ესპანელის თქმით, სერბს ყველა შანსი აქვს იმისთვის, რომ 2011 წლის ბოლოს მსოფლიო კლასიფიკაციაში პირველობა მოიპოვოს
ესპანელმა რაფაელ ნადალმა აღნიშნა, რომ სეზონის ლიდერ ნოვაკ ჯოკოვიჩს ყველა შანსი აქვს იმისთვის, რომ 2011 წლის ბოლოს მსოფლიო კლასიფიკაციაში პირველობა მოიპოვოს. გასულ უქმეებზე ჯოკოვიჩმა ინდიან უელსის ტურნირის ფინალში დაამარცხა მსოფლიოს ამჟამინდელი პირველი ნომერი - 4:6, 6:3, 6:2, რის შემდეგაც რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

"გრუნტის სეზონის წინ ნოვაკს დიდი უპირატესობა ექნება, რადგან ამ პერიოდში მე დაახლოებით 3500 სარეიტინგო ქულა უნდა დავიცვა. ანუ წარმატების შემთხვევაში ჩემი მარაგი არ გამდიდრდება, წაგება კი ქულებს ჩამომაკლებს. ასე რომ, ამ მხრივ ჯოკოვიჩი კარგ მდგომარეობაშია, მით უმეტეს, რომ მას ნებისმიერ საფარზე ეხერხება თამაში.

თუ ავიღებთ უშუალოდ ამ წლის შედეგებზე დაფუძნებულ რეიტინგს, ინდიან უელსის მასტერსი მე-17 ნომრად დავიწყე და მეექვსე ნომრად დავასრულე, რაც აშკარად წინ გადადგმული ნაბიჯია. ასე რომ, სეზონის ლიდერებთან ახლოს ვარ. როჯერმაც ნახევარფინალში კარგად ითამაშა. ჯოკოვიჩის მსგავსად ისიც მზად არის ნებისმიერ საფარზე აჩვენოს მაღალი კლასი.

როცა ვლაპარაკობ მსოფლიოს რეიტინგის ლიდერობაზე, ვგულისხმობ პირველობას სწორედ წლის შედეგების მიხედვით და არა საშუალედო შედეგებს სეზონის მსვლელობისას. რა თქმა უნდა, ესეც მნიშვნელოვანი მომენტია, მაგრამ ჩემთვის არ არის პრიორიტეტული. მთავარია წელი პირველ ნომრად დავასრულო.

როლან გაროსის შემდეგ უფრო ზუსტად გეტყვით ვინ მიიჩნევა მსოფლიოს ლიდერობისთვის ბრძოლაში ფავორიტად. ჯერჯერობით მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია - ჯოკოვიჩი ძალიან ხელსაყრელ სიტუაციაში იმყოფება. დღეს ის თავის საყვარელ საფარზე - ჰარდზე თამაშობს და თან ღია კორტი ყველაზე კარგად შეესაბამები მის სტილს. გარდა ამისა, ის დარწმუნებულია თავის ძალებში და ყოველი ახალი გამარჯვების შემდეგ სულ უფრო ძლიერი ხდება. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები გრუნტის სეზონში", - ამბობს ნადალი ATP-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს