ოთხშაბათის მატჩების მიმოხილვა
I ტურის პირველ დღეს 5 მატჩში დაფიქსირდა დიდი ანგარიში, გუშინ - კიდევ ორში - თავიანთ მეტოქეებს იოლად გაუმკლავდნენ "მანჩესტერ სიტი" და მადრიდის "რეალი". ტურში ვიხილეთ ანდრეი იარმოლენკოს სუპერგოლი და, რაც ყველაზე მთავარია, მორიგი ქართველის დებიუტი ლიგაზე.

დღის მატჩი - არც ისე კარგი ფრე და კარგი თამაში

უემბლის დაპირისპირებასაც არაფერი დაეწუნებოდა, თუმცა მაინც ენფილდურს გამოვარჩევთ - იურგენ კლოპის "ლივერპულმა" ვერ შეძლო "სევილიას" დამარცხება, რომელთანაც ჯერ აგებდა, შემდეგ წინ იყო, მაგრამ საბოლოოდ ქულას დასჯერდა.

დასრულდა ფილიპე კოუტინიოს საგა "ბარსელონაში" გადასვლასთან დაკავშირებით და დასრულდა მისი უთამაშებლობაც - იგი იმ სკანდალური დღეების შემდეგ პირველად გამოჩნდა "ლივერპულის" მაისურით - მეორე ტაიმში შემოვიდა. ბოლო წამებზე "ლივერპული" ჯოზეფ გომესმა დააღალატა, თუმცა რიცხობრივ უმცირესობაში თამაში მასპინძლებს დიდ ხანს არ მოუწია.

იურგენ კლოპი (ლივერპული): "დაახლოებით 85-86 წუთი "ლივერპული" ბრწყინვალედ თამაშობდა. ჩვენ ყველაფერზე გვქონდა პასუხი, გარდა მათი მეორე გოლისა. დიახ, ჩვენ ვიცით, რომ მომატება გვმართებს, მაგრამ ამის დრო ჯერ კიდევ ბევრია. ფრე არც ისე კარგია, მაგრამ დღევანდელი თამაშით კმაყოფილი ვარ. მეტოქეს სულ ორი მომენტი ჰქონდა, მეტი არა".

დუბლს დუბლით უპასუხა

სამშაბათს ლიონელ მესიმ დუბლი შეასრულა, ოთხშაბათს მას დუბლითვე უპასუხა კრიშტიანო რონალდომ. რა თქმა უნდა, სად "იუვენტუსი" და სად აპოელ-ი, მაგრამ, მოგეხსენდებათ, ამ ორი სუპერვარსკვლავის დაუსწრებელი დუელი არაფრით სრულდება - მესის აქვს შანსი, დაეწიოს კრიშტიანოს ლიგის ყველა დროის ბომბარდირებში, მაგრამ პორტუგალიელი ჯერ ამის უფლებას არ აძლევს არგენტინელს.

ზინედინ ზიდანი (რეალი): "კარგი სტარტი გვსურდა ლიგაზე, პირველი ტაიმი დიდად არ მომეწონა, მეორე კი კარგი იყო. კრიშტიანო რონალდო უმნიშვნელოვანესი ფიგურაა გუნდში, ის ყოველთვის ეხმარება გუნდს და მოედნიდან უგოლოდ არ გადის. იმედი მაქვს, კრიშტიანო მომავალშიც გაგვახარებს".

ქართველები ლიგაზე - არის დებიუტი

"სპარტაკმა" "მარიბორთან" ჯანო ანანიძის გარეშე ითამაშა ფრე, მატჩში, რომელშიც მწვრთნელისა და შეგირდის წაჩხუბება ვიხილეთ - საქმე ისაა, რომ კარერამ ქვინსი პრომესი შეცდომით გამოცვალა და ამით ჰოლანდიელის რისხვა დაიმსახურა. ჯანო კი მოსკოვს არ გასცილებია - ის ტრავმირებულია, მუხლი აწუხებს და მხოლოდ ინდივიდუალურად დარბის.

სამაგიეროდ, შედგა დავით ხოჭოლავას დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე, გასულ უქმეებზე დავითმა პირველად მოირგო "შახტარის" ფორმა უკრაინულ პრემიერლიგაში, ახლა კი "ნაპოლისთან" გამოჩნდა - 92-ე წუთზე, როცა "შახტარი" 2:1-ს იგებდა, ფონსეკამ ქართველი მცველი გამოიყვანა და გუნდს ძვირფასი წამები მოაგებინა.

"მოედანზე ცოტა ხანი ვიყავი და ნერვიულობაც კი ვერ მოვასწარი. კარგია, რომ მოვიგეთ და ყველაფერი გამოგვივიდა. პირველ ტაიმს ჩვენ ვაკონტროლებდით, მეორეში მერტენსი გამოვიდა და "ნაპოლის" შეტევები მწვავე გახდა, მაგრამ პიატოვი და ჩვენი დაცვა უმკლავდებოდა მას. ჩვენ არ ვართ ის გუნდი, რომელიც ანგარიშის შენარჩუნებაზე ითამაშებს, ყოველთვის ჩვენ თამაშს ვთამაშობთ", - განაცხადა მატჩის შემდეგ გახარებულმა ქართველმა.

ფაქტები

პეპემ (ბეშიქთაში) 11 ორთაბრძოლიდან 9 მოიგო.

სერხიო რამოსმა (რეალი) 2017 წელს (ყველა შეჯიბრებაში) 6 გოლი გაიტანა. ეს ლა ლიგის მცველებს შორის საუკეთესო შედეგია.

კრიშტიანო რონალდო (რეალი) 12 პენალტით ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ახალი რეკორდის მფლობელია (მესის 11 პენალტი აქვს გატანილი).

კრიშტიანო რონალდოს ყველაზე მეტი საშინაო გოლი აქვს გატანილი ლიგაზე - 55 (მესის - 54).

კრიშტიანომ ბოლო 16 ზუსტი დარტყმით 12 გოლი გაიტანა.

"რეალი" ყოველთვის იგებს პირველ თამაშს, როცა ლიგას "სანტიაგო ბერნაბეუზე" იწყებს.

იკერ კასილიასმა (პორტუ) რაიან გიგზის რეკორდი გაიმეორა - ლიგის მე-19 სეზონში ითამაშა.

"ფეიენოორდმა" ევროთასების ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი იწვნია.

ჯონ სტოუნსი "სიტის" პირველი მცველია, ვინც ლიგაზე დუბლის შესრულება შეძლო.

კრისტიან ერიქსენმა (ტოტენჰემი) 2017 წელს (ყველა შეჯიბრებაში) 20 საგოლე პასი მიითვალა, რაც ტოპ-5 ლიგების ფეხბურთელებში საუკეთესო მაჩვენებელია. მეორე ადგილოსანს 7 (!) პასით უსწრებს.

სტივენ ჯერარდის (2007 წ) მერე რობერტო ფირმინო "ლივერპულის" პირველი ფეხბურთელია, ვინც ლიგაზე პენალტი ვერ გაიტანა.

მოჰამედ სალაჰმა ლიგის დებიუტი გოლებით აღნიშნა, როგორც "ბაზელში", ასევე "ლივერპულში".

გაბრიელ ჟეზუში მე-4 ფეხბურთელია "სიტიში", ვინც ლიგაზე დებიუტი გოლით აღნიშნა (ბალოტელის, კოლაროვისა და ნოლიტოს შემდეგ).

სექტემბერში ჰარი კეინმა "ტოტენჰემის" 5 გოლიდან 4-ში მიიღო მონაწილეობა.

"ტოტენჰემს" 2009 წლის მერე კარი მშრალად ვერ შეუნახია "უემბლიზე".

ჰონ-მინ სონმა (ტოტენჰემი) "დორტმუნდს" 9 თამაშში 7 გოლი გაუტანა.

"ნაპოლიმ" ლიგაზე ბოლო 7 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო.

"მონაკოს" პასების სიზუსტე - 63,8% - ამ გუნდისთვის 2014 წლის შემდეგ ყველაზე უარესი შედეგია.

"ლაიპციგის" პირველი გოლის ავტორი ლიგის ისტორიაში ემილ ფორსბერგია.

2011 წლის მერე პირველად მოხდა, რომ პირველ ტურში მხოლოდ ერთმა გერმანულმა კლუბმა იმარჯვა ლიგაზე.

E ჯგუფი

მარიბორი-სპარტაკი 1:1

გოლები: 0:1 სამედოვი (59), 1:1 ბოჰარი (85)

მარიბორი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - მილეცი, რაიჩევიჩი, შულერი, ვილერი - კაბჰა, ვრჰოვეცი (79. პიჰლერი) - ბაიდე (69. კრამარიჩი), აჰმედი (69. მესანოვიჩი), ბოჰარი - ტავარეში

სპარტაკი (3-5-2): რებროვი - ბოკეტი, კუტეპოვი, ჯიქია - ეშჩენკო, პაშალიჩი, ფერნანდო, გლუშაკოვი (29. სამედოვი), კომბაროვი (90. მელგარეხო) - ადრიანო, პრომესი (85. პოპოვი)

ლივერპული-სევილია 2:2

გოლები: 0:1 ბენ იედერი (5), 1:1 ფირმინო (21), 2:1 სალაჰი (37), 2:2 ხ. კორეა (72)

ლივერპული (4-3-3): კარიუსი - გომესი, მატიპი, ლოვრენი, მორენო - ჯანი (76. კოუტინიო), ჰენდერსონი, ვეინალდუმი - სალაჰი (89. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), ფირმინო, მანე (83. სტარიჯი)

სევილია (4-3-3): ს. რიკო - მერკადო, პარეხა, კიაერი, ესკუდერო - ნ'ზონზი, ბანეგა, პისარო (45+1. სარაბია) - ხესუს ნავასი (83. კორშია), ბენ იედერი (69. მურიელი), ხ. კორეა

გამოუყენებელი პენალტი: ფირმინო (42)

გაძევება: გომესი (94)

F ჯგუფი

ფეიენოორდი-მან. სიტი 0:4

გოლები: 0:1 სტოუნსი (2), 0:2 აგუერო (10), 0:3 გაბრიელ ჟეზუში (25), 0:4 სტოუნსი (63)

ფეიენოორდი (4-3-3): ჯონსი - სტ. იუსტი, ბოტენგინი, ვან დერ ჰეიდენი, ნელომი - ამრაბატი (78. ლარსონი), ელ აჰმადი, ვილენა - ბერგჰუისი (46. ტოორნსტრა), კრამერი (71. ვენტე), ბუტიუსი

მანჩესტერ სიტი (3-5-2): ედერსონი - სტოუნსი, ფერნანდინიო (72. სანე), ოტამენდი - უოკერი, ბ. სილვა, დ. სილვა (67. დელფი), დე ბრუინი, მენდი - გაბრიელ ჟეზუში, აგუერო (60. სტერლინგი)

შახტარი-ნაპოლი 2:1

გოლები: 1:0 ტაისონი (15), 2:0 ფერეირა (58), 2:1 მილიკი (72-პენ)

შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - სრნა, ორდეცი (92. ხოჭოლავა), რაკიცკი, ისმაილი - ფრედი, სტეპანენკო - მარლოსი (77. კოვალენკო), ტაისონი, ბერნარდი - ფერეირა (88. დენტინიო)

ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - ზიელინსკი (67. ალანი), დიავარა, ჰამშიკი (60. მერტენსი) - კალეხონი, მილიკი, ინსინიე

G ჯგუფი

ლაიპციგი-მონაკო 1:1

გოლები: 1:0 ფორსბერგი (33), 1:1 ტილემანსი (34)

ლაიპციგი (4-4-2): გულასი - კლოსტერმანი, ორბანი, უპამეკანო, ჰალშტენბერგი - ზაბიტცერი, დემე, ილზანკერი, ფორსბერგი (63. კამპლი) - ი. პოულსენი (80. ოგუსტენი), ვერნერი

მონაკო (4-2-3-1): ბენალიო - ტურე, გლიკი, ჟემერსონი, ჟორჟე - ფაბინიო, ჟოაო მოუტინიო - სიდიბე (84. ღეზალი), ტილემანსი, დიაქაბი (74. ბ. კეიტა) - ფალკაო (89. კარილიო)

პორტუ-ბეშიქთაში 1:3

გოლები: 0:1 ტალისკა (13), 1:1 ტოშიჩი (21 ს.კ.), 1:2 ტოსუნი (28), 1:3 ბაბელი (86)

პორტუ (4-4-2): კასილიასი - რიკარდო, ფელიპე, მარკანო, ტელესი - კორონა (46. ანდრე), ო. ტორესი (46. ოქტავიო), დ. პერეირა (82. ერნანი), ბრაიმი - სოარესი, მარეგა

ბეშიქთაში (4-2-3-1): ფაბრისიო - ადრიანო (87. კორეია), პეპე, ტოშიჩი, ერკინი - ჰატჩინსონი, იოზიაკუპი (65. მედელი) - კვარეჟმა (73. ნეგრედო), ტალისკა, ბაბელი - ტოსუნი

H ჯგუფი

რეალი-აპოელ 3:0

გოლები: 1:0 რონალდო (12), 2:0 რონალდო (51-პენ), 3:0 ს. რამოსი (61)

რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, ნაჩო, ს. რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო, კოვაჩიჩი (25. კროოსი) - ისკო (73. სებალიოსი), რონალდო, ბეილი (82. ბ. მაიორალი)

აპოელ (4-4-2): ვატერმანი - ვუროსი, რუედა, კარლაო, ლაგო - სალაი (60. ფარიასი), მორაიში, ვინისიუსი, ალონეფტისი - ებესილიო (73. ზაჰიდი), დე კამარგო (83. პოტე)

ტოტენჰემი-დორტმუნდი 3:1

გოლები: 1:0 სონი (4), 1:1 იარმოლენკო (11), 2:1 კეინი (15), 3:1 კეინი (60)

ტოტენჰემი (5-4-1): ლორისი - ორიე, ალდერვეირელდი, დ. სანჩესი, ვერტონგენი, დევისი - სონი (83. მ. სისოკო), მ. დემბელე, დაიერი, ერიქსენი - კეინი (87. ფ. ლორენტე)

დორტმუნდი (4-3-3): ბურკი - პიშჩეკი, სოკრატისი, თოფრაქი (80. ზაგადუ), ტოლიანი - დაუდი (72. გ. კასტრო), შაჰინი, კაგავა (66. გიოტცე) - იარმოლენკო, ობამეიანგი, პულიშიჩი

გაძევება: ვერტონგენი (92)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

nika
სიტის პირველი მცველიო
რეზი
არ არის სტოუნსი პირველი მცველი, რამოსმა ბაიერნს დუბლი არ შეუსრულა? )))))))))
"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
კვარაცხელიას შემცვლელი - "ნაპოლი" "შახტარის" ფეხბურთელის შეძენასთან ახლოსაა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილია" "რეალთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას პედრინიოს ნატურალიზაცია სურს
"მსაჯმა მატჩის მოგების შანსი წაგვართვა" - "სევილიას" მწვრთნელი 1:4 მარცხის შემდეგ
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
[VIDEO] სათადარიგო საზონოვი და ქოჩორაშვილი შეცვლაზე - "ხეტაფემ" "სევილიას" მოუგო
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
პსჟ-ს მომავალ სეზონში ახალი მეკარე ეყოლება?
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
მიქაუტაძის საგოლე პასი - "ვილიარეალი" "დორტმუნდთან" დამარცხდა
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
გოჩოლეიშვილი უკვე ესპანეთშია - გიორგი ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელი გახდება
ერთი მბაპე გააძევეს, მეორემ გაიტანა - "მანჩესტერ სიტიმ", "ბეტისმა" და "რეალმა" გაიმარჯვეს
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "ლაიფციგს" გოლი არ ჩაუთვალეს, "რეალმა" გაიმარჯვა - "სიტი" ცალი ფეხით მეოთხედფინალშია [VIDEO]
კვლავ ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "პორტუს" ბარიერი გადალახა
[VIDEO] "ფენერბაჰჩე" "სლავიასთან ფრეს დასჯერდა, "დორტმუნდმა" კი "საბაჰი" დაამარცხა
"ბაიერნი" "ლაიპციგს" დაუზავდა [VIDEO]
რასისტული შეტყობინებები კამავინგას - გულშემატკივრებმა "რეალის" ნახევარმცველს შეუტიეს
ირაკლი აზაროვი "შახტარის" ფეხბურთელია!
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
"ლაიპციგი" ელმასის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს იხდის - "ნაპოლის" პასუხი ცნობილია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: მბაპემ და მესიმ გაიბრწყინეს - უმოტივაციო "სიტი" გერმანიაში დანებდა
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
თურქული მედია: მანუჩარ მარკოიშვილი "გალათასარაის" ჩაიბარებს
ლუის ენრიკე: ბარკოლას წასვლა ყველასთვის მომგებიანია
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
"კვარა" VS მიქაუტაძე და სხვა გამორჩეული მატჩები - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
Breaking: დავით ხოჭოლავამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
18 დეკემბერს მერვედფინალების წილისყრაა - კვარაცხელიას და ხოჭოლავას გუნდების სავარაუდო მეტოქეები გაირკვა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
ევროპა ლიგის ფინალში "აინტრახტი" და "რეინჯერსი" გავიდნენ [VIDEO]
"მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ სახლში "მონაკოსთან" მარცხი განიცადა და მხოლოდ 2 ქულის ამარაა
Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
ხოჭოლავას მესამე ოპერაციის გაკეთება დასჭირდება
ხოჭოლავა ექსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე"
ხოჭოლავა ექვსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე"?
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს