ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჭიდაობა
        • ძიუდო
        • თავისუფალი
        • კლასიკური
        • ქართული
        • სუმო
        • სამბო
        • ქალთა ჭიდაობა
        • ბერძნულ-რომაული
        • ჩოგბურთი
          • როლან გაროსი
          • უიმბლდონი
          • ავსტრალიის ღია პირველობა
          • ამერიკის ღია პირველობა
          • მონტე კარლო
          • ATP ცინცინატი
          • მადრიდის მასტერსი
          • რომის მასტერსი
          • მაიამის მასტერსი
          • სხვადასხვა
          • რაგბი
            • ეროვნული ნაკრები
            • დიდი 10
            • თასი
            • ლეგიონერები
            • 6 ერი
            • ტესტები
            • ერთა თასი
            • მსოფლიო თასი
            • ასაკობრივი ნაკრები
            • სხვადასხვა
            • ფორმულა 1
              • მონაკოს გრან-პრი
              • ბრიტანეთის გრან-პრი
              • იტალიის გრან-პრი
              • ბელგიის გრან-პრი
              • ბაჰრეინის გრან-პრი
              • საუდის არაბეთის გრან-პრი
              • იაპონიის გრან-პრი
              • ჩინეთის გრან-პრი
              • მაიამის გრან-პრი
              • ემილია-რომანიის გრან-პრი
              • აბუ დაბის გრან-პრი
              • MMA
                • UFC
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა
                  • სხვა სახეობები

გიორგი დემეტრაძეს სასამართლომ 6 წელი მიუსაჯა

გიორგი დემეტრაძეს სასამართლომ 6 წელი მიუსაჯა

<p>საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ქონება და პირადი ჩხრეკისას ამოღებული 30 000 აშშ დოლარიც ჩამოერთმევა <br> თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი დემეტრაძეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, დემეტრაძეს ჩამოერთმევა ქონება და მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული 30 000 აშშ დოლარი.</p><p>საქალაქო სასამართლომ 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა დემეტრაძესთან ერთად დაკავებულ დავით გაგნიძეს. მას დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული 10 700 აშშ დოლარი; ხოლო დემეტრაძესთან ერთად დაკავებულ დავით ფეიქრიშვილთან, ბრალის აღიარების საფუძველზე, დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და მას 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ფეიქრიშვილს სასჯელიდან 2 წლის მოხდა სასაჯელაღსრულების დაწესებულებაში განესაზღვრა, ხოლო დარჩენილი 4 წელი ჩაეთვალა პირობითად, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. ფეიქრიშვილს დაეკისრა ასევე ჯარიმის გადახდა 30 000 ლარის ოდენობით.</p><p>დემეტრაძეს, გაგნიძეს და ფეიქრიშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში - ქურდული სამყაროს წევრობაში ედებოდათ. საქმე ეხება 2010 წლის, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით, ე.წ. ,,მაზავშიკებთან" მოგებულ თანხებს.</p><p>საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, აღნიშნული თანხების ამოღებისა და შემდგომი გადანაწილების პროცესში მოგებულებს ვახტანგ ყიფიანი, გიორგი დემეტრაძე, დავით გაგნიძე და დავით ფეიქრიშვილი აქტიურად ეხმარებოდნენ, ხოლო მოგებული თანხის გარკვეული ნაწილი, ,,ქურდულ საერთოში" იყრიდა თავს. თანხის გადაცემის მომენტში მოხდა დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრების დაკავება. მათი პირადი ჩხრეკისას სამართალდამცავებმა 40 700 აშშ დოლარი ამოიღეს.</p><p>"თბილისის საქალაქო სასამართლომ განსასჯელები დამნაშავედ სცნო წარგენილ ბრალდებაში და დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროების მაღალი ხარისხის გათვალისწინებით განსაზღვრა დანიშნული სასჯელის ზომა", - აცხადებენ საქალაქო სასამართლოში.</p><p><strong>"ინტერპრესნიუსი"</strong></p>

  • d

    ბექა76, მართალი ყოფილხარ, როგორც ჩანს. "ქომაგებმა" ჩაისვარეს. აპრუწუწუუუნ! კომკავშირიიი. 2 დღეა, პასუხს არ იძლევიან დემეს ამბავზე. ბანერი გვაქვს! რაც მთავარია, ნამუსიც გვაქვს, სამართლიანობის მოთხოვნილებაც გვაქვს და მადლიერების გრძნობა და მეხსიერებაც გვაქვს. თვალები და საღი აზრიც გვაქვს. სკანდირებასაც მოვაწყობთ. კალაძეც ჩვენთანაა, ,,ქართული ფეხბურთიც" ჩვენთანაა და ბილეთებიც ბლომადაა გაყიდული_ ბევრი ვიქნებით. სკანდირებასაც მოვაწყობთ! დემე, ჩვენი ხარ!

  • da to

    ყველას, ვინც მოდის სტადიონზე! საქართველო vs ხორვატია. შაბათს, 26 მარტს. ზუსტად ჰიმნების მერე და თამაშის დაწყებამდე ვიწყებთ სკანდირებას. 1 სრული წუთი! ზუსტად ჰიმნების მერე: დე-მე-ტრა-ძე! დე-მე-ტრა-ძე! დე-მე-ტრა-ძე!.. 1 სრული წუთი არ ვჩერდებით.

  • d

    bb king, ეგ ფეისბუქზე კარგი საქმე გაგიკეთებიათ. ეხლა შევალ. სკანდირებაზე მე არ ვარ ეგრე პესიმისტურად. გამოვა. დრო ჯერ კიდევ არის და იქნებ ბანერიც მოვასწროთ. 100 ლარი უნდა 2მX3მ. გამოხმაურებები თუ კიდე იქნა დილამდე, შევიკრიბოთ 12.00 რომელიმე პოლიგრაფიულთან. მისამართები მაქვს და სურათის ელექტრო ვერსიაც. 1 დღეში გააკეთებენ. რაც შეეხება სკანდირებას: ეხლავე დავთქვათ, როდის დავიწყებთ და სტადიონის ტერიტორიაზე შესვლისთანავე ყველას ვაცნობოთ. ჩემი აზრით, სჯობს ზუსტად ჰიმნების მერე და თამაშის დაწყებამდე. პრაიმ თაიმია, ასე ვთქვათ. 1 სრული წუთი! ახლავე ვიწყებთ ინფორმაციის გავრცელებას. ზუსტად ჰიმნების მერე: დე-მე-ტრა-ძე! დე-მე-ტრა-ძე! დე-მე-ტრა-ძე!.. 1 სრული წუთი არ ვჩერდებით.

  • bb king

    ფეისბუქზე გავხსენით გვერდი "დავუბრუნოთ გიორგი დემეტრაძე საქართველოს ნაკრებს" ჩაწერეთ (ინლისური შრიფტით) და დაალაიქეთ. მართალია, ის ნაკრებს ვერ დაუბრუნდება როგორც ფეხბურთელი, მარა ის მაინც ნაკრების ვეტერანია და დამსახურებული, ღირსეული წევრი. ამ გვერდით გამოჩნდება და დავანახვებთ სხვებს, თუ რამდენ ადამიანს არ მოსწონს მის მიმართ დამტკიცებული უსამართლო განაჩენი...

  • bb king

    მაგათ ახლა იმდენი საქმე აქვთ, შეიძლება ფეისბუქზეც ვერ შედიან. მეც მივწერე გუშინ და არ მიპასუხეს. მაგრამ ნუ ვუწყენთ, არც მე ვიცნობ პირადად არცერთს. ნაცისტებს ნუ დავუძახებთ კარგ საქმეს აკეთებენ "ქართული სპორტის ქომაგები" და ვისწავლოთ ამის დაფასებაც. დღედაღამ მუშაობენ და წვალობენ, და წესებში უწერიათ, არავის ვაგინოთო, არც მსაჯს და არც მოწინააღმდეგესო. ასე რომ ნაცისტობის არაფერი ემჩნევათ. ჩვენ თვითონ მივხედოთ მაგ საქმეს სხვებს რატო ვუყუროთ, მომძებნეთ ფეისბუქზე: თორნიკე ადამაშვილი და შევიკრიბოთ ხვალ შევაგროვოთ ის ფული და გავაკეთოთ ბანერი სურათით და წარწერით და გვერდში დავუდგეთ ჩვენს ვეტერან ჯიგარს. რა აზრი აქვს ეგეთ გულშემატკივრობას დღეს თუ თან გადავყევით და ხვალ სულ დავივიწყეთ კაცი. ოდესღაც ისიც ჩვენი იმდეი იყო. გვერდში დავუდგეთ დემეს! შემეხმიანეთ ფეისბუქზე. ვანახოთ იმ ახვრებს რო კაცის ასე დაჩაგვრას არ ვეგუებით.

  • d

    bb king, ,ქართული სპორტის ქომაგებს' გუშინ შევეხმიანე ფეისბუქზე და აქამდე ხმას არ იღებენ. ბოლო-ბოლო, ეგრეც შეიძლება რო სათითაოდ ვცადოთ, მაგრამ თუ დავირაზმებით და ორგანიზებულ პროტესტს გამოვხატავთ, ალბათ, აჯობებს. ყველას ღირსების საქმე მგონია და ძალა კიდე ერთობაშია. უფრო გამოჩნდება და ეფექტიც მეტი იქნება. ძნელი არაა. ერთი შეკრება უნდა ხვალ დილას და ერთიც _ თამაშზე.

  • d

    ბანერის მაქსიმალური ფასია $10 _ კვადრატული მეტრი. 3მ X2მ ეღირება მაქსიმუმ _ $60, ანუ დაახლოებით 100 ლარი. 1 დღეში კეთდება. გვინდა სურათის ელექტრო ვერსია. ხვალ რო შევიკრიბოთ სურათით და ფულიც შევაგროვოთ, ბანერს მოვასწრებთ თამაშამდე. დრო ცოტაა. "ქართული სპორტის ქომაგთა ორგანიზაცია" სამწუხაროდ, ჯერ არ გვეხმაურება. იქნებ, დაგვეხმაროს "ქართული ფეხბურთი" და კიდე თუ ვინმე გახსენდებათ. ამ ხალხთან საკონტაქტოდ თუ გაქვთ ვინმეს ინფორმაცია, გთხოვთ გამოაქვეყნოთ. თუ მიგესვლებათ, შეეხმიანეთ. გთხოვთ, იაქტიუროთ სოციალურ ქსელებშიც და იქნებ მივაწვდინოთ ხმა. ველით გამოხმაურებებს. გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს, სიმართლეს და ყველა კაი კაცს! დავირაზმოთ?

  • kartuli mentaliteti

    თამარის დროს ადამიანებს არ სჯიდნენ, დედოფალი გაგვიწყრებაო, ახლა დღეს არ აგდებენ, ხან ვის იჭერენ და ხან ვის - პრეზიდენტი გაგვიწყრებაო. იხილეთ განსხვავება, ძალიან მარტივი და გასაგები. ხე ნაყოფიდან შეიცნობა. ამ კაცს დაჭერა ანიჭებს სიამოვნებას.

  • d

    ფრანკოს დროს აკრძალული იყო ესპანეთში საზოგადოებრივ ადგილებში და ქუჩაში ბასკურად და კატალონიურად ლაპარაკი. პოლიცია ხალხს ამისთვის აპატიმრებდა! იმიტომაცაა საკრალური ადგილები 'სან მამესი' და 'ნოუ კამპი' იმ ხალხისთვის, რო იქ პოლიცია ფიზიკურად ვერ უკრძალავდარა ვერაფერს და ისწორებდნენ თავისას. თუ ქომაგთა კლუბიდან გამოხმაურება იქნა, ხო კარგი და თუ არა და, სტადიონზე ხმის ამოღებას რაღა უნდა? მოვაწყოთ სკანდირება და ვაგრძნობინოთ დემეს, რო გვახსოვს და პატივს ვცემთ. ოთო მაგარი კაცი ყოფილა.

  • kopala

    ვის მოუვიდა აზრად ქონებაც ჩამოერთვასო?ვის გადაუდგა ეს ბიჭი და როდის წინ რომ ასე მწარედ ებრძვიან,ვატოს ამბავიო და ჰა დაიჭირეს ხომ ვატო,რა ღა უნდათ ამ კაცისგან?ოჯახში რად შეუშვაო?ქართველები ვართ ხალხნო და ვისაც ეს არ ესმის მასთან ლაპარაკი წყლის ნაყვაა

  • KGB

    ქურდები ტრუსიკით არ დარბიან და დანომრილებიც არ არიან ! დემეა ქურდული სამყაროს წარმომადგენელი? თან მოსამართლესაც რომ ჯერა აზრზე ხარ? თქვენი შეგნება... და ვინც შენ მოსამართლე გიწოდა იმისიც!

  • ColibrA

    ნაძირლები ხართ ვინც ეს კაცი დაიჭIრეთ! ნაძირლების ქვეყანაა მეზიზღებით!

  • d

    ბექა76, მე არ ვიცი ეგ ვისი გაკეთებული კლუბია. ფეისბუქზე კი მივწერე წეღან და ვნახოთ, რას იტყვიან. არჩევანი აქვთ და თვითონ გადაწყვიტონ.

  • ბექა76

    ამდენი ხნის შემდეგ ნამდვილად არ მეგონა თუ დემეს გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანდნენ. სამწუხაროა მაგრამ როგორც ჩანს ქართულ ფეხბურთშიც არ გამოუჩინეს მას სათანადო მხარდაჭერა. d - ალბათ ხუმრობ, ან სხვა ქომაგებზე და არა ნაცისტების მიერ შექმნილ კლუბზე საუბრობ, სასაცილოა, ბანერი თუ გამოაკრეს ალბათ იქაც შეურაცყოფას მიაყენებენ. და მიზანი რაა?

  • achikonazario

    ცოდვაა ისე 6 წელი რაამბავია

  • achikonazario

    ტორპედო:)

  • PUTIN

    SACKALI DEME DA SACKALI SAKARTVELO. ROGOR MOSPES KARTULI KVELAPERI. EUROPASHI VCXOVROB UKVE 10 CELZE METIA DA AK VISTANAC GAGIXARDEBA MIXVAL DA TVKEN ENAZE GAUMAZAV TAMASHIS SHEDEGS . VIN XART SAIDAN MOXVEDIT TKVENI MOSVLIS DGE RATO AR DAIKCA. VIN ADZALEBDA IM UKVERO ADAMIANEBS GAMAZVAS ??? VIN ADZALEBDA GABOZEBAS MAGATI ME UNAMUSO DEDAVATIRE... TU TKVI DA CAAGE GADAIXADE SHE UNAMUSO . DEMES SURATI STADIONZE DAGLIJAVDA DA CHAAJVAVDA KVELAS SULSHI VISAC DEMES GANACHENI GAUXARDA. DEMES BEDI ELIS NEBISMIERS VINC TVALSHI MOXVDEBA MAG NACIONALURI MODZRAOBIS IM NARKOMANI DA GIZIS PREZIDENTIS AXVAR CEVREBS ROMLEBIC STAIANSHIKEBI IKVNEN, ELIAVAZE KRASKAS ABAREBDNEN SOROSI RO AFINANSEBDA KMARAS MASHIN ABAREBDNEN ELIAVAZE SAGEBAVS DA DGES KABINETEBSHI ZIAN. TVKENI ARA KRISTIANI DA ARA ADAMIANI DEDAC... DEME VINC DAACHERIA IMIS OJAXS ADRE TU MALE XO MOEVLEBA . CIXEEBSHI ADGILEBI AGARAA VINC AZZEA AN CIXESHIA AN SAZGVARGARET VART... MAK UMRAVLESOBA PROCHEBI DA TESLEBI DARBIAN. IMEDIA MALE MOEGEBA BOLO NACIONALURI MODZRAOBIS MATXOVREBS.

  • d

    მისირელი სადაა? ამ სტატიაში რატო არაა მოხსენიებული, თორე კი გასაგებია, სადაცაა. სადაც ყოველთვის იყო, ისევ იქაა. სამედიცინო ცნობა მოუტანია, ავადაა თურმე. რო შეხედავ კამეჩს გავს _ უღელში რო შეაბა 3 ჰექტარს მოხნავს. მოსამართლის გვარიც დაგეწერათ სტატიაში, იამაყებდა. რა ეღირება ერთ ბანერზე რო დემეს სურათი გაკეთდეს და ხორვატიასთან სტადიონზე გამოიფინოს? იკისრებთ ქომაგები? ორგანიზებული ჯგუფი ხო შეიქმნა ქართული სპორტის ქომაგთა? არ დაიმსახურა დემემ, რო რამენაირად მაინც დავუდგეთ გვერდში? ეს იქნება საქციელი, რომელიც ერთიორად გაზრდის ქომაგთა კლუბის წევრთა რაოდენობასაც. სირცხვილია, რაც ხდება და ეგ კაცი როცა იქნება, გამოვა ციხიდან და მერე ვიცი, რამდენი "ქომაგი" გამოუჩნდება. აი, ეგ იქნება კიდე უფრო დიდი სირცხვილი. ეხლა უნდა ბიჭს მხარდაჭერა და მოდით, ნამუსიანად მოვიქცეთ. სამუდამო სირცხვილი არ ავაკეროთ ქართული ფეხბურთის ისტორიას. დემემ ბევრი სიხარული მოგვიტანა და მოვიქცეთ კაცურად. გაუმარჯოს სიმართლეს, ქართულ ფეხბურთს და ყველა კაი კაცს!

  • dato

    მისირელი სადაა? ამ სტატიაში რატო არაა მოხსენიებული, თორე კი გასაგებია, სადაცაა. სადაც ყოველთვის იყო, ისევ იქაა. სამედიცინო ცნობა მოუტანია, ავადაა თურმე. რო შეხედავ კამეჩს გავს _ უღელში რო შეაბა 3 ჰექტარს მოხნავს. მოსამართლის გვარიც დაგეწერათ სტატიაში, იამაყებდა. რა ეღირება ერთ ბანერზე რო დემეს სურათი გაკეთდეს და ხორვატიასთან სტადიონზე გამოიფინოს? იკისრებთ ქომაგები? ორგანიზებული ჯგუფი ხო შეიქმნა ქართული სპორტის ქომაგთა? არ დაიმსახურა დემემ, რო რამენაირად მაინც დავუდგეთ გვერდში? ეს იქნება საქციელი, რომელიც ერთიორად გაზრდის ქომაგთა კლუბის წევრთა რაოდენობასაც. სირცხვილია, რაც ხდება და ეგ კაცი როცა იქნება, გამოვა ციხიდან და მერე ვიცი, რამდენი "ქომაგი" გამოუჩნდება. აი, ეგ იქნება კიდე უფრო დიდი სირცხვილი. ეხლა უნდა ბიჭს მხარდაჭერა და მოდით, ნამუსიანად მოვიქცეთ. სამუდამო სირცხვილი არ ავაკეროთ ქართული ფეხბურთის ისტორიას. დემემ ბევრი სიხარული მოგვიტანა და მოვიქცეთ კაცურად. გაუმარჯოს სიმართლეს, ქართულ ფეხბურთს და ყველა კაი კაცს!

  • Shoda

    ნაძირალების ხელშია ქვეყანა! დანაშაულით და უზნეობით განა ვინემეს გააკვირვებ??

  • Pitregu

    სამწუხაროა, მაგრამ უნდა დაგეთანხმო bb king

  • bb king

    სამწუხაროა, რომ ასეთი ფეხბურთელი და შესანიშნავი პიროვნება ასეთ დღეშია. დიდი წვლილი აქვს ნაკრების თამაშებში და საკმაოდ ბევრი გოლიც. იმედია ამინისტია შეეხება, რადგან მართლაც კარგი პიროვნებაა. დიდი დანაკლისია ქართული ფეხბურთისთვის... ისე "ხელზე თამაში" რატო ითვლება ქურდულ სამყაროს წევრობად, არ მესმის. ტოტალიზატორი და კაზინო რა უკეთესია რამით? ალბათ, იმიტომ არ კრძალავენ, რომ კაზინოები და პოკერები დიდ გადასახადებს იხდიან და ავიწყდებათ, რომ თაობებს მაგრა აჩლუნგებენ... სოციალური სფერო ნულის დონეზეა ქვეყანაში... თაობებს რაც უზიანებს აზროვნებას ის არ იკრძალება. ბენდუქიძის არ იყოს მართლა ყველაფერი გაყიდეს. ოღონდ სინდისიც მიაყოლეს. უკან გაიკეთონ ნატოც და ევროკავშირიც ასეთ ქვეყანას არც დაცვა ჭირდება და არც საჭმელი. ნეტა სუ გადავებუგეთ რუსებს 2008ში. ერთ კაი შეშფოთებას გამოთქვამდა ამერიკა-ევროპა და ეგ იქნებოდა...

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!