ტალინის "ფლორას" 27 წლის ნახევარმცველმა მოქალაქეობის შეცვლისა და ესტონეთის ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა

ტალინის "ფლორას" ნახევარმცველმა, 27 წლის ზაქარია ბეგლარიშვილმა მოქალაქეობის შეცვლისა და ესტონეთის ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა.

- ზაქარია ბეგლარიშვილი მოქალაქეობას იცვლის და ესტონეთის ნაკრებში მიდის?

ეს თემა აქტუალურია დღეს, ქართულ სპორტულ სამყაროში. ჩვენ დავუკავშირდით ქართველს ესტონეთში და ვრცლად გამოვკითხეთ მისი გადაწყვეტილების შესახებ.

-  ქართულ სპორტში დღის აქტუალური თემა თქვენი სურვილია ესტონეთის ნაკრებში თამაშზე. რამ განაპირობა ეს და გადაწყვეტილება საბოლოოა?

- აქ მიცემულ ინტერვიუში ვთქვი, რომ ჩემი სურვილია ესტონეთის მოქალაქეობის მიღება და თუ გადაწყვეტენ ჩემს გამოძახებას, ვითამაშებ. ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ ჩემი ოცნება ყოველთვის იყო საქართველოს ნაკრებში თამაში, მაგრამ შანსი არასდროს მომცემია.

- არის თუ არა დაინტერესება ესტონეთის ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან? ეს ორმხრივი სურვილია?

- ფედერაციიდან არავინ დამლაპარაკებია ამ ეტაპზე. მე მხოლოდ რამდენიმეჯერ მკითხა ესტონეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, თუ როდის მივიღებ ესტონეთის მოქალაქეობას.

- საქართველოს ნაკრებში ერთხელ ითამაშეთ ამხანაგურ მატჩში, ესტონეთის წინააღმდეგ. მაშინ ჩვენს ნაკრებს კახა ცხადაძე წვრთნიდა. მიიჩნევ, რომ ის ნაკრებიდან არ უნდა გაეშვათ?

- ეს იყო დაუვიწყარი დღე. იმ დღეს დილით გუნდის ვარჯიში მქონდა. მაგრამ მე წელის ტრავმა მაწუხებდა და ვერ ვვარჯიშობდი. როდესაც ჩემთან გუნდის ფიზმომზადების მწვრთნელი მოვიდა და მითხრა, რომ საქართველოს ნაკრებში გამომიძახეს, ყველანაირი ტკივილი დამავიწყდა. მერე ჩემი გუნდის ექიმს ვთხოვე, ტკივილგამაყუჩებელი მოეცა, რომ იმ დღესვე ნაკრებთან ერთად მევარჯიშა. მადლობელი ვარ კახა ცხადაძის, რომელმაც მომცა საქართველოს ნაკრებში თამაშის შანსი.

- უნდა ითქვას, რომ ამ სეზონში ყველაზე შედეგიანი ხართ ქართველ ფეხბურთელებს შორის. ჟურნალისტებმაც ბევრჯერ დასვეს კითხვა, თუ რატომ არ იყავით საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული. როგორ ფიქრობთ, ეს ესტონეთის საფეხბურთო ლიგის დაუფასებლობითაა გამოწვეული თუ უბრალოდ, ვლადიმერ ვაისმა არ იცის თქვენს შესახებ?

- როდესაც ვაისს ჩემს შესახებ კითხეს, ესე თქვა, ნაკრები ცირკი არ არისო... თუ ფიქრობენ, რომ ესტონეთის ჩემპიონატი ძალიან დაბალი დონისაა, ევროპის ლიგაზეც ვითამაშე და იქაც გავიტანე გოლი, მაგრამ სამწუხაროდ, მაინც არ მომცეს შანსი.

ამავდროულად, სულ იმას ჩივიან, ფეხბურთელებს თავ-თავიანთ გუნდებში არ უწევთ თამაშიო, მე კი გუნდის 29 თამაშიდან 28-ში ძირითადში ვითამაშე და ის ერთიც ფეხის ტრავმის გამო გამოვტოვე.

- აი, ვთქვათ, 2018 წელს, როცა ესტონეთის პასპორტს აიღებ, ორივე ნაკრებში რომ მიგიწვიონ, მაშინ არჩევანს რომელ ნაკრებზე გააკეთებთ?

- ვნახოთ, თუ ეგრე მოხდა და ორივემ გამომიძახა, მერე თავადაც ნახავთ, რას გადავწყვეტ...

Dato
მიდი ზაქარ მიაწექი, რას იზავ ასეც ხდება ცხოვრებაში, არც არავინ გაგამტყუნებს, გეძახდნენ და არ ითამაშე?. წარმატებას გისურვეფ.
Georgios
ეს კაცი არ დაგვიკარგო ვლადიმერ ვაის!
ლუკა
ოღონდაცა რუსეთი არა რა! და იყოს ესტონეთი. მეგობარი ხალხი მაინც არის. ესტონეთის ნაკრებში გამოძახება გარანტირებული რომც არ ქონდეს უნდა მიიღოს ესტონეთის მოქალაქეობა აბა რა. არც დაფიქრდე ბეგლარ! საქართველოს ნაკრებში კონკურენციას მაინნც ვერ გაუძლებ, უარი არ თქვა ესტონეთის მოქალაქეობაზე.
ანდრი
საწყენია ჩვენიანს რო არ ვაფასებთ. არ გაემტყუნება ამ კაცს, თუ ესტონეთის ნაკრებში ითამაშებს. მთელი გულით ვუგულშემატკივრებ!
parfiumer
მე მაქვს ზაქარიას თამაში ნაყურები, მართლა მიკვირს იმ თაობის გამორჩეული ფეხბურთელი რატო არ გამოიყენეს არაფერში...
შაკო
ვერავინ გაამტყუნებს
ggg
რას იზამ ჩემო ძმაო, როცა წინ დვალიშვილი გეღობება?
lashari
მართალია ეს კაცი იხვეწა ნაკრებზე შანსი მომეცითო და ყურადღება არ მიაქციეა დავიჯერო გაფართოვებულ სიაში მაინც არ დაიმსახურა მოხვედრა? ლობჟანიძეზე ნაკლებია თუ არაბულზე?ან ამ ეტაპზე რა ფორმაშიცაა ჭანტურიაა იმაზე გაცილებით მაგრა ვერ ითამაშებდა?
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
ბეგლარიშვილმა ესტონეთის მოქალაქეობაზე პირველი გამოცდა ჩააბარა - მას ტელევიზიამ სიუჟეტი მიუძღვნა [VIDEO]
"ესტონურ პასპორტს ყოველდღე ველოდები" - ზაქარია ბეგლარიშვილი სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
ზაქარია ბეგლარიშვილმა ფინეთში გუნდი გამოიცვალა
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ქართველი ლეგიონერის გოლი და გამარჯვება კონფერენს ლიგაში
ბეგლარიშვილი ესტონეთის მოქალაქე გახდება? - ქართველ შემტევს ამისთვის გამოცდის ჩაბარება მოუწევს
ჯიმი ტაბიძე ევროპა ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდა, ზაქარია ბეგლარიშვილი - ვერა
ზაქარია ბეგლარიშვილის ულამაზესი გოლი ესტონეთის ჩემპიონატში [VIDEO]
კონფერენს ლიგა: ბერიძემ გაიტანა, ხოჭოლავა დაასვენეს, კვარაცხელიას "რაკუვი" ელის
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
ოფიციალურად - "ჯვაროსნების" ყოფილი მოთამაშე ესტონეთის ნაკრებში ითამაშებს [PHOTO]
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
ხოჭოლავას "კოპენჰაგენი" და ჩაკვეტაძის "გენტი" თითქმის შემდეგ ეტაპზე - ქართველები კონფერენს ლიგაზე
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ახალი მწვრთნელით - ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "იბერია 1999"-ის მეტოქე გაირკვა
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
ბეგლარიშვილმა გუნდი კონფერენს ლიგის მეორე რაუნდში გაიყვანა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება