22:45

H ჯგუფი

ტოტენჰემი-დორტმუნდი 22:45

რეალი-აპოელ 22:45

E ჯგუფი

ლივერპული-სევილია 22:45

მარიბორი-სპარტაკი 22:45

F ჯგუფი

შახტარი-ნაპოლი 22:45

ფეიენოორდი-მანჩესტერ სიტი 22:45

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვარაცხელიას შემცვლელი - "ნაპოლი" "შახტარის" ფეხბურთელის შეძენასთან ახლოსაა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილია" "რეალთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას პედრინიოს ნატურალიზაცია სურს
"მსაჯმა მატჩის მოგების შანსი წაგვართვა" - "სევილიას" მწვრთნელი 1:4 მარცხის შემდეგ
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
[VIDEO] სათადარიგო საზონოვი და ქოჩორაშვილი შეცვლაზე - "ხეტაფემ" "სევილიას" მოუგო
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
პსჟ-ს მომავალ სეზონში ახალი მეკარე ეყოლება?
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
მიქაუტაძის საგოლე პასი - "ვილიარეალი" "დორტმუნდთან" დამარცხდა
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
გოჩოლეიშვილი უკვე ესპანეთშია - გიორგი ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელი გახდება
ერთი მბაპე გააძევეს, მეორემ გაიტანა - "მანჩესტერ სიტიმ", "ბეტისმა" და "რეალმა" გაიმარჯვეს
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
კვლავ ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "პორტუს" ბარიერი გადალახა
[VIDEO] "ფენერბაჰჩე" "სლავიასთან ფრეს დასჯერდა, "დორტმუნდმა" კი "საბაჰი" დაამარცხა
ირაკლი აზაროვი "შახტარის" ფეხბურთელია!
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
თურქული მედია: მანუჩარ მარკოიშვილი "გალათასარაის" ჩაიბარებს
ლუის ენრიკე: ბარკოლას წასვლა ყველასთვის მომგებიანია
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
"კვარა" VS მიქაუტაძე და სხვა გამორჩეული მატჩები - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ სახლში "მონაკოსთან" მარცხი განიცადა და მხოლოდ 2 ქულის ამარაა
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს