ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

იტალიას ემუქრებიან

იტალიას ემუქრებიან

ზლატკო ზაჰოვიჩი დიდ გულზეა

მსოფლიოს ექსჩემპიონთა წინააღმდეგ თამაშამდე უკრაინას რამდენიმე დღე დარჩა. ნაკრების თავკაცმა იური კალიტვინცევმა ჟურნალისტთა ინტერესის დასაკმაყოფილებლად სპეციალური პრესკონფერენცია მოიწვია, სადაც დიდი დრო დაუთმო მისი გუნდის გარეშემო შექმნილ ვითარებაზე ლაპარაკს. ჩვენ მის ნააზრევს, ბუნებრივია, შემოკლებით შემოგთავაზებთ.

- შეკრებაზე განსხვავებული სახის დაზიანებებით გამოცხადნენ როტანი, ჩიგრინსკი და დევიჩი. მაღალი ტემპერატურა აქვს ოშიპკოს. დარჩებიან თუ არა ისინი შეკრებაზე, ამაზე პასუხის გაცემა ნაკრების ექიმს შეუძლია. ჩვენ მათ უახლოესი საათების განმავლობაში დავაკვირდებით. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. არ გამოვრიცხავ, შემადგენლობაში გადაადგილებებს მივმართო. ამჟამად ჩვენი უმთავრესი ამოცანაა ბიჭები ფსიქოლოგიურად სათანადოდ განვაწყოთ. ისინი ხომ დატვირთული საკლუბო ბატალიების შემდეგ შეიკრიბნენ. შეკრების განმავლობაში არანაირი სპარინგმატჩი არ იგეგმება. დაგეგმილია მხოლოდ სავარჯიშო პროცესი და ერთი სრულფასოვანი ორმხრივი თამაში შეკრებაზე მყოფ ფეხბურთელებს შორის.

ჩვენ ნამდვილად გვაქვს იმის დრო, რომ იტალიის ნაკრების თამაშის სრულფასოვანი ანალიზი ჩავატაროთ. დავხვეწოთ კომბინაციები და მოვემზადოთ შესაბამისად. იმ ფეხბურთელებს, რომლებიც შარშან ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდნენ, მოვუწოდებ, მაქსიმალურად თავდადებით იმუშაონ, რათა საერთოდ გუნდს მიღმა არ დარჩნენ. არანაირი სასელექციო მუშაობა აღარ იწარმოებს. შანსს ყველას მივცემთ, მაგრამ სელექციის დრო დასრულდა. უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, რაც შეიძლება მალე შევკრათ გუნდის ხერხემალი, რათა, ვთქვათ, ხვალ და ზეგ მინდორზე ერთად გასულმა ბიჭებმა ერთმანეთის მანევრები ზეპირად იცოდნენ. ვიმეორებ, გუნდში სერიოზულ ცვლილებებს ამიერიდან ნუღარ ელით.

დარწმუნებული ვარ, რომ იტალიასთან შეხვედრაში ტრიბუნები გაივსება. ასე რომ, თუ გსურთ სტადიონზე მოხვედრა, ეცადეთ, რაც შეიძლება სწრაფად იზრუნოთ ბილეთების შეძენაზე.

იტალიის ნაკრებთან სათამაშოდვე ემზადება სლოვენიის ეროვნული გუნდი. სლოვენიური და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავმა ზლატკო ზაჰოვიჩმა აბსოლუტურად დარწმუნებულმა განაცხადა, რომ იტალია აუცილებლად წააგებს 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრას. "ჩვენ თავისუფლად მოვუგებთ იტალიას. მეტსაც გეტყვით, სლოვენიას უდიდესი უპირატესობა ექნება ამ შეხვედრაში. თქვენ რა, ფიქრობთ, რომ მე ზედმეტი მომდის? არა, ასე ნამდვილად არ არის. მიყვარს და პატივს ვცემ იტალიურ ფეხბურთს, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ მას ამჟამად თავზე საყრელად აქვს პრობლემები. ტონს ამჟამად იტალიაში ლეგიონერები იძლევიან და ეს ნაკრებისთვის ძალიან ცუდია. ჩეზარე პრანდელის ძლიერ სპეციალისტად მივიჩნევ, მაგრამ მას გუნდში სულ 2-3 უმაღლესი კლასის ფეხბურთელი ჰყავს. ადრე "აძურას" შემადგენლობაში პაოლო მალდინი და რობერტო ბაჯო ერთად თამაშობდნენ, დღეს კიდევ აპენინებზე ანდრეა რანოკიათი არიან აღფრთოვანებულნი. მართალია, ის ჩვენთან ვერ იქნება, მაგრამ რომც ყოფილიყო, იმდენად ნელია, ეჭვი მაქვს, ჩვენი ნაკრებისთვის პრობლემები შეექმნა," - განაცხადა ოდესღაც სკანდალებით სახელგანთქმულმა ფეხბურთელმა.

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს

პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას

სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა

"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა

[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა

რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..

უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..

[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა

[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"