ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოგება ამავე ტურნირის 1/4-ფინალიდან გამოვარდნას ვერ შეედრება, მაგრამ ანგარიშის გათვალისწინებით, მაინც შეიძლება ითქვას, რომ "ბარსელონამ" "იუვენტუსზე" რევანში აიღო

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოგება ამავე ტურნირის 1/4-ფინალიდან გამოვარდნას ვერ შეედრება, მაგრამ ანგარიშის გათვალისწინებით, მაინც შეიძლება ითქვას, რომ "ბარსელონამ" "იუვენტუსზე" რევანში აიღო.

კატალონიურმა კლუბმა ტურინელებს 3 უპასუხო ბურთი გაუტანა. "ბარსამ" სათამაშო უპირატესობა მე-2 ტაიმში მოიპოვა, როდესაც გაიტანა კიდეც 2 გოლი. დუბლი გაიფორმა ლიონელ მესიმ, რომელსაც, აქამდე, ბუფონის კარში არასდროს გაეტანა.

"პარი სენ-ჟერმენის" ვარსკვლავური ტრიო საფრანგეთის საზღვრებს მიღმაც ბრწყინავს. უნაი ემერის გუნდმა "სელტიკი" მისსავე მოედანზე 5:0 შეარცხვინა. ნეიმარმა გოლი და საგოლე გადაცემა გაიფორმა, მბაპე ერთ გოლს დასჯერდა, კავანიმ კი დუბლი გაიფორმა. მე-5 ბურთი საკუთარ კარში ლუსტიგმა ჩაჭრა.

კიდევ უფრო გაილაღა ჩემპიონთა ლიგას მონატრებულმა "ჩელსიმ", რომელმაც დებიუტანტ "ყარაბაღს" 6-ჯერ გაუტანა.

მეტოქეებს 3-3 უპასუხო ბურთი გაუტანეს "მანჩესტერ იუნაიტედმა" და მიუნხენის "ბაიერნმა".

ასევე 3:0 იგებდა საბერძნეთში "სპორტინგი", მაგრამ მასპინძლები არ დანებდნენ და სხვაობის მინიმუმამდე შემცირება მოახერხეს.

კიდევ ერთმა პორტუგალიურმა კლუბმა, "ბენფიკამ", ცსკა-სთან საკუთარ კედლებში 1:2 წააგო.

დღის მე-8 შეხვედრა კი, რომელშიც "რომამ" "ატლეტიკოს" უმასპინძლა, უგოლოდ დასრულდა.

"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად