"არავის ვუსურვებ ცუდს და სხვას არ გავუკეთებ ისეთ რამეს, რაც არ მინდა, მე გამიკეთონ."

23 წლის მცხეთელმა ნიჩბოსანმა, ზაზა ნადირაძემ ჩეხეთში, ქალაქ რასიცში მიმდინარე კანოეს მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიგო. ნახევარფინალურ გაცურვაში მან 200-მეტრიანი დისტანცია 39.986 წამში დაფარა და შესარჩევი ეტაპი პირველი ადგილით დაასრულა. ტურნირის ფინალურ ეტაპზე კი, კანოეთი 200 მეტრ დისტანციაზე გამართულ შეჯიბრებაში ქართველი ნიჩბოსნის შედეგი 38,439 წამი იყო და მეორე ადგილი მოიპოვა - ეს ნადირაძის კარიერაში ყველაზე დიდი წარმატებაა. რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე ქართველმა ნიჩბოსანმა მეხუთე ადგილი დაიკავა, ევროპის ჩემპიონატზე კი მესამე პოზიციას დასჯერდა.

- რა ასაკიდან დაინტერესდით სპორტით და კონკრეტულად - ნიჩბოსნობით?

- 13 წლის ვიყავი, ნიჩბოსნობით რომ დავინტერესდი. ისე, ბავშვობაში ბევრ სახეობაში მოვსინჯე ძალა. ფეხბურთზეც დავდიოდი, კარატეზეც და რაგბიზეც. თუმცა, მაინცდამაინც სერიოზულად არც ერთ ამ სპორტის სახეობას არ ვეკიდებოდი. მერე კარგა ხნით მივანებე თავი ყველაფერს. 12 წლის ვიყავი, როდესაც მეგობარმა, რომელიც სერიოზულად მისდევდა "კანოეს", ვარჯიშზე მასთან ერთად წასვლა შემომთავაზა. მე და ჩემმა ძმამ გადავწყვიტეთ, წავსულიყავით და გვენახა, რა იყო ეს კანოე. პატარები ვიყავით და წყალი, ნიჩაბი, ნავი, ორივეს ძალიან მოგვეწონა. მართალია, დამტვრეული ნავი და ნიჩაბი იყო, მაგრამ მაინც (იცინის). იმ დროიდან შევიყვარე სპორტის ეს სახეობა და დღემდე თავს არ ვზოგავ იმისთვის, რომ კიდევ უფრო დიდი შედეგები მქონდეს.

- სპორტის ეს სახეობა, ჩვენს საუკუნეში რამდენად პოპულარულია?

- წარსულში, როგორც ჩვენი წინა თაობა ამბობს, ნიჩბოსნობის შესანიშნავი სკოლა არსებობდა, მაგრამ სპორტის ამ სახეობამ ბოლო პერიოდში პოპულარობა დაკარგა. დიდი გუნდიც ჰყავდა საქართველოს. უცხოეთში ნიჩბოსნობა პოპულარულია. დიდი თანხებიც იხარჯება მისი განვითარებისთვის. უნგრეთში მაგალითად, ნიჩბოსნობა ნომერ პირველი სპორტია.

- გარდა იმისა, რომ კარგი ცურვა უნდა იცოდე, კიდევ რა არის აუცილებელი, რათა სპორტის ამ სახეობაში მოსინჯო ძალა?

- დიახ, ცურვა აუცილებელია! როდესაც ბავშვი პირველად იწყებს ამ სპორტის სახეობაზე სიარულს, თუ ცურვა არ იცის, პირველ რიგში, ცურვას ასწავლიან. ნიჩბოსნობა ისეთი სპორტია, რომ ყველა მხრივ განვითარებული უნდა იყო, კარგად სირბილი შეგეძლოს, სწრაფი უნდა იყო და აქედან გამომდინარეობს კარგი შედეგებიც.

- სირბილი რა შუაშია ნიჩბოსნობასთან?

- ისე ჩანს, თითქოს ნიჩბის მოსმისას მხოლოდ სხეულის ზედა ნაწილი მუშაობს. სინამდვილეში, ამ დროს პროცესში სხეულის ყველა კუნთია ჩართული. თუ ფეხები სუსტია, კუნთები შეიძლება, სახიფათოდ გადაიტვირთოს. თანაც, სისხლის კარგად "გადასროლისთვის" ძლიერი და ჯანმრთელი გულია საჭირო, ამას კი სწორედ სირბილი უწყობს ხელს.

- რამდენი წელია, რაც სპორტის ამ სახეობით ხართ დაინტერესებული?

- 2006 წელს დავიწყე ვარჯიში. თუმცა, ვთვლი, რომ ეს მაშინ გართობა უფრო იყო ჩემთვის. შემდეგ ძიუდოზე მინდოდა სიარული და იქაც საკუთარი ძალების მოსინჯვა. მშობლებს არ უნდოდათ ნიჩბოსნობა მექცია პროფესიად, რადგან იცოდნენ, საქართველოში რა პირობებიც იყო სპორტის ამ სახეობისთვის. სიმართლე გითხრათ, მეც ძიუდო მეჩვენებოდა უფრო პერსპექტიულად. თუმცა, მაინც გადავწყვიტე, საქართველოს ჩემპიონატზე გავალ და მერე დავანებებ ამ სპორტს თავს-მეთქი. გავედი ჩემპიონატზე და მოვიგე, საქართველოს ჩემპიონი გავხდი სპორტის ამ სახეობაში და ამიტომაც შემოვრჩი ნიჩბოსნობას.

- რა სირთულეებთანაა სპორტის ეს სახეობა დაკავშირებული?

- ძალიან დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, მით უმეტეს, რომ არ გვაქვს ინვეტარი, არ არის სპეციალური ტრენაჟორი. ზამთარში, როცა წყალი არ არის გაყინული, მაინც ვვარჯიშობთ, მიუხედავად იმისა, რომ დიდი შანსია, გაცივდე ან ფილტვების ანთება აიკიდო... იყინება ნავიც, ნიჩაბიც... სხვა ქვეყნებში ნიჩბოსნებს აქვთ სპეციალური ტრენაჟორები, რომელზეც იგივე მოსმას აკეთებ, როგორც ნავში, საქართველოში კი ასეთი კომფორტი არა გვაქვს.

სრულად წაიკითხეთ gza.ambebi.ge-ზე

სერჰი იემელიანოვი პარაკაიაკით ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონია
გია გაბედავა 23 წლამდე კანოეისტთა ევროპის ჩემპიონატიდან ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა
ზაზა ნადირაძემ მესამე ევროპულ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის