თავისუფალი ჭიდაობა. მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი

თავისუფალ სტილში მოჭიდავე ქართველმა ახალგაზრდებმა დიდი წარმატებით დაიწყეს გამოსვლა ბუდაპეშტში, თანატოლთა მსოფლიოს პირველობაზე - შაბათს ლეიბზე გასული ოთხი ქართველის მონაგარი სამივე სინჯის თითო მედალია. აღსანიშნავია, რომ სამივე მედალოსანი ევროპის წლევანდელი პირველობის მედალოსანიცაა. მსოფლიოს ჩემპიონი დავით ხუციშვილი (74) გახდა, რომელმაც სამი კვირის წინ ევროპის პირველობაც მოიგო და დუბლი შეასრულა. ვერცხლის მედალი ლაშა ტალახაძემ (55) მოიპოვა, ვინაც ევროპა ბრინჯაოთი ჩაამთავრა, თენგიზ ჩოჩიშვილმა (60) კი საპირისპირო შედეგი გააკეთა - ევროპულ ვერცხლს ახლა ბრინჯაო მიუმატა.

დავით ხუციშვილის ახალგაზრდა მწვრთნელი ალექსანდრე კახნიაშვილი შაბათს დუშეთში ვნახე ოლიმპიურ ბაზაზე. განიცდიდა წილისყრის შედეგებს და იმდენად ნერვიულობდა, მღელვარებას ვერ ფარავდა, თუმცა სულ ტყუილად - მართლაც რომ ნიჭიერმა შეგირდმა ახლაც სრულად გაუმართლა იმედები. არადა, აქაც ევროპული ფინალი განმეორდა - კვლავაც თურქი სონერ დემირტასი დაამარცხა. ამჯერად დამატებით დროში, თუმცა თავიდან თვითონ იგებდა. კიდევ ერთი მსგავსება ევროპირველობასთან ისაა, რომ ნახევარფინალში კვლავაც რუსს მოუგო, ოღონდ მაშინ ზაურ მაკიევი დაამარცხა, ამჯერად - ოლიმპიურ ჩემპიონ შირვანი მურადოვის ბიძაშვილი არსენ შალაევი. ორივე რუსი მერე ბრინჯაოს დაეუფლა, ხუციშვილმა კი ამჯერად დამატებით დროში იმარჯვა ძალზე დაძაბულ ორთაბრძოლაში. საერთოდ, მას ამ ტურნირზე სამჯერ დასჭირდა დამატებითი დრო და სამივეჯერ ბოლო შეხვედრებში - ირანელ რეზა ალირეზა აფზალიპაემამისაც ასე აჯობა, მანამდე კი ორი შეხვედრა ძირითადში მოიგო - კოსტარიკელი ჰერიბერტო სანდი კასტილიო ორ პერიოდში სულაც 13:0 გაანადგურა, ჩინელ ლეი ვანგს კი 4:0 სძლია.

ევროპირველობაზე ნახევარფინალში განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო ტალახაძემაც - ასევე ნახევარფინალში ევროპის მოლდოველი მოქმედი ჩემპიონი ანატოლი ბურუიანი დაამარცხა. თან ძალზე შთამბეჭდავი რევანში აუღო - პირველი პერიოდი ქულებით წმინდად მოუგო - 6:0, მეორეში კი 5:2 აჯობა. ჩვენებურმა ამერიკელი ნიკ რობერტსი სულაც წმინდაზე დააწვინა, მერე კი მონგოლ ტუგს ბატჯარგალსაც ძირითად დროში აჯობა. ფინალში რუსეთის წარმომადგენელმა ზირკულა დადაევმა პირწმინდად აჯობა - 8:0 ორ პერიოდში. რა იყო ასეთი სხვაობის მიზეზი - მეტოქის კლასი თუ ასაკი, ვერ გეტყვით.

ჩოჩიშვილმა კანადელი სკოტ ანტონ იოსეფ შილერი და უკრაინელი სტანისლავ რეუცკი ძირითად დროში ჩამოიცილა, მესამე წრეში კი მომავალ ჩემპიონთან, რუს გაჯი აბდულაევთან დამარცხდა. რუსებს ამ წონაში ევროპაზეც ჩემპიონი გაუხდათ, ოღონდ სხვა - ანვარ გაზიმაგომედოვი, ახლა კი სხვა გამოსცადეს და ამანაც გაუმართლათ. ჩოჩიშვილი აბდულაევთან უშანსოდ იყო და 0:7 წააგო, სანუგეშოში კი კვლავ გამოაჩინა ბრჭყალები. ჯერ იყო და მონგოლო ხას-ერდენე ბიამბადორჯს პირველი პერიოდი ქულებით სუფთად - 7:0 მოუგო, მერე მეორეშიც ორი ქულა აართვა და რაკი ტავად არაფერი დაუთმია, ამასაც ძირითადში მოუმთავრა საქმე. ამით ბრინჯაოსთვის ბრძოლის უფლებაც მოიპოვა, სადაც პირველ პერიოდში ისევ უმოწყალოდ გაანადგურა მეტოქე - ჩინელ კატაი იეერლანბიეკეს 8:0 მოუგო. აი, ამის შემდეგ ცოტა აირია და მეორე პერიოდი 2:3 დათმო. სამაგიეროდ, მესამეში კვლავაც იყოჩაღა, 2:0 იმარჯვა და ბრინჯაოც მოიპოვა.

შაბათს მოასპარეზე ქართული კვარტეტიდან უმედლოდ მხოლოდ თორნიკე ხიდეშელი (96) დარჩა. ნაკრების თავკაც ნუგზარ სხირელს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მისი შეცვლა სურდა, მაგრამ მწვრთნელთა საბჭომ არ დაანება. ეს გადაწყვეტილება იმთავითვე საეჭვო ჩანდა, ამ გადასახედიდან კი კიდევ უფრო ნათელია, რომ აჯობებდა, სხირელისთვის დაეჯერებინათ... ხიდეშელმა ყაზახი ანდრეი ჩერვიაკოვი დამატებით დროში დაამარცხა, მაგრამ მეორე წრეში ირანელ მომავალ ბრინჯაოს პრიზიორ არფან მორადალი ამირისთან ორივე პერიოდი წააგო და გავარდა.

ლელო

კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე