"ლოკომოტივის" ფანკლუბი თითქმის ორი თვეა, რაც არსებობს
Sportall.ge აგრძელებს რუბრიკა "ფანკლუბებს", რომლის მიზანია, მორიგეობით გაგაცნოთ საქართველოში არსებული ქართული და უცხოური კლუბების ფანკლუბები - რას საქმიანობენ, როგორ ხდება გაწევრიანება, რა პრივილეგიები აქვთ წევრებს და ა.შ.

დღეს თბილისის "ლოკომოტივის" ფანკლუბს წარმოგიდგენთ, რომელიც თითქმის ორი თვეა, რაც არსებობს. მის შესახებ კლუბსა და ფანკლუბს შორის მეკავშირე ნიკა ქევხიშვილს გავესაუბრეთ.

- უპირველესად, ფანკლუბის დაარსების შესახებ მოგვიყევით...

- ნებისმიერი კლუბის სურვილია, ჰყავდეს გულშემატკივარი. სამწუხაროდ, "ლოკომოტივს" ამის დეფიციტი ჰქონდა.

ფანკლუბზე ფიქრი დიდი ხნის წინ დაიწყო, აქტიური ნაბიჯების გადადგმა კი - ჯერ კიდევ გარდამავალი ჩემპიონატის დროს. უშუალოდ პროცესი ახალი სეზონის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო. ამ პერიოდში კლუბმა ითანამშრომლა აჩიკო გულედანთან და "ალტერვიჟენ" ჯგუფთან. მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო მათ.

ერთობლივი პროექტის ფარგლებში შეიქმნა ჰიმნი, კლუბმა გაიარა "საუნდ ბრენდინგი", გადავიღეთ საიმიჯო კლიპი და დაიწყო სოციალურ ქსელსა და ზოგადად, ინტერნეტ და ტელესივრცეში აქტივობა, სახელწოდებით "ამოდი ბაქანზე". სწორედ ამ აქტივობას მოჰყვა ენთუზიაზმით აღსავსე ახალგაზრდების გამოჩენა, რომლებიც, როგორც გაირკვა, "ლოკომოტივს" თვალყურს ადევნებდნენ და ფანკლუბის შექმნამ მათ კლუბთან დაახლოების საშუალება მისცა.

სეზონის მეორე ნახევრის განახლებამდე არსებული პაუზა ნაყოფიერად გამოვიყენეთ, ჩავატარეთ ფანკემპი საგურამოს სამწვრთნელ ბაზაზე, ახლოს გავიცანით დარეგისტრირებული გულშემატკივრები, დავგეგმეთ "პერფორმანსი" პირველი საშინაო მატჩისთვის. მონდომებამ და ამ ახალგაზრდა გულშემატკივრების ენთუზიაზმმა მოგვცა ის შედეგი, რაც ყველამ იხილა.

- რა უნდა გააკეთოს ფანკლუბში გაწევრიანების მსურველმა?

- "ლოკომოტივის" ოფიციალურ საიტზე არის სპეციალური განყოფილება, სახელწოდებით "ამოდი ბაქანზე", სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაიაროს რეგისტრაცია და მას აუცილებლად დავუკავშირდებით.

- ასაკი შეზღუდულია?

- ასაკი მკაცრად გაწერილი არ გვაქვს, ღია ორგანიზაცია ვართ და ყველა მსურველს ვღებულობთ. ამ ეტაპზე გულშემატკივართა უმეტესობა 16-20 წლისაა.

- საინტერესოა ისიც, თუ რამდენად ექნება ფანკლუბს უშუალოდ კლუბისგან ხელშეწყობა...

- კლუბი აუცილებლად უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას სხვა ქალაქებში. ეს არის მცირედი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ქომაგების უანგარო გულშემატკივრობის საპასუხოდ.

- იმოქმედებს თუ არა ფანკლუბის წევრებზე გარკვეული სახის შეღავათები?

- პირველ ეტაპზე, წევრებს ატრიბუტიკა საჩუქრად გადაეცათ და მატჩებზე დასწრების ბილეთებსაც უზრუნველვყოფთ. სამომავლოდ გვსურს, დავნერგოთ ფანკლუბის ევროპული სტანდარტი, რაც მოიაზრებს, რომ ახალმა წევრებმა ატრიბუტიკა თავად უნდა შეიძინონ კლუბის ფანშოპში.

- რამდენად იქნება ჩართული ფანკლუბი კლუბის ყოველდღიურ ცხოვრებაში?

- თბილისის "ლოკომოტივი" ტრანსპარანტული ორგანიზაციაა, ფანკლუბის წევრებს აუცილებლად ექნებათ ვარჯიშებზე დაწრებისა და ფეხბურთელებთან კომუნიკაციის საშუალება. უნდა აღვნიშნო, რომ ფეხბურთელებისა და სამწვრთნელო შტაბისგან ძალიან დადებითი მუხტი და ემოციები მიიღო ფანკლუბმა. ამ მხრივ, მთლიანად კლუბში სასიამოვნო ატმოსფეროა და განწყობაც ამაღლებულია.

- დაბოლოს, სამომავლო გეგმებზეც გვითხარით...

- გვინდა, განვვითარდეთ და დავწეროთ "ლოკომოტივის" ახალი ისტორია. ფეხბურთი და გულშემატკივარი განუყრელი ელემენტებია და გვჯერა, რომ სწორი მუშაობით ფანკლუბი დაეხმარება უშუალოდ კლუბს წარმატების მიღწევაში.

აუცილებლად შეიქმნება ფანშოპი, რომელიც თავდაპირველად ონლაინსივრცეში იქნება ხელმისაწვდომი. ის, რისი გაკეთებაც უკვე მოვასწარით, დიდი ნაბიჯია და ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ. კიდევ უფრო მრავალფეროვანი იქნება ჩვენი შეძახილები და სტადიონზე ატმოსფეროც შესაბამისი იქნება.

ჩვენ განსხვავებული ხედვა გვაქვს და გვსურს, ქართულ რეალობაში ახალი საგულშემატკივრო კულტურა შემოვიტანოთ.

ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ არ ვეწინააღმდეგებით სხვა ფანკლუბების იდეოლოგიას და მათ წარმატებას ვუსურვებთ თავიანთ საქმიანობაში. ყველა წინაპირობა გვაქვს კიდევ უფრო გასაზრდელად და ჩვენი ნიშის დასატოვებლად.

ალექსანდრე
რომელი ვიკინგები ბათუმში რო ბევრი იყვნენ ხო? :D ტორპედოსი რომელია ლოთების ბრიგადა? ააა ეგ ფანკლუბია? :D ლოკომოტივს არცერთი თეთრი არ გადაუხდია ფანებისთვის შეგძლია გადაამოწმო
viking
ამ 2 ლარიანი ფანკლუბის გაპიარებას ჯობია გააპიაროთ შუქურას ფანები ვიკინგები , ტორპედოს ფანკლუბი , წყალტუბოს ყავს მშვენიერი ფანკლუბი ასევე ზუგდიდის აბრაგები , თუ ლოკომოტივმა ფული გადაგიხადეს რომამ უხარისოებს აპიარებთ ?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]