საბერძნეთის ნაკრებს მწვრთნელი აღარ ჰყავს
ევრობასკეტის ორი მონაწილე ქვეყანა დაიწყებს მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს ახალი მთავარი მწვრთნელით.

მონტენეგროს ნაკრების გამოვარდნის შემდეგ, ბოგდან ტანევიჩმა სამწვრთნელო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. ტანევიჩი მუშაობას მონტენეგროს კალათბურთის ფედერაციაში გააგრძელებს და კონცენტრირებული იქნება ახალგაზრდა მწვრთნელების მომზადებაზე.

ასევე ახალი მწვრთნელი ეყოლება საბერძნეთის ნაკრებს, რადგან კოსტას მისასი გაანთავისუფლეს პოსტიდან მეოთხედფინალში რუსეთთან წაგების შემდეგ.

მისასი ბოლო მომენტში დანიშნეს ნაკრების მწვრთნელად, კერძოდ, ევრობასკეტის დაწყებიდან ოთხი დღით ადრე. მწვრთნელის თქმით, ის თავიდანვე არ აპირებდა თანამდებობაზე დიდი ხნით გაჩერებას.

საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მთავარ კანდიდატებად განიხილებიან - საბერძნეთის U20-ის ნაკრების დამრიგებელი ილიას პაპატეოდორუ და ვეტერანი მწვრთნელი სულის მარკოპულოსი. მისასის შემცვლელი უახლოეს ხანში უნდა გამოცხადდეს, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი ნოემბერში იწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა