<p>ლოტიტოს იაკვინტა მოუნდა</p><p><br> სერია A-ს მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი აღმოჩენა უდავოდ რომის "ლაციო" გახლავთ და ეს მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის ზონიდან "უდინეზემ" ჩამოაჩოჩა. თავად ის ფაქტი, რომ "ბიანკოჩელესტე" ოთხეულში მოსახვედრად იბრძვის, გუნდის გულშემატკივრებისთვის უკვე სასიამოვნო მოულოდნელობაა, რადგან ბოლო წლებში მსგავსი წარმატებებით ვერ დაიკვეხნიან. კლუბის პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო გაძლიერებაზე აქედანვე ფიქრობს და ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში რამდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელის გადაბირებას შეეცდება. იტალიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სენიორ კლაუდიოს ძალიან უნდა "იუვენტუსიდან" ვინჩენცო იაკვინტა გადაიყვანოს. ბოლო დროს, ეს უკანასკნელი ტრავმებმა გატანჯეს, თუმცა როდესაც ჯანმრთელია, მაინც ხვდება პიემონტური გუნდის ძირითად შემადგენლობაში - შესაბამისად, წასვლაზე უჭირავს თვალი. ამასთან, ერთხელ განაცხადა კიდეც, გარემოს გამოცვლაზე უარს არ ვიტყოდიო. სწორედ ამის შემდეგ გააქტიურდა ლოტიტო და თუ ავტორიტეტულ გამოცემას დავუჯერებთ, გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგა კიდეც. იტალიელ ჟურნალისტთა მტკიცებით, ტურინელები არ არიან უარს, რომ იაკვინტას შეელიონ, მაგრამ აი რა პოზიციას დაიჭერს თავად ფეხბურთელი, ძნელი სათქმელია. გარემოს გამოცვლა რომ უნდა, გასაგებია, მაგრამ "ლაციოს" ვარიანტი რამდენად მოხიბლავს, ეგ კიდევ ცალკე ამბავია. ვნახოთ, ალბათ უახლოეს დღეებში პოზიციას საჯაროდ დააფიქსირებს.</p><p>"ლაციოს" პრეზიდენტს ფეხბურთელთა შენარჩუნებაზეც მოუწევს ზრუნვა, რადგან გუნდის ასეთმა წარმატებულმა ასპარეზობამ, არაერთ მოთამაშეზე გაზარდა მოთხოვნა. ერთ-ერთ ასეთთაგანია ერნანესი, რომელიც შესანიშნავად ასპარეზობს და შედეგად, მისით ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავკაციც კი დაინტერესდა. სამხრეთამერიკელის გადაბირებას "მილანი" შეეცდება, რომელსაც შუახაზში გადაბერებული ფეხბურთელები ჰყავს და გაძლიერებას ლამობს. ერნანესის თქმით, "ლაციოში" ბედნიერია და მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს გუნდს, თუ საოცნებო წინადადება მიიღო: "გავიგე, რომ "მილანის" მესვეურებს აქვთ ინტერესი, მაგრამ საქმე ამაზე უფრო შორს არ წასულა. პრინციპში, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი და გამიკვირდება კიდეც, ოფიციალური შეთავაზება ასე ნაადრევად რომ გაკეთდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, სასიამოვნოა, რომ შენით ასეთი დიდი კლუბია დაინტერესებული. ამჟამად, მხოლოდ "ბიანკოცელესტეში" ასპარეზობაზე ვარ კონცენტრირებული და მსურს, რომ გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვოს. ასეთ შემთხვევაში, ჩემი რომიდან აბარგების შანსი კიდევ უფრო შემცირდება. ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირში ასპარეზობა ჩემი დიდი ხნის ოცნებაა და მიზანთან საკმაოდ ახლოს ვარ. მართალია, კონკურენტები ძალიან ძლიერი გვყავს, მაგრამ დათმობას არც ჩვენ ვაპირებთ. "უდინეზეს" პროგრესი თვალშისაცემია, ფრიულელთა მისამართით კარგის მეტი არაფერი მეთქმის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ლიგაში ასპარეზობის უფლებას "ლაციო" მოიპოვებს".</p>
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა