ჩოგბურთი. მაიამის წინ
ინდიან უელსის სუპერტურინირის დასრულებიდან რამდენიმე დღის შემდეგ სეზონის მეორე მასტერსი დაიწყო, რომელშიც კვლავაც პარალელურად ითამაშებენ საუკეთესო მამაკაცი და ქალი ჩოგბურთელები. მასპინძელი ისევ ამერიკის შეერთებული შტატებია, ოღონდ უკვე არა აღმოსავლეთი, არამედ დასავლეთი სანაპირო.

ATP

Sony Ericsson Open

მაიამი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 3 645 000 დოლარი

მონაწილეთა შემადგენლობა: რაფაელ ნადალი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, როჯერ ფედერერი, რობინ სიოდერლინგი, ენდი მიურეი, დავიდ ფერერი, ტომაშ ბერდიხი, ენდი როდიკი, ფერნანდო ვერდასკო...

მაიამის შემადგენლობა თითქმის არ განსხვავდება ინდიან უელსის მასტერსისგან, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა კალიფორნიაში. მხოლოდ რეიტინგის ზედა ნაწილში მოხდა ერთი ცვლილება, რომელზეც ღირს უფრო დაწვრილებით ლაპარაკი.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა გაუსწრო როჯერ ფედერერს და მეორე ადგილზე გადავიდა. შეგახსენებთ, რომ სერბმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალში მოუგო ფედერერს და ფინალში - რაფაელ ნადალს. ნოვაკი სერიოზულად არის განწყობილი და აპირებს რეიტინგში პირველობისთვის ბრძოლას. ასე რომ, განტვირთვისთვისა და მოდუნებისთვის მას არ სცალია. "ჯოკერმა" უკვე დაამტკიცა თავისი სერიოზული განწყობა, რადგან წელს ჯერჯერობით არც ერთი მატჩი არ წაუგია. ამიტომაც ფლორიდაში მთავარ ფავორიტად სწორედ ის სახელდება. ხოლო რეიტინგში ცვლილებამ ის გამოიწვია, რომ მაიმიში ფედერერთან ნახევარფინალში თამაში არა ჯოკოვიჩს, არამედ რაფაელ ნადალს მოუწევს.

შარშან ეს ტურნირი ენდი როდიკმა მოიგო, რომელმაც ფინალში ტომაშ ბერდიხი დაამარცხა. 2001-2003 წლებში ანდრე აგასის ტრიუმფის შემდეგ აქ გაიმარჯვეს: ფედერერმა (ორჯერ), როდიკმა (ორჯერ), ჯოკოვიჩმა, ნიკოლაი დავიდენკომ და ენდი მიურეიმ.

ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ ტურნირის უმაღლეს კლასს. სწორედ მაიამის მასტერსი დასახელდა ექვსჯერ ATP-ის წლის საუკეთესო შეჯიბრად (2002-06, 2008).

WTA

Sony Ericsson Open

მაიამი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 4 500 000 დოლარი

მონაწილეთა შემადგენლობა: კაროლინ ვოზნიაცკი, კიმ კლაისტერსი, ვერა ზვონარევა, სამანტა სტოსური, ფრანჩესკა სკიავონე, ელენა იანკოვიჩი, ნა ლი, ვიქტორია აზარენკა, აგნიეშკა რადვანსკა, შაარ პეერი...

WTA-ის რეიტინგის საუკეთესო ორმოცდაათეულის 46 ჩოგბურთელი აპირებს პირველობისთვის ბრძოლას მაიამიში. ეს პრაქტიკულად "დიდი სლემის" ტურნირების დონეა. სხვათა შორის, მეორედ 1996 წლის შემდეგ ამ ტურნირში მონაწილეობას არ მიიღებენ დები უილიამსები - სერენა და ვენუსი კვლავაც ტრავმების გამო ვერ ახერხებენ კორტზე დაბრუნებას. ეს კი მაიამის ტურნირისთვის სერიოზული დანაკლისია, რადგან ვენუსს აქ სამჯერ გაუმარჯვია, სერენას - ხუთჯერ.

1995 წლიდან მოყოლებული მხოლოდ ორჯერ ვერ ვიხილეთ ფინალში ამერიკელი ჩოგბურთელი. როგორც ჩანს, წელს ეს მესამედ მოხდება, რადგან უილიამსების არყოფნაში მასპინძლებიდან გადამწყვეტ მატჩში მოხვედრის შანსი პრაქტიკულად არავის აქვს.

ინდიან უელსი კაროლინ ვოზნიაცკიმ მოიგო. თუ "დიდი სლემის" ჩემპიონატების რვა კვირას ამოვაგდებთ სათვალავიდან, მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელად სწორედ დანიელი უნდა მივიჩნიოთ. ამჯერად ყველა ელოდება მის დაპირსპირებას კიმ კლაისტერსთან, რომელსაც ტრავმამ შეუშშალა ხელი ინდიან უელსში თავის გამოჩენაში. ბელგიელი მესამედ ეცდება მაიამიში გამარჯვებას.

შეძლებს თუ არა რომელიმე სხვა ჩოგბურთელი ამ ორი ლიდერის ბრძოლაში ჩარევას - ეს დიდი კითხვის ნიშანია. მაგრამ ქალების ჩოგბურთი უფრო მეტად არაპროგნოზირებადია, ვიდრე კაცების, ამიტომაც შეიძლება აქ სენსაციებს ველოდოთ.

ერთ დროს ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი დოპინგ კონტროლზე კოკაინის გამო ჩავარდა
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - ზედიზედ მეორე მარცხისგან დუბლით დებიუტანტმა ტორესმა იხსნა
[VIDEO] საზონოვის პირველი 90 წუთი "ხეტაფეში" - მისმა გუნდმა გულიაშვილის "რასინგი" დაამარცხა
კვერნაძის "ფროზინონე" "იუვენტუსთან" დაძაბულ მატჩში დამარცხდა
"რენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
[VIDEO] "ლივერპული" "ნიუკასლთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] ომი "მეტროპოლიტანოზე". მატჩის MVP მიქაუტაძემ მცველი გააგდებინა და ობლაკს გაუტანა - კაცნაკლულმა "ატლეტიკომ" ფრეს მიაღწია